კოსმეტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოსმეტიკური საშუალებები

კოსმეტიკა (ბერძნ. cosmo: „მოწესრიგება“, „წესრიგის დამყარება“) — პარაფარმაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მისი ამოცანაა ადამიანის სახის და სხეულის გაახალგაზრდავება და სილამაზის ხელოვნურად მინიჭება, რისი მიღწევაც შესაძლებელია მეთლი რიგი პროფილაქტიკური ღონისძიებების და კანის სათანადოდ მოვლის და მკურნალობის გზით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოსმეტიკის სამშობლოდ ზოგიერთი მეცნიერი ძველ ეგვიპტეს, ზოგიც ძველ საბერძნეთს მიიჩნევს. მითის თანახმად, კოსმეტიკა გამოიგონა ძველი ბერძნების სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთმა, აფროდიტემ. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვით, აფროტიდემ შექმნა — ვარდი, რათა მისი ფურცლებისგან მომზადებული აბაზანები მიეღო.

დეკორატიული კოსმეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველესი დროიდან, დიდი ყურადღება ეთმობოდა დეკორატიულ კოსმეტიკას. ძველ ეგვიპტეში უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა, თუ ადამიანი ხალხში კოსმეტიკის გარეშე გავიდოდა. ეგვიპტურ მაკიაჟში განსაკუთრებული ყურადღება თვალებს ექცეოდა: თვალებზე სპეციალური ჩხირით და სქელი შავი სითხის მეშვეობით კონტურს იკეთებდნენ. ეს გამოწვეული იყო მწველი მშრალი ჰაერისა და ქვიშის ქარიშხლისაგან სახისა და თვალების დასაცავად . ამავე მიზნით, საუკუნეების მანძილზე მწვანე ფხვნილსაც იყენებდნენ. სახისთვის ტონალობის მისაცემად ხმარობდნენ ყვითელ და წითელ ჟანგმიწას. სურნელოვანი მცენარეული ზეთები არბილებდა და ატენიანებდა კანს და სიმსუბუქეს ანიჭებდა მას.

ეგვიპტელები ცნობილნი იყვნენ ყველანაირი საღებავის, პუდრის, კრემების, საწმენდი საშუალებების დამზადების ტექნიკითაც. აქ კოსმეტიკა ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე ათასი წლის წინ იყო ცნობილი.

კოსმეტოლოგის პროფესიაც პირველად ძველ ეგვიპტეში გაჩნდა. ადამიანი, რომელიც სპეციალური საშუალებების წყალობით ეხმარებოდა ქალებს დაეფარათ კანის დეფექტები, “კოსმეტად” იწოდებოდა.

ძველ სამარხებში ნაპოვნია ჭურჭელი კრემების, ზეთების, ნელსაცხებლების ნარჩენებით, რომელთა შედგენილობაში იყო მუშკი, ვარდის ზეთი, საკმეველი, სურნელოვანი ფისი, ნაპოვნია ფერ-უმარილი, შავი საღებავები წარბებისა და წამწამებისთვის.

ეგვიპტელებმა გამოიგონეს განსაკუთრებული ფერი. ეგვიპტელი ქალებისათვის გარეგნობაზე ზრუნვა პირველხარისხოვანი საქმე იყო. 74 უმარილი და საცხი, რომელიც მუქი ფერის სახეს ღია ყვითელ ფერს აძლევდა, ხოლო საოცრად მდგრადი საღებავები გამოიყენებოდა მხატვრობაშიც.

პირველად ეგვიპტელებმა მიაკვლიეს ჭაღარა თმის შავად შესაღები საღებავის რეცეპტს.

კანის საკვებად და მზისაგან დასაცავად ეგვიპტელები სარგებლობდნენ ცხელი საფენებითა და კლეოპატრას კანის კრემებით, რომელიც ხარისა და ცხვრის ქონის, ნუშის, შირბახტის, აბუსალათინის და ზეთისხილის ზეთებისაგან იყო დამზადებული. კლეოპატრამ წიგნიც კი დაწერა კოსმეტიკაზე და პარფიუმერული ნაწარმის ფაბრიკაც ჰქონდა.

