ნგოზი ოკონჯო-ივეალა
ნგოზი ოკონჯო-ივეალა | |
ოკონჯო-ივეალა 2008 წელს | |
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 1 მარტი, 2021 |
წინამორბედი | რობერტო აზევედო |
ფინანსთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 აგვისტო, 2011 – 29 მაისი, 2015 | |
პრეზიდენტი | გუდლაკ ჯონათანი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 ივლისი, 2003 – 21 ივნისი, 2006 | |
პრეზიდენტი | ოლუსეგუნ ობასანჯო |
საგარეო ურთიერთობების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 ივნისი, 2006 – 30 აგვისტო, 2006 | |
პრეზიდენტი | ოლუსეგუნ ობასანჯო |
დაბადებული | 13 ივნისი, 1954 დელტა, ნიგერია |
მეუღლე | იკემბა ივეალა |
შვილები | 4 |
განათლება | ჰარვარდის უნივერსიტეტი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი |
ნგოზი ოკონჯო-ივეალა (დ. 1954, 13 ივნისი) — ნიგერიელ-ამერიკელი ეკონომისტი და საერთაშორისო განვითარების ექსპერტი, Standard Chartered Bank-ის, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსისა და აფრიკის რისკების მართვის სააგენტოს საბჭოების წევრი.[1] 2021 წლის 15 თებერვალს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორად დაინიშნა, რითაც ამ თანამდებობაზე მყოფი პირველი ქალი და პირველი აფრიკელი გახდა.[2][3]
ოკონჯო-ივეალა 25 წლის მანძილზე მსოფლიო ბანკში განვითარების ეკონომისტად მუშაობდა, სადაც 2007-2011 წლებში მენეჯერი დირექტორის პოზიცია ეკავა. მას ორჯერ ეკავა ნიგერიის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა (2003-2006, 2011-2015). აგრეთვე მცირე ვადით იყო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი (2006). 2005 წელს ჟურნალმა Euromoney ოკონჯო-ივეალა წლის გლობალურ ფინანსთა მინისტრად დაასახელა.[4]
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოკონჯო-ივეალა ნიგერიაში, დელტის შტატში დაიბადა. დაწყებითი განათლება ქალაქ ენუგუს დედოფლის სკოლასა და ქალაქ იბადანის წმინდა ანას სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც იბადანის საერთაშორისო სკოლაში სწავლობდა. 1973 წელს აშშ-ში წავიდა და ჰარვარდის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, რომელიც 1976 წელს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა.[5][6] 1981 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში რეგიონულ ეკონომიკასა და განვითარებაში დოქტორის ხარისხი მიიღო. მისი სადისერტაციო ნაშრომი საკრედიტო პოლიტიკას, სასოფლო ფინანსურ ბაზრებსა და ნიგერიაში სოფლის მეურნეობის განვითარებას ეხებოდა.[7]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერა მსოფლიო ბანკში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოკონჯო-ივეალა 25 წლის მანძილზე ვაშინგტონში მსოფლიო ბანკში განვითარების ეკონომისტად მუშაობდა, სადაც საქმიანობას ეკონომიკური განვითარების პროგრამების მიმართულებით აწარმოებდა.[8] 2007-2011 წლებში იგი ორგანიზაციის მენეჯერი დირექტორი იყო. ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ოკონჯო-ივეალა აკონტროლებდა მსოფლიო ბანკის პორტფოლიოს აფრიკაში, ევროპაში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში.[8] მისი ინიციატივით ფინანსური კრიზისის პერიოდში მსოფლიო ბანკმა დახმარება გაუწია დაბალშემოსავლიან ქვეყნებს.
მსოფლიო ბანკში მუშაობის პერიოდში ოკონჯო-ივეალა აგრეთვე აფრიკასთან ეფექტური განვითარების თანამშრომლობის კომისიის წევრი იყო, რომელიც დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დააარსა.[9]
სამთავრობო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოკონჯო-ივეალას ორჯერ ეკავა ნიგერიის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა.[8] პირველად 2003-2006 წლებში პრეზიდენტი ოლუსეგუნ ობასანჯოს მმართველობის პერიოდში, ხოლო მეორედ ‒ 2011-2015 წლებში გუდლაკ ჯონათანის პრეზიდენტობისას. 2006 წელს ხანმოკლე ვადით ოკონჯო-ივეალა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე იმყოფებოდა. ორივე თანამდებობაზე იგი პირველი ნიგერიელი ქალი იყო.[8]
ოკონჯო-ივეალას, როგორც ფინანსთა მინისტრის, სარეფორმო პროგრამებმა სამთავრობო საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდასა და ეკონომიკის სტაბილიზაციას შეუწყო ხელი.[10] 2003 წელს იგი მაკროეკონიმიკური მენეჯმენის გაუმჯობესებაზე ზრუნავდა. მისი ძალისხმევით ნავთობის ფასზე დამყარებული ფისკალური წესი მიიღეს, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ქვეყნის მაკროეკონომიკური არამდგრადობა.
