ცარსკოე-სელოს რკინიგზის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ცარსკოე-სელოს რკინიგზის ხიდი
რუს. Царскосельский железнодорожный мост
Tsarskoselsky Railway Bridge 01.jpg
კოორდინატები: 59°54′49″ ჩ. გ. 30°20′05″ ა. გ. / 59.91361° ჩ. გ. 30.33472° ა. გ. / 59.91361; 30.33472
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო სარკინიგზო
გადებულია შემოვლითი არხი
გახსნის თარიღი 1837 წ.
დახურვის თარიღი 1868-1869, 1900-1904 წ.
კულტურული
მემკვიდრეობის
ობიექტი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7832006000
ცარსკოე-სელოს რკინიგზის ხიდი — რუსეთი
ცარსკოე-სელოს რკინიგზის ხიდი
ცარსკოე-სელოს რკინიგზის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ცარსკოე-სელოს რკინიგზის ხიდი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

ცარსკოე-სელოს რკინიგზის ხიდი (რუს. Царскосельский железнодорожный мост) — სარკინიგზო ხიდების ჯგუფი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში. არის რუსეთი პირველი რკინიგზის ხიდი. გაყვანილია ოქტომბრის რკინიგზის ვიტებსკის ხაზზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრე, 1836 წლიდან, რკინიგზის ხაზს ერქვა ცარსკოე-სელოს ხაზი, რადგან მიემართებოდა ცარსკოე-სელოში (ამჟამად ქალაქი პუშკინი). ეს იყო რუსეთში პირველი რკინიგზა. სახელწოდება ცარსკოე-სელოს რკინიგზის ხიდი ცნობილია 1857 წლიდან.

ქვის საყრდენებზე პირველი ხის ხიდის მშენებლობა დაიწყეს 1836 წლის 25 აგვისტოს. მისი მშენებლობა დასრულდა 1837 წლისათვის. იგი იყო ხის, თაღოვანი და ორმაგი გზით, ხიდის მალი იყო 24,5 მეტრი.

1868 წლიდან 1869 წლამდე მიმდინარეობდა ხიდის რეკონსტრუქცია ინჟინერ კრიუკოვსკის პროექტის მიხედვით. ხიდის მალების რკინის ნაგებობა პარაბოლური სისტემისა იყო. ეს ხიდი დაშალეს 1900-1904 წლებში რკინიგზის ხიდების მოდერნიზაციის პერიოდში.

ამჟამად მოქმედი მეტალის ხიდების მშენებლბა რკინიგზის ხაზების რეკონსტრუქციის ფარგლებში დაიწყო 1900 წელს და გრძელდებოდა 1904 წლამდე.

დღევანდელ დღემდე ხიდი შემონახულია პირვანდელი სახით, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე.

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი შედგება ორი გადასარბენისაგან: სამხრეთ-დასავლეთისა ერთი გზა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთისა სამი გზა. მისი საყრდენები მოპირკეთებულია უხეში ქვით. ხიდების რაიონში შემოვლითი არხი ღრმავდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]