პროფილაქტიკური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოდითგანვე კოსმეტიკას პროფილაქტიკური თვისებებიც ჰქონდა. მაგალითად, საღებავი ქუთუთოებისათვის, იცავდა მათ მზითა და ქარით გამოწვეული გაღიზიანებისაგან, აჯანსაღებდა კანს, თავისი სუნით უკუაგდებდა მწერებს, იცავდა დაავადებებისაგან. ლოყის საცხი პირველად ეგვიპეტში გამოყენებული იყო როგორც თვალის დაავადებების პროფილაქტიკური საშუალება. ზედა ქუთუთოების გასაშავებლად მამაკაცები და ქალები იყენებდნენ გოგირდოვან ტყვიას, ხოლო ქვედას ღებავდნენ მალაქიტის მწვანით, რომელიც იმავდროულად გამოიყენებოდა ტრაქომის - თვალის გადამდები დაავადების სამკურნალოდ. სპილენძის სულფატის ან კარბონატის ხსნარი ტრაქომის საწინააღმდეგო ერთადერთ საშუალებად ითვლებოდა 5 ათასი წლის განმავლობაში, ანტიბიოტიკების გამოჩენამდე. ეგვიპტეში იყენებდნენ სხვადასხვა ბალზამსა და ზეთებს არა მხოლოდ მწერების საწინააღმდეგოდ, არამედ შენობებში სასიამოვნო სუნისთვისაც. “ეგვიპტელების მიერ ტყვიით დამზადებულ საღებავებს ანტისეპტიკური თვისებები ჰქონდა, რომლებიც ადამიანს იმ დროს გავრცელებული ბაქტერიებიასგან იცავდა” - ნათქვამია ამერიკის ქიმიური საზოგადოების მიერ გამოცემულ ჟურნალში “Analytical Chemistry”. “ ეგვიპტეში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ აგრეთვე თმის მოვლას. ცნობილი იყო თმის გამამაგრებელი კრემები, დასაბანი საშუალებები, სამაგრები.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოსმეტიკური საშუალებები ძირითადად ბუნებრივ კომპონენტებს შეიცავდა - ბალახებს, კენკრას, წყალს, მაგრამ არც თუ იშვიათად აფთიაქარები,რომლებიც მორიგ კოსმეტიკურ საშუალებას ამუშავებდნენ, მას უმატებდნენ ვერცხლისწყალს და აზოტმჟავას. აქედან გაჩნდა ანდაზა: “სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს”, ეს ნივთიერებები ხომ სახიფათოა სიცოცხლისათვის.

უკვე XVIII საუკუნის ბოლოს, ადამიანებმა გააცნობიერეს კოსმეტიკაში გამოყენებული მრავალი ნივთიერების ტოქსიკურობა: ტყვიის (კერძოდ ტყვიის ფერუმარილის), ვერცხლისწყლის, დარიშხანის. ამ პერიოდიდან კოსმეტიკა სპეციალურ ფარდულებში იყიდება. იწყება პარიზელი პარფიუმერების ეპოქა. თანდათან ხდება კოსმეტიკური საშუალებების არა მარტო ევოლუცია, არამედ იცვლება მათდამი დამოკიდებულებაც. პირველი კომპანია, რომელმაც XIX საუკუნეში გამოუშვა ტუში წამწამებისათვის, იყო “იუჯინ რიმელი”. Rimmel ითარგმნება, როგორც “ტუში” პირველი თანამედროვე ტუში (1913 წელს) თავისი დის მაბელისთვის (Mabel) შექმნა ქიმიკოსმა უილიამსმა და ის ნახშირისა და ვაზელინის ნარევს წარმოადგენდა. მაბელის სახელისა და ტუშის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის - ვაზელინის (Vaseline) შეერთებით წარმოიშვა ერთ- ერთი წამყვანი კოსმეტიკური კომპანიის - “Maybelline”-ის სახელწოდება.