ნიგერიის ფედერალური მთავრობისათვის მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელშეწყობით ოკონჯო-ივეალამ მონაწილეობა მიიღო ელექტრონული ფინანსური მენეჯმენტის პლატფორმების შექმნაში, ესენია: სამთავრობო ფინანსური მენეჯმენტისა და ინფორმაციის სისტემა (GIFMIS), სახაზინო ანგარიში (TSA) და ინტეგრირებული სახელფასო და პერსონალური ინფორმაციის სისტემა (IPPIS).[11] ამ უკანასკნელის საშუალებით ნიგერიის მთავრობამ, 2014 წლის დეკემბრის მონაცემებით, 1,25 მილიარდი დოლარი დაზოგა.
ოკონჯო-ივეალა ხელს უწყობდა ნიგერიას Fitch Ratings-ისა და Standard & Poor’s-ის 2006 წლის რეიტინგებში BB კატეგორიის შენარჩუნებაში.[12]
2006 წლის ივნისში ფინანსთა მინისტრობის ვადის დასრულების შემდეგ ოკონჯო-ივეალა ორი თვის მანძილზე ქვეყნის საგარეო ურთიერთობების მინისტრი იყო. 2007 წელს იგი მსოფლიო ბანკს მენეჯერი დირექტორის პოზიციაზე დაუბრუნდა, სადაც 2011 წლამდე მუშაობდა.[13][14]
2011 წელს პრეზიდენტ გუდლაკ ჯონათანის მმართველობისას ოკონჯო-ივეალა ხელახლა იქნა არჩეული ნიგერიის ფინანსთა მინისტად. ამჯერად უფრო ფართო პორტფოლიოთი, რაც ეკონომიკის კოორდინატულ მინისტრობასაც მოიცავდა. მის მოვალეობებს შორის იყო ქვეყნის საჯარო ფინანსური სისტემის გაძლიერება და იპოთეკური რეფინანსირების კომპანიის საშუალებით საბინაო სექტორის ამუშავების ხელშეწყობა.[15] იგი აგრეთვე ხელს უწყობდა ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას ნიგერიაში გოგონათა და ქალთა გაძლიერების პროგრამის, გენდერული პასუხისმგებლობის ბიუჯეტური სისტემისა[16] და ინოვაციურ პროგრამებში ახალგაზრდათა ჩართულობის პროგრამის საშუალებით. ეს უკანასკნელი მხარს უჭერდა მეწარმეთა საქმიანობას, რამაც ახალი სამუშაო ადილების შექმნას შეუწყო ხელი.[17][18] როგორც გუდლაკ ჯონათანის მთავრობის ადმინისტაციის წევრმა, ოკონჯო-ივეალამ სასიკვდილო მუქარები მიიღო, რომლის ფარგლებშიც მისი დედის გატაცება მოხდა.[19][20]
2006-2009 წლებში ოკონჯო-ივეალა ზრდის კომისიის წევრი იყო, რომელსაც ნობელიანტი მაიკლ სპენსი უძღვებოდა. იგი აგრეთვე განვითარების მხრივ ეფექტური თანამშრობლობის გლობალური პარტნიორობის თანათავჯდომარე იყო.[21] 2012 წელს მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელში გამარჯვების შემთხვევაშიც ორგანიზაციის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდებოდა.[22]
მომდევნო პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავრობის ადმინისტრაციის დატოვების შიმდეგ 2015-2016 წლებში ოკონჯო-ივეალა გლობალური განათლების შესაძლებლობების დაფინანსების საერთაშორისო კომისიის წევრი იყო, რომელსაც გორდონ ბრაუნი თავჯდომარეობდა, ხოლო 2017-2018 წლებში გლობალური ფინანსური მართვის გამოჩენილ პირთა ჯგუფის წევრი იყო.[23] 2014 წლიდან ოკონჯო-ივეალა ნიკოლას სტერნთან და პოლ პოლმენთან ერთად ეკონომიკისა და კლიმატის გლობალური კომისიის თანათავჯდომარეა.[24] 2016 წელს იგი ვაქცინაციისა და გლობალიზაციის გლობალური ალიანსის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.[25]
ოკონჯო-ივეალამ ნიგერიაში საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ორგანიზაცია, NOI-Polls, დააარსა.[26] იგი აგრეთვე აფრიკაში ეკონომიკის შესწავლის ცენტრის დამაარსებელია.[27]
2020 წელს ოკონჯო-ივეალა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მენეჯერი დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას, მიერ გარე საკონსულტაციო ჯგუფის წევრად დაინიშნა.[28]
2020 წელს პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარიმ ოკონჯო-ივეალა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზიის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ნიგერიის კანდიდატად წარადგინა.[29] 2021 წლის 15 თებერვალს იგი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პირველი ქალი და პირველი აფრიკელი გენერალური დირექტორი გახდა.[30]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Time Europe's Heroes of 2004 დაარქივებული 2004-10-16 საიტზე Wayback Machine.
