ნოვო-კამენის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნოვო-კამენის ხიდი
რუს. Ново-Каменный мост
ხედი ღამით
ხედი ღამით
კოორდინატები: 59°54′55″ ჩ. გ. 30°21′02″ ა. გ. / 59.91528° ჩ. გ. 30.35056° ა. გ. / 59.91528; 30.35056
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო ტრამვაის, საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია შემოვლითი არხი
სიგრძე 38,2 
სიგანე 44,8 
გზის ხაზების რაოდენობა 8
გახსნის თარიღი 1970 წ.
ნოვო-კამენის ხიდი — რუსეთი
ნოვო-კამენის ხიდი
ნოვო-კამენის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ნოვო-კამენის ხიდი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

ნოვო-კამენის ხიდი (რუს. Ново-Каменный мост) — საფეხმავლო, საავტომობილო და ტრამვაის ხიდი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში, ცენტრალურ და ფრუნზეს რაიონებში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ხიდის სიგრძეა 38,2 მეტრი, ხოლო სიგანე — 44,8 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ლიგოვის პროსპექტის დასაწყისში. ხიდთან ახლოს მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ჯვართამაღლების ტაძარი.

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს პრედტეჩენის ხიდი, ხოლო ქვემოთ — ბოროვოის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „შემოვლითი არხი“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1800-იანი წლების ბოლოს, როდესაც მიმდინარეობდა შემოვლითი არხის სამუშაოები ინჟინერ ფ. ი. გერარდის ხელმძღვანელობით. ხიდის ძირითადი დანიშნულება იყო თვითდინებით გაეტარებინა ლიგოვსკის არხის წყალი, რომელშიც დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე შემოვლით არხში. ხიდ-აკვედუკს უწოდეს იამსკის წყალგამტარი ხიდი. 1814 წელს შემოვლითი არხის მშენებლობას სათავეში ჩაუდგა ინჟინერი პ. პ. ბაზენი. მისი პროექტით 1816-1821 წლებში აქ ააგეს ერთმალიანი აკვედუკი, რომლის სიგრძე იყო 25,6 მეტრი. 1846-1848 წლებში აკვედუკი გადააკეთეს, ააშენეს აგურისა და გრანიტისაგან და უწოდეს ნოვო-კამენი. მისი სიგრძე იყო 42,7 მეტრი.

1950-იან წლებში ლენინგრადის სამხრეთის რაიონების ინტენსიური განაშენიანების გამო, ხიდი-აკვედუკი უკვე აღარ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. მისი სიგანე იყო მხოლოდ 14 მეტრი და აქედან 6 მეტრი ტრამვაის ხაზს ეკავა.

მოქმედი ხიდის მშენებლობა დასრულდა 1970 წელს. პროექტის ავტორები იყვნენ ა. დ. გუტცაიტი და არქიტექტორი ლ. ა. ნოსკოვი. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა ნ. პ. აგაპოვის ხელმძღვანელობით. ახალი ხიდი გაიხსნა 1970 წლის 7 ნოემბერს. 2007 წელს ლიგოვსკის პროსპექტის რეკონსტრუქციის ფარგლებში ხიდზე ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი დააგეს.

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ერთმალიანია, მისი სიგრძეა 38,2 მ, ხოლო სიგანე – 44,8 მეტრი (ტროტუარების სიგრძე ჯამში 6 მეტრი).

ხიდი გამოიყენება ტრამვაისთვის, ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი რვა ზოლისაგან შედგება. სავალი ნაწილიც და ტროტუარებიც ასფალტ-ბეტონითაა მოპირკეთებული. ტროტუარები სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია მაღალი მეტალის პარაპეტებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — С. 85—86. — 280 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 85. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]