ამერიკული ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკული ხიდი
რუს. Американский мост
ხიდი XIX საუკუნის შუა წლებში
ხიდი XIX საუკუნის შუა წლებში
კოორდინატები: 59°54′50″ ჩ. გ. 30°22′02″ ა. გ. / 59.91389° ჩ. გ. 30.36722° ა. გ. / 59.91389; 30.36722
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ისტორიული სახელწოდება ნიკოლაევსკის ხიდი
გამოყენების სფერო სარკინიგზო
გადებულია შემოვლითი არხი
კონსტრუქციის ტიპი ერთმალიანი
გახსნის თარიღი 1897 წ.
ამერიკული ხიდი — რუსეთი
ამერიკული ხიდი
ამერიკული ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ამერიკული ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

ამერიკული ხიდი (რუს. Американский мост) — სარკინიგზო ხიდების ჯგუფი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში, ცენტრალურ და ნევის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის გავლით მდინარე ნევის მარცხენა სანაპიროს. 2008 წლის 31 დეკემბრამდე ერქვა ნიკოლაევსკის სარკინიგზო ხიდი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდები მდებარეობს ოქტომბრის რკინიგზის მოსკოვის ხაზზე, მოსკოვის ვაგზალთან ახლოს. ჩრდილოეთის მხარეს მდებარეობს სადგური სანქტ-პეტერბურგი-მთავარი და სალოკომოტივო დეპო სანქტ-პეტერბურგი-სამგზავრო-მოსკოვსკი, სამხრეთით კი — სადგური სანქტ-პეტერბურგი-სატვირთო-მოსკოვსკი და სამგზავრო დეპო სანქტ-პეტერბურგო-მოსკოვსკი.

უახლოესი მეტროს სადგურებია (1,5 კმ) „ლიგოვსკის პროსპექტი“ და „შემოვლითი არხი“.

სახელწოდება და ნუმერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშენებლობის პროცესში პირველ ხიდს უწოდეს ამერიკული ხიდი თავისი კონსტრუქციიდან გამომდინარე. მოგვიანებით სხვა ხიდების მშენებლობის პერიოდში სახელწოდება მათზეც ვრცელდებოდა.

ოფიციალურად ქალაქის რეესტრში ხუთივე ხიდს ეწოდებოდა ნიკოლაევსკის რკინიგზის ხიდი (მოსკოვის ვაგზლისა და ოქტომბრის რკინიგზის ადრინდელი სახელის მიხედვით), მაგრამ 2008 წლის 31 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის მთავრობის გადაწყვეტილებით ხიდებს ეწოდა ამერიკული ხიდი, რადგან ხიდებს დაარსებიდან თითქმის მთელი პერიოდი ერქვა ამერიკული ხიდი. ტოპონიმების ერთიან სიაში განმარტებულია, რომ ხიდს ეწოდება ამერიკული ხიდი და არა ამერიკული ხიდები.

ხიდები დანომრილია დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით: А, Е, Б, პირველი ამერიკული ხიდი და მეორე ამერიკული ხიდი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდები ააგეს 1840-იან წლებში პეტერბურგ-მოსკოვის რკინიგზის მშენებლობის ფარგლებში. ყოველი ხიდი სხვავასხვა კონსტრუქციისა იყო. ერთი ხუთმალიანი იყო, ხოლო მეორე — სამმალიანი. ხიდების მშენებლობის ხელმძღვანელი იყო ამერიკელი ინჟინერი ჯორჯ ვაშინგტონ უისტლერი.

შემოვლით არხზე უისტლერმა ხიდი ააგო გაუ-ჟურავსკის სისტემით. 1869 წელს მიიღეს გადაწყვტილება შეეცვალათ ხის ხიდი მეტალის კონსტრუქციით. საპროექტო სამუშაოებს სათავეში ჩაუდგა ინჟინერი, ხიდმშენებელი ნიკოლაი ბელელიუბსკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]