კოსმეტიკის ინდუსტრია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოსმეტიკური საშუალებების ინდუსტრიის ნამდვილი დაბადება XX საუკუნის 20-აინი წლებში მოხდა, ქიმიის განვითარებასთან ერთად. კოსმეტიკა მასიურად მზადდებოდა და იყიდებოდა. მის ნამდვილ მუზებად ჰოლივუდელი ვარსკვლავები იქცნენ. კინოს მეშვეობით გახდა 75 პომადა “წითელი კოცნა” კოსმეტიკის ლიდერი და XX საუკუნის 30-იან წლებში არნახულ წარმატებას მიაღწია.

ძმებმა რევზონებმა და ჩარლზ ლეჩმანმა გამოიგონეს მდგრადი ლაქი ფრჩხილებისათვის “Revlon Red”, რომელიც პოპულარული გახდა ამერიკის გარეთაც. გამოვიდა ამავე სახელწოდების პომადაც. 40-იან წლებში ჰოლივუდელი მსახიობების გრიმიორი მაქს ფაქტორი უშვებს ტონალური კრემების პირველ ხაზს. მანვე გამოიგონა საცხი ტუჩებისათვის ბრწყინვალების მისაცემად და პომადის სხვადასხვა შეფერილობა.

კოსმეტიკის თანამედროვე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალ ათასწლეულში, წარმოუდგენელია სიცოცხლე კოსმეტიკის გარეშე. განუწყვეტლივ მიმდინარეობს კვლევა ამ სფეროში. თანამედროვე კოსმეტიკა ერთმანეთს უთავსებს პროგრესის რევოლუციურ მიღწევებსა და ნატურალური და მცენარეული ნივთიერებების აქტიურ კომპონენტებს. სპეციალისტები მუდმივად სრულყოფენ დეკორატიულ კოსმეტიკას. დღევანდელ პირობებში, ქალებს მთელს მსოფლიოში კოსმეტიკური საშუალებების ფართო არჩევანი აქვთ.

ჯერ კიდევ რომაელი ფილოსოფოსი პლატონი (254-184 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე) წერდა: “ქალი კოსმეტიკის გარეშე, იგივეა, რაც საკვები უმარილოდ”. კოსმეტიკის თანამედროვე ისტორია მოიცავს და სათანადო ადგილზე აყენებს კოსმეტიკის პრინციპებს, რომლებიც ძველ მსოფლიოში (პირველ რიგში – თმისა და კანის მოვლა) და შუა საუკუნეებში (“სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს”) ჩამოყალიბდა.

ქართველი ხალხის ჰიგიენური კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველი ხალხის ჰიგიენური კულტურის მაღალი დონის ერთ–ერთ საბუთად არტეფაქტები გამოდგება.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოში (ძალისა, არმაზისხევი, მზოვრეთი, ურბნისი) აღმოჩენილია უძველესი აბანოები. აბანოებს ჰიგიენურ-პროფილაქტიკურის გარდა სამედიცინო დანიშნულებაც ჰქონდა, რადგან ზოგან სამკურნალო წყლითა და ტალახით მკურნალობდნენ. აღსანიშნავია, რომ "ვეფხისტყაოსანში" ნახსენებია "ვარდის წყლის აბანო": "ხშირად ესხნა მარგალიტი ვარდის წყლისა აბანოსა". ეს აბანო, სავარაუდოდ, მაღალი წრის წარმომადგენელთათვის იყო განკუთვნილი. აბანო ჰიგიენის დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა. აქ გარდა ჰიგიენურ- სამკურნალო პროცედურებისა, სახის კოსმეტიკასაც მისდევდნენ: "ისვამდნენ ფერ-უმარილს, იქნიდნენ და იხატავდნენ წარბებს, იღებავდნენ ფრჩხილებსა და თმას". აბანოები ძირითადად ისეთ ადგილებში შენდებოდა, სადაც თავდაპირველად სამკურნალო წყალი იყო. ასეთებია ნუნისი, გორიჯვარი და მრავალი სხვ. მათ შორის ცნობილია თბილისური აბანოებიც.

არქეოლოგიურ მასალებს შორის მრავლადაა აბანოს ინვენტარი (IIVსს.), კოსმეტიკური იარაღ-ჭურჭელი (II ს.), სანელსაცხებლე ნედლეული - ფერ–უმარილი, სანელსაცხებლე ბოთლები, სადაფის ნიჟარა, ილარი, ჩოფი, მერდგინის საცერი. ზოგიერთი მათგანი წააგავს ყოფაში დღემდე შემორჩენილ სანელსაცხებლე ინვენტარს.

