შინაარსზე გადასვლა

ნოვო-კალინკინის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვო-კალინკინის ხიდი
რუს. Ново-Калинкин мост
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°54′33″ ჩ. გ. 30°16′30″ ა. გ. / 59.90917° ჩ. გ. 30.27500° ა. გ. / 59.90917; 30.27500
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო, ტრამვაის
გადებულია შემოვლითი არხი
სიგრძე 27,3 
სიგანე 21 
გახსნის თარიღი 1930 წ.
კულტურული
მემკვიდრეობის
ობიექტი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802254000
ნოვო-კალინკინის ხიდი — რუსეთი
ნოვო-კალინკინის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

ნოვო-კალინკინის ხიდი (რუს. Ново-Калинкин мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, შემოვლით არხზე, საადმირალოს რაიონში, სტარო-პეტერგოფის პროსპექტის დასაწყისში.

უახლოესი მეტროსადგური არის „ნარვსკაია“ რომელიც მდებარეობს ხიდიდან 900 მეტრში.

ხიდმა სახელწოდება მიიღო პატარა ფინური სოფლის სახელის მიხედვით, რომელიც ცნობილი იყო XVI საუკუნიდან. იგი მდებარეობდა მდინარე ფონტანკის ქვემოთში. ძველ რუკეზე სოფელი მოიხსენიება როგორც კალიულა ან როგორც კალინა. სანქტ-პეტერბურგის მშენებლობის პერიოდში სოფლის სახელწოდება რუსულ ყაიდაზე გადაიტანეს და უწოდეს კალინკინა. სოფლის სახელი ასევე ფიგურირებს სტარო-კალინკინის ხიდის სახელწოდებაშიც, რომელიც ფონტანკაზე მდებარეობს და მალო-კალინკინის ხიდის სახელწოდებაშიც, რომელიც გრიბოედოვის არხზეა აგებული.

პირველი ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1836 წელს პ. პ. ბაზენისა და ი. სედოვის პროექტის მიხედვით. ეს იღო ხის თაღოვანი ხიდი გრანიტის საყრდენებით. 1866 წელს მიმდინარეობდა მისი კაპიტალური რემონტი. 1902 წელს ტრამვაის ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით ხიდი გააფართოეს და გააძლიერეს. 1929-1930 წლებში ხიდი კვლავ გადააკეთეს ამჟამად ო. ე. ბუგაევისა და ბ. დ. ვასილევის პროექტის მიხედვით. 1997 წელს მიმდინარეობდა ხიდის რემონტი, გააძლიერეს სავალი ნაწილის რკინა-ბეტონის ფილა.

ხიდი რკინა-ბეტონითაა აგებული და ერთმალიანი. იგი განკუთვნილია საავტომობილო, ტრამვაისა და ფეხით მოსიარულეებისათვის. ხიდის სიგრძეა 27,3 მეტრი, ხოლო სიგანე — 20 მეტრი. სავალი ნაწილი ასფალტ-ბეტონითაა მოპირკეთებული.

  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 458—459. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 279. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Ново-Калинкин мост // Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 85. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]