შლისელბურგის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შლისელბურგის ხიდი
რუს. Шлиссельбургский мост
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°55′09″ ჩ. გ. 30°23′50″ ა. გ. / 59.91917° ჩ. გ. 30.39722° ა. გ. / 59.91917; 30.39722
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია შემოვლითი არხი
მასალა რკინა-ბეტონი
სიგრძე 27,2 
სიგანე 24 
გახსნის თარიღი 1820-იანი წლები წ.
რეკონსტრუქცია 1832-1833, 1886, 1929 წწ.
კულტურული
მემკვიდრეობის
ობიექტი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802253000
შლისელბურგის ხიდი — რუსეთი
შლისელბურგის ხიდი
შლისელბურგის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
შლისელბურგის ხიდი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

შლისელბურგის ხიდი (რუს. Шлиссельбургский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში, ცენტრალურ და ნევის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს მონასტრის კუნძულსა და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. 1992 წელს აღიარეს რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. 2011 წელს სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მოუხსნეს არქიტექტურის ძეგლის სტატუსი. ხიდის სიგრძეა 27,2 მეტრი, ხოლო სიგანე — 24 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ობუხოვის თავდაცვის პროსპექტის კვეთაზე, შემოვლითი არხის სათავესთან. ხიდის ახლოს განთავსებულია ალექსანდრე ნეველის ლავრა და ალექსანდრე ნეველის ლავრის ნიკოლსკის სასაფლაო.

დინების ქვემო მიმართულებით მდებარეობს ატამანის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურებია „ალექსანდრე ნეველის მოედანი 1“, „ალექსანდრე ნეველის მოედანი 2“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, 1828 წლიდან, ხიდს ეწოდებოდა ქარხნის ხიდი, რადგან მის სიახლოვეს, არხის მარცხენა მხარეს მდებარეობდა იმპერატორის მინის ქარხანა. 1836 წლიდან 1846 წლამდე გამოიყენებოდა სახელწოდება შლისელბურგის ხიდი შლისელბურგის ტრაქტის (ამჟამად ობუხოვოს თავდაცვის პროსპექტის) მიხედვით.

1849 წლიდან ცნობილია მესამე სახელწოდება ნოვო-არხანგელსის ხიდი, რომელის მოქმედებდა 1868 წლამდე. იგი ფორმებს იცვლიდა: ერქვა არხანგელსკის ან არხანგელოგოროდსკის. უკანასკნელი ვარიანტი გამოიყენებოდა 1860 წლიდან 1929 წლამდე. 1930-იან წლებში დაუბრუნდა ძველი სახელწოდება შლისელბურგის ხიდი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1832-1833 წლებში ინჟინერ პიერ-დომენიკ ბაზენის პროექტით შლისელბურგის გზის კვეთაზე ააგეს ერთმალიანი ხის თაღოვანი ხიდი. 1886 წელს ინჟინერ მ. ფ. ანდერსინის პროექტის მიხედვით მოხდა ხიდის კაპიტალური რემონტი.

1928 წელს ხიდი შეცვალეს რკინა-ბეტონის ერთმალიანი ხიდით.

2014 წელს სატრანსპორტო მშენებლობის დირექციამ გამოაცხადა კონკურსი ხიდის სარემონტოს სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისათვის. გაიმარჯვა საპროექტო ინსტიტუტმა „Ленгипроинжпроект“-მა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]