საპონს საქართველოში უძველესი დროიდან იყენებდნენ. მისი დამზადების წესები დღემდეა შემონახული. საპონი უძველეს ჰიგიენურ საშუალებადაა მიჩნეული სამედიცინო წიგნებსა და კარაბადინებში ("უსწორო კარაბადინი", "წიგნი სააქიმოჲ", "იადიგარ დაუდი"). ტერმინ „საპონში“ თავისთავად იგულისხმება მისი დამზადებისას გამოყენებული სხვადასხვა ბალახოვანი მცენარე: საპონა, საპონელა, ყოჩივარდა, ქაფუნა, ხელსაბანი, კალია, თავსაბანი მიწა, რომელთაც ახასიათებს აქაფების თვისება. ამდენად, საპონი ზოგადი სახელია იმ ჰიგიენური საშუალებებისა, რომლებიც სხვადასხვა ნედლეულისაგან მზადდებოდა, კერძოდ:

  • ბალახებისა და მცენარეებისგან;
  • თიხა-მინერალებისაგან;
  • ფრინველთა და ცხოველთა ცხიმებისაგან.

არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ თბილისის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ძვ.წ. V-IV ათასწლეულებში ყოფილა დასახლება. სავარაუდოა ისიც, რომ მისი პირველი მაცხოვრებლები სწორედ აბანოთუბნის ანუ თბილისის თბილი წყლების ტერიტორიაზე სახლობდნენ. ანტიკური ეპოქისაა ცნობები კოლხი მედეას სამკურნალო-კოსმეტიკურ ლაბორატორიაზე, სადაც ხდებოდა მცენარეთა შეზავება სამკურნალოდ. მედეამ პირველმა იპოვა ისეთი ყვავილი, რომლითაც თეთრ თმას შავად იღებავდნენ. მასვე მიეწერება ადამიანის "გაახალგაზრდავების" ანუ ბუნებრივი საშუალებებით კანის მოვლის კოსმეტიკური რეცეპტების შემუშავება.

კოსმეტიკური საშუალებების ნედლეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოსმეტიკური საშუალებები რთული შედგენილობისაა, შეიცავს მრავალ ბუნებრივ და სინთეზურ ნივთიერებას. მალამოებს ამზადებენ ცხიმებისა და ზეთების საფუძველზე. ყველაზე ხშირად იყენებდნენ ლანოლინს, რომელსაც გამოყოფს ცხვრის კანის ჯირკვლები. მისი მიღება მთელ რიგ პროცესებთან იყო დაკავშირებული: დუღილი, ნარევის გამორეცხვა ზღვის წყლით, ფილტრაცია და მზეზე გამოთეთრება. ცხიმოვანი ზეთების მისაღებად ამუშავებდნენ ზეთისხილს, ნუშს, კაკალს და ა.შ. ეთერზეთებს გამოჰყოფდნენ ყვავილებიდან ჩვეულებრივ ან შედარებით მაღალ ტემპერატურაზე. იყენებდნენ ვარდის ზეთსაც. კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად ფართოდ იყენებდნენ სუფრის მარილს (ღებულობდნენ ზღვისა და მინერალური წყლების აორთქლებით), რომელსაც აგრეთვე ხმარობდნენ საკვები პროდუქტების კონსერვაციისათვის, ხოლო ეგვიპტეში მუმიფიცირებისათვის. ბევრ მათგანს დღემდე არ დაუკარგავს თავისი როლი და მნიშვნელობა.

კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება მცენარეული ზეთები: ზეითუნის, არაქისის, ნიგვზის, ნუშის, სოიას, აბუსალათინის და ა.შ. გარდა ამისა, იყენებენ გაღვივებული ხორბლისაგან გამოყოფილ ზეთს, ფუტკრის ცვილს, ლანოლინს, რომელიც ადვილად შეიწოვება კანის მიერ და გამოიყენება მალამოების ფუძედ.

სპერმაცევტი - მიიღება კაშალოტის ცხიმის გადამუშავებით, გამოიყენება სახის კანის მკვებავი კრემების დასამზადებლად კოსმეტიკაში.

