ჯონი რეპი
![]() ჯონი რეპი 1974 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჯონ ნიკოლას რეპი | ||
დაბადების თარიღი | 25 ნოემბერი, 1951 | ||
დაბადების ადგილი | ზაანდამი, ნიდერლანდები | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარჯვენა გარემარბი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
აიაქსი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1971–1975 | აიაქსი | 97 | (41) |
1975–1977 | ვალენსია | 55 | (22) |
1977–1979 | ბასტია | 65 | (33) |
1979–1983 | სენტ-ეტიენი | 131 | (44) |
1983–1984 | პეკ ზვოლე | 32 | (5) |
1984–1986 | ფეიენოორდი | 43 | (5) |
1986–1987 | ჰაარლემი | 5 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
1973–1981 | ნიდერლანდები | 42 | (12) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1994–2001 | ომნივორლდი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ჯონ ნიკოლას რეპი (ნიდერლ. John Nicholaas Rep; დ. 25 ნოემბერი, 1951, ზაანდამი, ნიდერლანდები) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ჯონი რეპი. 1974 და 1978 წლების მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა საფეხბურთო მწვრთნელად.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო დონეზე სხვადასხვა დროს იცავდა ნიდერლანდური, ესპანური და ფრანგული საფეხბურთო კლუბების: ამსტერდამის „აიაქსის“, „ვალენსიას“, „ბასტიას“, „სენტ-ეტიენის“ „პეკ ზვოლეს“, „ფეიენოორდისა“ და „ჰაარლემის“ ღირსებას. მისი ძლიერი მხარეები იყო სიჩქარე, ბურთის კონტროლი და მოედანზე სწორი პოზიციის შერჩევა.
აიაქსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1971–1975 წლებში ჯონი რეპი იყო ამსტერდამის „აიაქსის“ ახალგაზრდა ვარსკვლავი. ამ პერიოდში „აიაქსი“ ტოტალური ფეხბურთის ფლაგმანი იყო და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად ითვლებოდა. რეპმა „აიაქსში“ ორჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონთა თასი (1971–72, 1972–73). თავი დაიმკვიდრა, როგორც გუნდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, რომელიც იოჰან კრუიფთან და იოჰან ნეესკენსთან ერთად იმ პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ ტრიოს ქმნიდა. რეპმა „აიაქსში“ ჩატარებულ 97 მატჩში 41 გოლი გაიტანა.
ვალენსია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„აიაქსის“ შემდეგ ჯონი რეპმა ესპანეთში გადაინაცვლა და „ვალენსიას“ შეუერთდა. თუმცა მისი ესპანური კარიერა შედარებით ხანმოკლე და ნაკლებად წარმატებული გამოდგა.
ბასტია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ვალენსიასთან“ განშორების შემდეგ რეპმა კარიერა საფრანგეთში, კერძოდ „ბასტიას“ რიგებში განაგრძო. ფრანგულ კლუბში მას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, განსაკუთრებით ევროპულ ასპარეზზე, სადაც გუნდმა 1978 წლის უეფა-ს თასის გათამაშების ფინალამდე მიაღწია.
სენტ-ეტიენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმ პერიოდის საფრანგეთის ტოპ-კლუბში გადასვლა მისი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. „სენტ-ეტიენში“ მას მიშელ პლატინისთან ერთად მოუწია თამაში. რეპი კლუბს 1980–81 წლების სეზონში ლიგა 1-ის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.
ფეიენორდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერის დასასრულს რეპი ნიდერლანდებში დაბრუნდა და „ფეიენორდის“ რიგებში განაგრძო თამაში. მის საკლუბო კარიერაში ეს იყო ბოლო დიდი კლუბი, სადაც ის გამოდიოდა.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1973–1981 წლებში ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 42 შეხვედრას ატარებს და 12 ბურთი გააქვს.[1] ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობდა 1974 და 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატებში, სადაც ორივეჯერ შეძლო ფინალში გასვლა, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა — პირველად გფრ-სთან 1974 წელს და მეორედ არგენტინასთან 1978 წელს .
