ნოვო-პეტერგოფსკის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვო-პეტერგოფსკის ხიდი
რუს. Ново-Петергофский мост
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°54′32″ ჩ. გ. 30°17′52″ ა. გ. / 59.90889° ჩ. გ. 30.29778° ა. გ. / 59.90889; 30.29778
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
ისტორიული სახელწოდება შტიგლიცსკის ხიდი
გამოყენების სფერო საავტომობილო
გადებულია შემოვლითი არხი
სიგრძე 33,3 
სიგანე 23,3 
გახსნის თარიღი 1857 წ.
დახურვის თარიღი 1889 წ.
რეკონსტრუქცია 1908-1909, 1932 წწ.
კულტურული
მემკვიდრეობის
ობიექტი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802255000
ნოვო-პეტერგოფსკის ხიდი — რუსეთი
ნოვო-პეტერგოფსკის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

ნოვო-პეტერგოფსკის ხიდი (რუს. Новопетергофский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში, შემოვლით არხზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულს და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ნოვო-პეტერგოფსკის ხიდი ისტორიისა და კულტურის ძეგლია.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული ხიდი, მდებარეობს ლერმონტოვის გამზირზე, რომელიც დაკავშირებულია ბალტიის რკინიგზის სადგურთან.

ნოვო-პეტერგოფსკის ხიდის დინების ზემოთ მდებარეობს ბალტიის ხიდი, ქვემოთ კი — კრასნოქტიაბრსკის ხიდი.

უახლოესი მეტროსადგური არის „ბალტიისკაია“, რომელიც მდებარეობს ხიდიდან დაახლოებით 230 მეტრში.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1860 წლიდან 1914 წლამდე ხიდს ეწოდებოდა შტიგლიცსკის სახელი, ა. ლ. შტიგლიცის საპატივცემულოდ. ამჟამინდელი სახელი კი ნოვო-პეტერგოფსკის გამზირიდან მომდინარეობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამინდელ ადგილზე, პირველი ხიდი ჯერ კიდევ 1857 წელს აშენდა. მოგვიანებით, დიზაინისა და სიზუსტის მცირე ცვლილებებით, ხიდი გარემონტდა 1889 წელს და 1908-1909 წლებში. ხიდის უკანასკნელი რეკონსტრუქცია განხორციელდა ინჟინერ კ. ვ. ეფიმიევის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით. 1920-იანი წლების ბოლოს, ლერმონტოვის გამზირზე, ტრამვაის ხაზის დაგეგმარების შემდგომ, საჭირო გახდა ახალი ხიდის აშენება. ხიდის მშენებლობა 1931-1932 წლებში განხორციელდა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდის საერთო სიგრძე 33,3 მეტრია, ხოლო სიგანე — 23.3 მეტრი. ხიდი განკუთვნილია საავტომობილო და ფეხით მოსიარულეთათვის. ხიდის სავალი ნაწილი ოთხი ზოლისაგან შედგება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 139, 331. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]