მოჟაისკის ხიდი
მოჟაისკის ხიდი რუს. Можайский мост | |
---|---|
კოორდინატები: 59°54′45″ ჩ. გ. 30°19′53″ ა. გ. / 59.91250° ჩ. გ. 30.33139° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო |
გადებულია | შემოვლითი არხი |
მასალა | რკინა |
სიგრძე | 30,7 მ |
სიგანე | 3 მ |
გახსნის თარიღი | 1984 წ. |
სურათები ვიკისაწყობში |
მოჟაისკის ხიდი (რუს. Можайский мост) — საფეხმავლო ხიდი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს საადმირალოსა და მოსკოვის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ხიდის სიგრძეა 30,7 მეტრი, ხოლო სიგანე — 3 მეტრი.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს მოჟაისკის ქუჩის დასაწყისში.
დინების ზემოთ მდებარეობს რუზოვსკის ხიდი, ხოლო ქვემოთ — გაზის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურებია „პუშკინსკაია“ (922 მეტრი) და „ტექნოლოგიური ინსტიტუტი“ (833 მეტრი).
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდის სახელწოდება ცნობილია 1905 წლიდან და მიიღო ახლოს მდებარე მოჟაისკის ქუჩის მიხედვით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ხიდი ამ ადგილზე ააგეს XX საუკუნის 10-იან წლებში. ხის ხიდი გამოიყენებოდა საფეხმავლო და საავტომობილო დანიშნულებით. იგი მალევე მოძველდა და მეორე მსოფლიო ომის დროს ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში დაშალეს.
თანამედროვე ერთმალიანი ხიდი ააგეს 1984 წელს „Ленгипроинжпроект“-ის ინჟინრის ბ. ე. დვორკინისა და არქიტექტორ ვ. მ. ივანოვის პროექტის მიხედვით. მოჟაისკისა და მისი მიმდებარე მსგავსი ზეთისა და გაზის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობდა ერთდროულად შემოვლითი არხის სანაპიროს რეკონსტრუქციის ფარგლებში.
2008 წელს გაიმართა ხიდის კოსმეტიკური რემონტი.
კონსტრუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდი ერთმალიანია. მისი სიგრძეა 30,7 მ, ხოლო სიგანე – 3 მეტრი. იგი გამოიყენება მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი სპეციალური ბეტონითაა მოპირკეთებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Можайский мост //СПб ГБУ «Мостотрест»