რუზოვსკის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რუზოვსკის ხიდი
რუს. Рузовский мост
Ruzovsky Bridge SPB 01.jpg
კოორდინატები: 59°54′47″ ჩ. გ. 30°19′58″ ა. გ. / 59.91306° ჩ. გ. 30.33278° ა. გ. / 59.91306; 30.33278
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია შემოვლითი არხი
მასალა რკინა-ბეტონი
სიგრძე 26,4 
სიგანე 21,8 
გახსნის თარიღი 1905 წ.
დახურვის თარიღი 1942-1961 წ.
რეკონსტრუქცია 1961, 1985, 1996 წწ.
რუზოვსკის ხიდი — რუსეთი
რუზოვსკის ხიდი
რუზოვსკის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
რუზოვსკის ხიდი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

რუზოვსკის ხიდი (რუს. Рузо́вский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში. ერთმანეთთან აკავშირებს რიბინსკისა და რუზოვსკის ქუჩებს. ხიდის სიგრძეა 26,4 მეტრი, ხოლო სიგანე — 21,8 მეტრი.

უახლოესი მეტროს სადგურებია „პუშკინსკაია“ (872 მეტრი) და „ტექნოლოგიური ინსტიტუტი“ (870 მეტრი).

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდმა სახელწოდება მიიღო 1905 წლის 12 თებერვალს ახლოს მდებარე რუზოვსკის ქუჩის მიხედვით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1905 წელს. იგი აკავშირებდა სემიონოვსკის დასახლების საცხოვრებელ კვარტლებს შემოვლითი არხის ჩრდილოეთ სანაპიროსთან.

1941-1942 წლების ბლოკადის დროს ხიდი შეშად დაშალეს.

1961 წელს ნოვო-მოსკოვსკის ხიდის რეკონსტრუქციის ფარგლებში, რუზოვსკის ხიდი ხელახლა ააგეს. ახალი ხიდი იყო სამმალიანი და ხისგან აგებული. 1985 წელს მოხდა ხიდის რეკონსტრუქცია ინჟინერ ს. ნ. შილკინის პროექტის მიხედვით. ეს იყო უკანასკნელი სატრანსპორტო ხაზი შემოვლით არხზე, რომელიც ხისგან იყო დამზადებული. ხიდის სიგრძე შეადგენდა 30,5 მეტრს, ხოლო სიგანე — 27,3 მეტრს.

არსებული ხიდი ააგეს 1996 წელს და იგი იყო იმ სამშენებლო პროექტის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა ხიდისაა და სანაპიროს ნაწილის მშენებლობას. პროექტის ავტორი იყო ინჟნერი ბ. ნ. ბრუდნო. 2008 წელს მოხდა მეტლის კონსტრუქციების გაწმენდა და შეღებვა.

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ერთმალიანია. მისი სიგრძეა 26,4 მ, ხოლო სიგანე – 21,8 მეტრი (ტროტუარები 2,25 მ).

ხიდი გამოიყენება ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილიც და ტროტუარებიც ასფალტ-ბეტონითაა მოპირკეთებული. ტროტუარები სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია მაღალი მეტალის პარაპეტებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 37. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 106. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]