- "2011 budget not good for development – Okonjo-Iweala"
- The Center for Global Development and The Washington Post Present: A World Bank President Candidate Event: Ngozi Okonjo-Iweala დაარქივებული 2013-01-22 საიტზე Wayback Machine.
- Ngozi Okonjo-Iweala
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ARC Agency Governing Board – African Risk Capacity.
- ↑ Hayashi, Yuka; Jeong, Eun-Young (5 February 2021). „U.S. Backs Nigeria's Former Finance Minister for Next WTO Director“. Wall Street Journal.
- ↑ WTO: South Korea's Yoo Myung-hee withdraws from director general race, clearing path for Nigeria's Ngozi Okonjo-Iweala. South China Morning Post.
- ↑ Nigeria's Ngozi Okonjo-Iweala Becomes First Female, African To Head World Trade Organisation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-17. ციტირების თარიღი: 2021-02-17.
- ↑ Ngozi Okonjo-Iweala, former finance minister of Nigeria and former managing director of the World Bank, will deliver the 2020 Graduation Address.
- ↑ Okonjo-Iweala, Ngozi. (2018-04-04) Ngozi Okonjo-Iweala.
- ↑ Okonjo-Iweala, Ngozi (1981). Credit policy, rural financial markets, and Nigeria's agricultural development (en). Massachusetts Institute of Technology. OCLC 08096642.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 Ngozi Okonjo-Iweala.
- ↑ Commission on Effective Development Cooperation with Africa Folketing.
- ↑ Ngozi Okonjo-Iweala — Minister of Finance, Nigeria.
- ↑ Hats off to Okonjo-Iweala.
- ↑ Nigeria receives its first sovereign credit ratings (2006).
- ↑ Ngozi Okonjo-Iweala.
- ↑ Okonjo-Iweala, Ngozi. (2018) Ngozi Okonjo-Iweala en-US.
- ↑ Ngozi Okonjo-Iweala, Coordinating Minister of the Economy and Minister of Finance: Interview.
- ↑ GWiN (Growing Girls and Women in Nigeria) Gets the Limelight!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 14 მარტი 2021.
- ↑ David McKenzie. (2015) What happens when you give $50,000 to an aspiring Nigerian entrepreneur?.
- ↑ Youth Enterprise with Innovation.
- ↑ Rice, Xan (December 10, 2012). „Nigeria minister's mother kidnapped“. Financial Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 May 2018.
- ↑ Wallis, William (February 12, 2021). „Ngozi Okonjo-Iweala: Nigerian powerhouse to head the WTO“. Financial Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 February 2021.
- ↑ Global Partnership for Effective Development Co-operation Media Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 14 მარტი 2021.
- ↑ Elizabeth Flock, Ngozi Okonjo-Iweala, World Bank presidential candidate, says she would focus on job creation დაარქივებული 2019 საიტზე Wayback Machine. , Washington Post (2012).
- ↑ Members დაარქივებული 2021 საიტზე Wayback Machine. Eminent Persons Group on Global Financial Governance.
- ↑ Members of the Global Commission.
- ↑ Former Finance Minister Ngozi Okonjo-Iweala bags Major World Health Organisation (WHO) appointment en-US (2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-03. ციტირების თარიღი: 2021-03-14.
- ↑ Our Founder. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 14 მარტი 2021.
- ↑ Center for the Study of the Economies of Africa Homepage.
- ↑ Andrea Shalal and David Lawder ( 2020), IMF's Georgieva creates external advisory panel on pandemic დაარქივებული 14 April 2020 საიტზე Wayback Machine. Reuters.
- ↑ Ana Monteiro (2020), Nigeria Nominates Okonjo-Iweala as WTO Director-General დაარქივებული 2020 საიტზე Wayback Machine. Bloomberg News.
- ↑ Nigerian ex-finance minister Ngozi Okonjo-Iweala makes history as WTO's first female leader en (2021).