ნიკოლოზ IV (პაპი)
იერსახე
ნიკოლოზ IV (ლათ. Nicolaus PP. IV; დ. 30 სექტემბერი, 1227 — გ. 4 აპრილი, 1292) — რომის პაპი 1288–1292 წლებში.
მდაბიო წარმოშობისაა. პაპ გრიგოლ X-ის ლეგატი აღმოსავლეთში. პირველი ფრანცისკელი პაპი ტახტზე. მოუწოდებდა ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ, მაგრამ უშედეგოდ, ცდილობდა ორი მტრული გვარის ორსინებისა და კოლონების შერიგებას. მისი პაპობის დროს ადგილი ჰქონდა აჯანყებებს პაპის ოლქის ქალაქებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 434.
წინამორბედი: ჰონორიუს IV |
რომის პაპი 1288 — 1292 |
შემდეგი: ცელესტინ V |