ნოვო-მოსკოვსკის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნოვო-მოსკოვსკის ხიდი
რუს. Ново-Московский мост
Novo-Moskovsky Bridge SPB 01.jpg
კოორდინატები: 59°54′31″ ჩ. გ. 30°19′06″ ა. გ. / 59.90861° ჩ. გ. 30.31833° ა. გ. / 59.90861; 30.31833
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია შემოვლითი არხი
მასალა რკინა-ბეტონი
სიგრძე 29,7 
სიგანე 47 
გზის ხაზების რაოდენობა 8
მშენებლობის დაწყების თარიღი 1808
გახსნის თარიღი 1816 წ.
რეკონსტრუქცია 1907-1908, 1941, 1965-1967 წწ.
ნოვო-მოსკოვსკის ხიდი — რუსეთი
ნოვო-მოსკოვსკის ხიდი
ნოვო-მოსკოვსკის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ნოვო-მოსკოვსკის ხიდი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

ნოვო-მოსკოვსკის ხიდი (რუს. Ново-Московский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ხიდის სიგრძეა 29,7 მეტრი, ხოლო სიგანე — 47 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მოსკოვის პროსპექტზე. ხიდთან ახლოს განთავსებული ფრუნზეს უნივერმაღი და საქონლის მოსარეკი ბაკის შენობა.

დინების ზემოთ მდებარეობს ზეთის ხიდი, ხოლო ქვემოთ — ვარშავის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურებია „ფრუნზესკაია“ (270 მეტრი).

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1829 წლიდან 1830 წლამდე ხიდს ეწოდებოდა თუჯის ხიდი, 1836 წლიდან 1846 წლამდე — მოსკოვის ხიდი, 1849-1868 წლებში კი ძველი მოსკოვის ხიდი. ამჟამად არსებულის სახელი ეწოდა 1860 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1808-1816 წლებში თანამედროვე ნოვო-მოსკოვსკის ხიდის ადგილზე ინჟინერ ვ. გესტესა და პ. ბაზენის პროექტის მიხედვით ააშენეს თუჯის ხიდი, ქვის საყრდენებით, რომელიც მოპირკეთებული იყო გრანიტით. თავისი კონსტრუქციით იგი წააგავდა მდინარე მოიკის სამ ხიდს: მწვანე ხიდს, წითელ ხიდსა და პოცელუევის ხიდს.

1907-1908 წლებში ტრამვაის ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით ხიდი გააფართოეს.

1965-1967 წლებში ააგეს ახალი რკინა-ბეტონის ხიდი. მისი პროექტი შეიმუშავა „Ленгипроинжпроект“-ის ინსტიტუტის ინჟინერმა პ. პ. რიაზანცევმა და არქიტექტორმა ლ. ა. ნოსკოვმა.

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი გამოიყენება ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი რვა ზოლისაგან შედგება. სავალი ნაწილიც და ტროტუარებიც ასფალტ-ბეტონითაა მოპირკეთებული. ტროტუარები სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია მაღალი მეტალის პარაპეტებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 169. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]