ბორისოვის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორისოვის ხიდი
რუს. Борисов мост
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°54′32″ ჩ. გ. 30°16′55″ ა. გ. / 59.90889° ჩ. გ. 30.28194° ა. გ. / 59.90889; 30.28194
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო
გადებულია შემოვლითი არხი
სიგრძე 33,1 
სიგანე
გახსნის თარიღი 1989 წ.
ბორისოვის ხიდი — რუსეთი
ბორისოვის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

ბორისოვის ხიდი (რუს. Борисов мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, შემოვლით არხზე, საადმირალოს რაიონში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს არხის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს.

უახლოესი მეტროსადგურები არის „ბალტიისკაია“ (1018 მ) და „ნარვსკაია“ რომელიც მდებარეობს ხიდიდან დაახლოებით 970 მეტრში.

ხიდი მდებარეობს ტარაკანოვსკისა და ნოვო-კალინკინის ხიდებს შორის.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდმა სახელწოდება მიიღო სახლების მფლობელის, ვაჭარ ბორისოვის გვარის მიხედვით, რომელსაც ეკუთვნოდა ორი დიდი სახლი სანაპიროზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დასაწყისში ააგეს ხის, კოჭებიანი საფეხმავლო ხიდი. 1928 წელს მიმდინარეობდა მისი კაპიტალური რემონტი. ხიდის სიგრძე მიმდინარე რემონტის დროს შეამცირეს 39 მეტრიდან 33 მეტრამდე. 1932 წელს ხის კოჭები გამოცვალეს და დაამონტაჟეს მეტალის კოჭები.

ამჟამად არსებული ხიდი ააგეს 1988-1989 წლებში პროექტის მიხედვით, რომელიც შეიმუშავეს „Ленмосттреста“-ის საპროექტი განყოფილების ინჟინერმა ვ. ი. ფელდმანმა და არქიტექტორმა ვ. მ. ივანოვმა.

შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს ქარხანა „წითელი სამკუთხედი“ — XX საუკუნის სამრეწველო არქიტექტურის ნიმუში, რომელიც მუშაობდა XXI საუკუნის დასაწყისამდე.

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი მეტალისგანაა აგებული და ერთმალიანი. იგი განკუთვნილია ფეხით მოსიარულეებისათვის, ასევე გამოიყენება შემოვლით არხზე კომუნიკაციების გადასაჭიმად. ხიდის სიგრძეა 33,1 მეტრი, ხოლო სიგანე — 3 მეტრი. სავალი ნაწილი მოასფალტებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 458—459. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 279. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 123. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]