ჯო დასენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯო დასენი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯოსეფ აირა დასენი
დაბ. თარიღი 11 მაისი, 1938
ნიუ-იორკი, აშშ.
გარდ. თარიღი 20 აგვისტო, 1980 (42 წლის)
პაპეეტე, ტაიტი.
ჟანრ(ებ)ი შანსონი, ფრანგული პოპი
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი
აქტიური 1966-1980
ლეიბლ(ებ)ი CBS Records

ჯო დასენი (ფრანგ. Joe Dassin; სრული სახელი ჯოზეფ აირა დასენი, ინგლ. Joseph Ira Dassin; დ. 5 ნოემბერი, 1938 — გ. 20 აგვისტო, 1980) — ამერიკული წარმოშობის ფრანგი მომღერალი და მუსიკოსი.

დაიბადა ნიუ-იორკში ფილმ-ნუარის სტილის რეჟისორის ჟულს დასენისა და ბეატრის ლონერის ოჯახში. ბავშვობა ჯერ ნიუ-იორკში, შემდეგ კი ლოს-ანჯელესში გაატარა. თუმცა სენატორ ჯოზეფ მაკკარტის ანტიკომუნისტური პოლიტიკის გამო ის და მისი ოჯახი შემდეგ ევროპაში გადადიან. ჟენევის საერთაშორისო სკოლასა და ლე როზის ინსტიტუტში სწავლის შემდეგ დასენი აშშ-ში ბრუნდება და მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლობს. კოლეჯის დასრულების შემდეგ საფრანგეთში მიდის. აქ რადიო სადგურში მუშაობისას ხმის ჩამწერმა სტუდიამ მას საკუთარი სიმღერების ჩაწერა შესთვაზა.

ადრეული 1970-იანი წლებისთვის დასენის სიმღერები უკვე საფრანგეთის ჰიტებად იქცა. ის სიმღერებს, ფრანგულისა და ინგლისურის გარდა, ასევე გერმანულად, ესპანურად, იტალიურად და ბერძნულად წერდა.

დასენი გულის შეტევით გარდაიცვალა 1980 წლის 20 აგვისტოს ტაიტიზე შვებულების პერიოდში. დაკრძალულია ჰოლივუდში (კალიფორნია).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]