ზეთის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზეთის ხიდი
რუს. Масляный мост
კოორდინატები: 59°54′36″ ჩ. გ. 30°19′29″ ა. გ. / 59.91000° ჩ. გ. 30.32472° ა. გ. / 59.91000; 30.32472
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო
გადებულია შემოვლითი არხი
სიგრძე 30,7 
სიგანე
გახსნის თარიღი 1984 წ.
ზეთის ხიდი — რუსეთი
ზეთის ხიდი
ზეთის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ზეთის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

ზეთის ხიდი (რუს. Масляный мост) — საფეხმავლო ხიდი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს საადმირალოსა და მოსკოვის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ხიდის სიგრძეა 30,7 მეტრი, ხოლო სიგანე — 3 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ზეთის შესახვევთან, შემოვლითი არხის სანაპიროს № 121 და № 80 სახლებს შორის.

დინების ზემოთ მდებარეობს რუზოვსკის ხიდი, ხოლო ქვემოთ — გაზის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურებია „ფრუნზესკაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდის სახელწოდება მომდინარეობს ახლოს მდებარე ზეთის შესახვევის მიხედით და ცნობილია 1984 წლიდან. თავის მხრივ შესახვევმა სახელი მიიღო 1939 წელს აქვე გახსნილი ზეთის ქარხანა „Красная Звезда“-ს მიხედვით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ერთმალიანი ხიდი ააგეს 1984 წელს „Ленгипроинжпроект“-ის ინჟინრის ბ. ე. დვორკინისა და არქიტექტორ ვ. მ. ივანოვის პროექტის მიხედვით. გაზისა და მისი მიმდებარე მსგავსი მოჟაისკისა და გაზის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობდა ერთდროულად შემოვლითი არხის სანაპიროს რეკონსტრუქციის ფარგლებში.

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ერთმალიანია. ხიდის ძირითადი საყრდენებია სანაპიროს კედლები. მისი სიგრძეა 30,7 მ, ხოლო სიგანე – 3 მეტრი. იგი გამოიყენება მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი ასფლტ-ბეტონითაა მოპირკეთებული. ხიდი თავისი არქიტექტურით ძალიან ჰგავს მოჟაისკისა და გაზის ხიდს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]