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიდერლანდები | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1973 | 3 | 1 |
1974 | 12 | 4 |
1976 | 3 | 1 |
1977 | 4 | 2 |
1978 | 9 | 3 |
1979 | 3 | 0 |
1980 | 3 | 1 |
1981 | 5 | 0 |
ჯამში | 42 | 12 |
მსოფლიო ჩემპიონატებზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯონი რეპმა მსოფლიო ჩემპიონატების 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 7 ბურთი გაიტანა.[2]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1974 | ![]() |
![]() |
თავდამსხმელი | 7 | 4 | 5 | 1 | 1 | |
1978 | ![]() |
![]() |
თავდამსხმელი | 7 | 3 | 3 | 2 | 2 |
თამაშის სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯონი რეპი სწრაფი და მობილური მოთამაშე იყო, რომელიც ფლანგებზე შესანიშნავად თამაშობდა. ჰქონდა განსაკუთრებული დარტყმის უნარი და ხშირად გაჰქონდა შორეული დარტყმებით გოლები. რეპი იყო ნიდერლანდური ტოტალური ფეხბურთის სრულფასოვანი მონაწილე და ერთ-ერთი შემოქმედი — ხშირად იცვლიდა პოზიციებს, მონაწილეობდა დაცვაში და კომბინაციურ თამაშში. მის ანგარიშზეა არაერთი გადამწყვეტი გოლი. ნიდერლანდური ფეხბურთის ისტორიაში ჯონი რეპი დარჩა, როგორც თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რომელიც არა მხოლოდ შედეგზე, არამედ ესთეტიკურ სილამაზეზეც იყო ორიენტირებული. ის იყო ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის გაოცებას იწვევდა გულშემატკივრებში თავისი გამორჩეული საფეხბურთო უნარებითა და გამბედაობით.[3]
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ერედივიზია: 1971–72, 1972–73
- ნიდერლანდების თასი: 1972
- ევროპის ჩემპიონთა თასი: 1971–72, 1972–73
- უეფა-ს სუპერთასი: 1972, 1973
- საკონტინენტთაშორისო თასი: 1972
- უეფა-ს თასის ფინალისტი: 1978
- ჩემპიონი: 1980–81
- ვიცე-ჩემპიონი: 1981–82
- ბრინჯაოს პრიზიორი: 1979–80
- ფინალისტი: 1980–81, 1981–82
- ერედივიზიის ბრინჯაოს პრიზიორი: 1985, 1986
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბრინჯაოს პრიზიორი: 1976
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი: 1978
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბ.: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯონი რეპი — 45football.com
- ჯონი რეპი — Anciens Verts
- ჯონი რეპი — BDFutbol
- ჯონი რეპი — FIFA.com
- ჯონი რეპი — Footballdatabase.eu
- ჯონი რეპი — Getty Images
- ჯონი რეპი — National-Football-Teams.com
- ჯონი რეპი — Transfermarkt
- ჯონი რეპი — Voetbalstats.nl
- ჯონი რეპი — WorldFootball.net
- ჯონი რეპი „აიაქსის“ შემადგენლობაში — Alamy
- ჯონი რეპი ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში — Alamy
- ჯონი რეპის სანაკრებო სტატისტიკა — Association of Football Statisticians
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Johnny Rep. national-football-teams.com.
- ↑ Johnny Rep in the World Cups. thesoccerworldcups.com.
- ↑ Johnny Rep: the Dutch master who lit up French football
- ↑ 1978 FIFA World Cup Argentina ™. fifa.com.
- დაბადებული 25 ნოემბერი
- დაბადებული 1951
- ნიდერლანდელი ფეხბურთელები
- ერედივიზიის ფეხბურთელები
- ამსტერდამის აიაქსის ფეხბურთელები
- ჰარლემის ფეხბურთელები
- როტერდამის ფეიენორდის ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- ვალენსიის ფეხბურთელები
- ლიგა 1-ის ფეხბურთელები
- ბასტიას ფეხბურთელები
- ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელები
- 1974 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1978 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1976 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1980 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ნიდერლანდელი ფეხბურთის მწვრთნელები