სტარო-კალინკინის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სტარო-კალინკინის ხიდი
Старо-Калинкин мост
Staro-Kalinkin Bridge 1.jpg
კოორდინატები 59°54′59″N 30°16′46″E / 59.916389° ჩ. გ. 30.279444° ა. გ. / 59.916389; 30.279444
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
სიგრძე 65,6 მ
სიგანე 30 მ
გახსნის თარიღი 1733
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810706006

სტარო-კალინკინის ხიდი (რუს. Старо-Калинкин мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. მდინარე ფონტანკაზე. აკავშირებს კოლომენსკისა და უსახელო კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 65,6 მეტრი, სიგანე - 30 მ. ქალაქის ხიდმშენებლობის კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი მდებარეობს მდინარე ფონტანკის შესართავთან. ხიდიდან მარცხნივ მდებარეობს სტარო-პეტერგოფის პროსპექტი, ხოლო ახლოსვეა ციოლკოვსკის ქუჩა. მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს რეპინის მოედანი და ლოცმანის ქუჩა.

უახლოესი მეტროსადგურია (1,7 კმ) — „ნარვსკაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისი სახელწოდება ხიდმა მიიღო ახლოს მდებარე ფინური სოფლის კალინკინის მიხედვით. თავისი არსებობის მანძილზე ხიდმა არაერთხელ შეიცვალა სახელი. კალინკოვის ხიდი (1755 წ.), კალინკინის ხიდი (1758-1875 წწ.), ხიდი კალინკინი (1763-1867 წწ.), კალინკინის დიდი ხიდი (1820-1925 წწ.), 1930 წლიდან ხიდს ეწოდება სტარო-კალინკინის ხიდი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1733 წლიდან ამ ადგილზე მოქმედებდა ხის მრავალმალიანი გასახსნელი ხიდი, რომელიც გადაჭიმული იყო ორ მდინარეზე: ფონტანკაზე და ყრუ მდინარეზე. ხიდის სიგრძე 250 მეტრს აღწევდა.

1786-1788 წლებში ხიდი გადააკეთეს მდინარე ფონტანკის ტიპური ხიდების პროექტის მიხედვით. პროექტი შეათანხმეს ინჟინრებთან პეტრე სუხტელენთან და ივან გერარდთან.

ხიდი ტიპიურია მდინარე ფონტანკისთვის, მდინარის წყალი გაედინება ორ გრანიტის თაღში.

1907-1908 წლებში ტრამვაის ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით ხიდი გააფართოეს 30 მეტრამდე.

2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის აპრილამდე ხიდზე მიმდინარეობდა გზის მოპირკეთების სარემონტო სამუშაოები, გამოიცვალა ტრამვაის რელსები და კომუნიკაცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 463. — 511 с.
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]