კარიპე
ქალაქი | |
---|---|
კარიპე Caripe | |
ქალაქ კარიპეს ერთ-ერთი მონაკვეთი | |
ქვეყანა | ვენესუელა |
შტატი | მონაგასი |
კოორდინატები | 10°10′09″ ჩ. გ. 63°30′36″ დ. გ. / 10.16917° ჩ. გ. 63.51000° დ. გ. |
დაარსდა | 12 ოქტომბერი, 1734 |
ფართობი | 17.6 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 800 მ |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC-04:00]] |
კარიპე (ესპ. Caripe) — ქალაქი აღმოსავლეთ ვენესუელაში, მონაგასის შტატში, ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლეზე. მდებარეობს კარიბის ზღვის სიახლოვეს, ხეობაში, რომელიც გარშემორტყმულია მაღალი მთებით. გაბატონებულია სუბტროპიკული კლიმატი (ტემპერატურა 22 °C). იზრდება ყავა, ფორთოხალი. ტურიზმი და ვაჭრობა განსაზღვრავს ქალაქის ეკონომიკის ბედ-იღბალს.
1799 წელს ქალაქი კარიპე მოინახულეს ცნობილმა გეოგრაფებმა ალექსანდერ ჰუმბოლდტმა და ემე ბონპლანმა. კარიპეში იმყოფებოდნენ ასევე მოგზაურები აგუსტინ კოდაცი (1835) და ფერდინანდ ბელერმანი (1843).
XIX საუკუნის ბოლოს ქალაქი დაიკავეს იმიგრანტებმა, რომელთა შორის იყვნენ იტალიელი და კორსიკელი ხალხი. მათ შექმნეს ყავის პლანტაციები; ასევე დაიწყეს მეღვინეობის წარმოება.
1769 წელს დასრულდა კარიპეს პირველი ეკლესიის მშენებლობა, ხოლო 1806 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დაანგრია ეკლესიის დიდი ნაწილი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (ინგლისური) ინფორმაცია ქალაქის შესახებ დაარქივებული 2012-07-16 საიტზე Wayback Machine.
- (ესპანური) ქალაქ კარიპეს შესახებ დაარქივებული 2018-12-18 საიტზე Wayback Machine.