შინაარსზე გადასვლა

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მსო)
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
ინგლ. World Trade Organization
ფრანგ. Organisation mondiale du commerce
ესპ. Organización Mundial del Comercio
შეიქმნა 1995
ტიპი საერთაშორისო ორგანიზაცია[1]
წევრები 164 ქვეყანა
ენა ინგლ., ფრანგ., ესპ.
მდივანი ნგოზი ოკონჯო-ივეალა
ქვეყანა შვეიცარია
თავმჯდომარე ნგოზი ოკონჯო-ივეალა[2]
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია რუკა
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია რუკა
  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები
  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ევროკავშირის წევრები
  დამკვირვებელი ქვეყნები
www.wto.int

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (ინგლ. World Trade Organization, აკრონიმი WTO) — საერთაშორისო ორგანიზაცია, შექმნილი 1995 წელს, რომელიც გლობალური სავაჭრო სისტემის კანონებს აწესებს და აგვარებს უთანხმოებებს მის წევრ ქვეყნებს შორის, რომელთა უმრავლესობა დაახლოებით 30 ერთობლივი შეთანხმების ხელმომწერნი არიან.

ორგანიზაციის შტაბ-ბინა ჟენევაში (შვეიცარია) მდებარეობს. 2005 წლის 1 სექტემბრიდან, მიმდინარე გენერალური დირექტორია ნგოზი ოკონჯო-ივეალა. 2016 წლის მდგომარეობით 164 ქვეყანაა გაწევრიანებული. დაარსების შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გლობალიზაციის მოწინააღმდეგე საზოგადოებრივ გაერთიანებათა ძირითად ფოკუსშია მრავალ ქვეყანაში.

საქართველო არის მსო-ს 137-ე სრულუფლებიანი წევრი 2000 წლის 14 ივნისიდან.

2012 წლის 22 აგვისტოს, 19-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეუერთდა რუსეთის ფედერაცია.

ორგანიზაციის წესდება გულისხმობს წევრი ქვეყნების მიერ ერთმანეთისათვის „უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის“ მინიჭებას, ეროვნული რეჟიმის დაცვას იმპორტული და ადგილობრივი საქონლისათვის თანაბარი უფლებებისა და პირობების უზრუნველყოფის საშუალებით, მასზე თანაბარი ადგილობრივი გადასახადების დაწესების დაცვით. ამდენად, მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის ასეთი ორგანიზაციის წევრობა საკმაოდ მომგებიანია.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას აქვს სამი ძირითადი მიზანი:

  1. ხელი შეუწყოს ვაჭრობას;
  2. მიაღწიოს თანდათანობით ლიბერალიზაციას მოლაპარაკებების გზით;
  3. დანერგოს დავების სამართლიანი მოგვარების მექანიზმები.

მისი ერთ-ერთი მიზანია, აგრეთვე, პროტექციონიზმთან ბრძოლა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]