ოშორის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოშორის ეკლესია

ოშორის ეკლესიის ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან

ოშორის ეკლესია — საქართველო
ოშორის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°37′12″ ჩ. გ. 43°14′36″ ა. გ. / 41.6201722° ჩ. გ. 43.2433861° ა. გ. / 41.6201722; 43.2433861
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
დეტალები

ოშორის ეკლესია, ქვემო ოშორის ეკლესია — დარბაზული ეკლესია საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორაში.

ეკლესია მოზრდილი დარბაზული ნაგებობაა. ფასადები თლილი ქვითაა ნაგები. შიგნით თაღები და პილასტრების ქვებიც კარგად თლილია, დანარჩენი სამშენებლო მასალას კი ნატეხი ქვა წარმოადგენს. აბსიდის ორივე მხარეს მაღალი, კონქებით დასრულებული ნიშებია, ხოლო სარკმლის ქვეშ თაღოვანი ნიშა. გრძივი კედლები მცირედ შვერილი პილასტრებით და თაღებითაა დანაწევრებული. დასავლეთ კონსოლზე შეკიდული კედლის თაღია. განსაკუთრებით არის გაფორმებული ჩრდილოეთ კედელზე არსებული კამარის საბრჯენი თაღის კონსოლი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ჰქონია ჩრდილოეთის მცირე კარიც, აბსიდის მხართან გაჭრილი, რომელიც ამჟამად ამოქოლილია. სამხრეთის შესასვლელის მარჯვნივ, კარის ამყოლის ზედა და მისი მის გვერდით მდებარე ქვის კვადრებზე ასომთავრული წარწერაა მოთავსებული. ეკლესიის სამივე სარკმელი საპირეანია. სამხრეთის სარკმელს თავსართზე ჯვარი და ორივე მხარეზე გამოსახული ფიგურა ამკობს.

ექვთიმე თაყაიშვილმა 1902 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის დროს მოინახულა და აღწერა ქვემო ოშორის ეკლესიაც.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16837