ბალტიის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალტიის ხიდი
რუს. Балтийский мост
კოორდინატები: 59°54′32″ ჩ. გ. 30°18′01″ ა. გ. / 59.90889° ჩ. გ. 30.30028° ა. გ. / 59.90889; 30.30028
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო-თბოსადენი
გადებულია შემოვლითი არხი
მასალა რკინა-ბეტონი
სიგრძე 33 
სიგანე 4,5 
მშენებლობის დაწყების თარიღი 1956
გახსნის თარიღი 1957 წ.
ბალტიის ხიდი — რუსეთი
ბალტიის ხიდი
ბალტიის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ბალტიის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

ბალტიის ხიდი (რუს. Балтийский мост) — საფეხმავლო ხიდი-თბოსადენი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ხიდის სიგრძეა 33 მეტრი, ხოლო სიგანე — 4,5 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ბალტიის რკინიგზის სადგურის მოედანთან. ხიდთან ახლოს მდებარეობს ბალტიის რკინიგზის სადგური და იზმაილოვოს პოლკის სასაწყობე შენობების ანსამბლი (კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში 1819-1822 წლებში აგებული შენობა, არქიტექტორი ვ. პ. სტასოვი).

დინების ზემოთ მდებარეობს მიტროფანოვის ხიდი, ხოლო ქვემოთ — ნოვო-პეტერგოფსკის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „ბალტიისკაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდის სახელი ცნობილია 1957 წლიდან და ეწოდა ბალტიის რკინიგზის სადგურის მიხედვით. ლიტერატურაში ასევე გვხვდება სახელწოდება ნოვო-ბალტიისკის ხიდი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956-1957 წლებში შემოვლით არხზე თბოსადენის ასაგებად ინჟინერ ა. ა. კულიკოვისა და არქიტექტორ პ. ა. არეშევის პროექტით ააშენეს საფეხმავლო ხიდი-თბოსადენი. ხიდის ოფიციალური გახსნა გაიმართა 1957 წლის 31 დეკემბერს.

2007 წელს მიტროფანოვის ხიდის მშენებლობის დროს მოანგრიეს დეკორაციული ლამპრები, რომელიც დამონტაჟებული იყო ხიდის ორივე მხარეს. ასევე შეცვალეს პარაპეტის გრანიტის ბოლქვებიც.

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ერთმალიანია, აგებულია მეტალისაგან და თაღოვანია. იგი გამოიყენება ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი მოასფალტებულია. მოაჯირები თუჯისგანაა დამზადებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — С. 85—86. — 280 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 26. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]