შემოვლითი არხი
შემოვლითი არხი (რუს. Обводный канал) — სანქტ-პეტერბურგის ყველაზე დიდი არხი. სათავეს იღებს მდინარე ნევიდან ალექსანდრე ნეველის ლავრის რაიონში და გრძელდება მდინარე ეკატერინგოფკამდე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად, არხის გაიყვანეს 1769-1780 წლებში, ინჟინერ ლ. კ. კარბონიერის პროექტის მიხედვით მდინარე ეკატერინგოფკისა და ლიგოვსკის არხს შორის. 1805 წელს ინჟინერ ი. კ. გერარდომ დაიწყო შემოვლითი არხის აღმოსავლეთი მონაკვეთის გაჭრა და მას შემდგომ არსებული არხი გაღრმავდა და გაფართოვდა. XIX საუკუნის 30-იან წლებში შემოვლითი არხი ქალაქის სამხრეთ საზღვრად იქცა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში შემოვლითი არხი გახდა სამრეწველო საწარმოების თავმოყრის ადგილი, აქ იყო ღია კოლექტორი, რომელიც აგროვებდა ჩამდინარე წყლებს მიმდებარე ქარხნებიდან. XIX საუკუნის შუა წლებში ქარხნის შენობებს დაემატა ვარშავის (1852-1853 წლებში) და ბალტიის (1855-1858 წლებში) რკინიგზის სადგურები.
ადგილმდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არხის სიგრძე 8,08 კილომეტრია, სიგანე — 21,3 მეტრი (აღმოსავლეთ ნაწილში — 42,6 მეტრი), სიღრმე კი დაახლოებით 3–5 მეტრია.
თანამედროვე ვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემოვლითი არხი აშენდა ტვირთების გადასაზიდად. ამჟამად არხი მწყობრიდან არის გამოსული. დღეისათვის ტრანსპორტირება საკმაოდ რთულია დიდი გემებისთვის, მხოლოდ მცირე ზომის გემი თუ გაივლის.
შემოვლით არხს კვეთს 15 საავტომობილო, ექვსი საცალფეხო და ორი სარკინიგზო ხიდი (მესამე სარკინიგზო ხიდი მდებარეობდა შლისენბურგისა და ატამანის ხიდებს შორის, 2010 წლის დეკემბერში ხიდის დემონტაჟი განხორციელდა).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 451. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 316. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 88. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
- Энциклопедия Санкт-Петербурга. Обводный канал.. encspb.ru. Проверено 11 января 2019.