პრედტეჩენის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრედტეჩენის ხიდი
რუს. Предтеченский мост
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°54′52″ ჩ. გ. 30°21′18″ ა. გ. / 59.91444° ჩ. გ. 30.35500° ა. გ. / 59.91444; 30.35500
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია შემოვლითი არხი
მასალა რკინა-ბეტონი
სიგრძე 47,7 
სიგანე 27 
გზის ხაზების რაოდენობა 4
გახსნის თარიღი 1887 წ.
რეკონსტრუქცია 1909, 1962-1963 წწ.
პრედტეჩენის ხიდი — რუსეთი
პრედტეჩენის ხიდი
პრედტეჩენის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
პრედტეჩენის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

პრედტეჩენის ხიდი (რუს. Предтеченский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში, ცენტრალურ და ფრუნზეს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ხიდის სიგრძეა 47,7 მეტრი, ხოლო სიგანე — 27 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთმანეთთან აკავშირებს ტამბოვის ქუჩასა და ჩერნიახოვსკის ქუჩას. ხიდთან ახლოს მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ავტოსადგური.

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს კარეტის ხიდი, ხოლო ქვემოთ — ნოვო-კამენის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „შემოვლითი არხი“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდმა ოფიციალური სახელწოდება მიიღო 1909 წელს პრედტეჩენის ქუჩის (ამჟამად ჩერნიახოვსკის ქუჩა) სახელწოდებიდან გამომდინარე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1887 წელს ამ ადგილზე ააგეს ხის სამმალიანი საფეხმავლო ხიდი. 1908 წელს ხიდი გადააკეთეს.

ამჟამად მოქმედი ხიდი შენდებოდა 1962 წლიდან 1963 წლამდე პროექტის მიხედვით, რომელიც შეიმუშავა „Ленгипроинжпроект“-ის ინსტიტუტის ინჟინერმა ე. ა. ბოლტუნოვმა და არქიტექტორმა ლ. ა. ნოსკოვმა.

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ერთმალიანია და აგებულია რკინა-ბეტონით. ხიდის სიგრძეა 47,7 მეტრი, ხოლო სიგანე — 27 მეტრი, ტროტუარების სიგანეა 3-3 მეტრი.

ხიდი განკუთვნილია საფეხმავლო და საავტომობილო მოძრაობებისათვის. საავტომობილო გზა შედგება ოთხი ზოლისაგან. სავალი ნაწილი და ტროტუარები ასფალტ-ბეტონისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 471. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 333. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]