ეისელმერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეისელმერი
ეისელმერის ტბა
ეისელმერის ტბა
კოორდინატები: 52°49′ ჩ. გ. 5°15′ ა. გ. / 52.817° ჩ. გ. 5.250° ა. გ. / 52.817; 5.250
მდებარეობა ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი
სიმაღლე ზღვის დონიდან –0,3 
ფართობი 1100 კმ²
მაქსიმალური სიღრმე
საშუალო სიღრმე 5-6 

ეისელმერი მდებარეობა ნიდერლანდი

Blue pog.svg

ეისელმერი (ნიდერლ. IJsselmeer) — ხელოვნური მტკნარი ტბა ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნიდერლანდში, ზღვის დონიდან 0,3 მ-ით დაბლა, ზეიდერზეეს ყოფილი ყურის ადგილას. ფართობი 1100 კმ². მაქსიმალური სიღრმე 7 . ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ფრისლანდიის პროვინცია, სამხრეთით და აღმოსავლეთით ფლევოლანდი, ხოლო დასავლეთით ჩრდილოეთი ჰოლანდია. ჩრდილოეთით ჩრდილოეთის ზღვისგან გამოყოფილია 32 კმ სიგრძისა და 60 მ სიგანის ჯებირით. სახელი ეწოდა მდინარე ეისელის მიხედვით, რომელიც ტბას ერთვის კეტელმერის ტბის მეშვეობით. ეისელმერის ტბა ფართობით არის დასავლეთი ევროპის უდიდესი მტკნარი წყლის წყალსატევი. წარმოიქმნა 1932 წელს მელიორაციის კომპლექსური გეგმის შედეგად, რომლის მიხედვით, ზეიდერზეეს ყურე ჩრდილოეთის ზღვისგან შემოიზღუდა ხელოვნური ჯებირით. 1975 წელს ტბა 2 ნაწილად გაიყო. დასავლეთი შედარებით მცირე მონაკვეთი გამოიყო ჰაუტრიბდეიკის ჯებირით და დაგვირგვინდა მარკერმერის ტბის წარმოქმნით. წყალი მტკნარია. გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის და წყალმომარაგებისათვის. იყენებენ რეკრეაციულ მიზნებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]