ვაზელინი, პარაფინი, მთის ცვილი ფართოდ გამოიყენება კანის გამწმენდი კრემების, კოსმეტიკური რძისა და დეკორატიული კოსმეტიკის დასამზადებლად.

ბუნებრივი მცენარული პროდუქტებიდან იყენებენ ქოქოსისა და კაკაოს ცხიმს. გამოიყენება, აგრეთვე, გლიცერინის, სტეარინის, პალმიტინის და მირისტინის მჟავები; ასევე, ოლეინის, ლინოლის და ლინოლენის მჟავები, რომლებსაც მცენარული ზეთებიდან გამოყოფენ.

ფართოდ გამოიყენება სპირტები: სტეარინის, ცეტილის. სილიკონები ანუ პოლიორგანოსილოქსანები,.

კოსმეტიკურ საშუალებებში გამოიყენებენ ემულგატორებს და სტაბილიზატორებს.

მადეზინფიცირებელი და მაკონსერვირებელი ნივთიერებების გამოყენებით ხდება კოსმეტიკური საშუალებების დაცვა გაფუჭებისაგან, ასევე ბაქტერიების და სოკოების მოსპობა კანზე. მაკონსერვირებელ ნივთიერებებად გამოიყენება ბენზოისა და სალიცილის მჟავა, ხოლო ანტიოქსიდანტებად ფენოლური ნაერთები.

კოსმეტიკური პრეპარატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სურნელოვანი ნივთიერებები, რომელიც შეიძლება იყოს ბუნებრივი წარმოშობის ან ქიმიურად მიღებული. ბუნებრივი სურნელოვანი ნივთიერებებია ეთეროვანი ზეთები, ფისები და ბალზამები, ასევე ცხოველური წარმოშობის სურნელოვანი ნივთიერებები.

ეთეროვანი ზეთები (ეთერზეთი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთეროვანი ზეთები (ეთერზეთები) სურნელოვანი, ადვილად აქროლადი ნივთიერებებია. ისინი გროვდება ყვავილებში, ფოთლებში, ნაყოფსა და ფესვებში. ეთეროვან ზეთებს ღებულობენ წყლის ორთქლთან გადადენით მცენარის ფოთლებიდან, ნაყოფებიდან ან ყვავილებიდან. ზოგიერთ ეთერზეთს ღებულობენ გამოწნეხვით ან ორგანული გამხსნელით ექსტრაქციით.

ცნობილია 3000-მდე ეთერზეთი, რომელთაგან გაყიდვაში რამდენიმე ასეულია. მცენარეებში ეთერზეთების რაოდენობა 1%-დან 0.1%-მდე მერყეობს. ეთერზეთები წარმოადგენს სხვადასხვა ქიმიური ბუნების ორგანული ნივთიერებების რთულ ნარევს, მათი თვისებები სწორედ ამ ნივთიერებებზეა დამოკიდებული.

ეთერზეთები ძირითადად გამოიყენება კოსმეტოლოგიასა და პარფიუმერიაში, საკვები პროდუქტების გემოს გასაუმჯობესებლად.

ფარმაკოლოგიური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთერზეთების ფარმაკოლოგიური თვისებებიდან აღსანიშნავია მათი ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული მოქმედება. ზოგიერთი ეთერზეთი ამჟღვნებს გამოხატულ მოქმედებას ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, ახასიათებს ტრანკვილიზატორული და დამამშვიდებელი თვისებები. არის ნერვული სისტემის სტიმულატორი, ხსნის ნერვულ დაძაბულობას, სტრესს, ამცირებს გაღიზიანებადობას, ემოციურ აღგზნებას, არეგულირებს ძილს, ამაღლებს შრომისუნარიანობას. არეგულირებს ლიპიდურ ცვლას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათ ანტიოქსიდანტურ თვისებებს.

ლავანდის ყვავილების გამონაცემი გამოიყენება დამამშვიდებელ და სპაზმოლიზურ საშუალებად, ზეთის 1%-იანი სპირტიანი ხსნარი არის ანტისეპტიკური მოქმედების და შედის მალამოებისა და ლინიმენტების შემადგენლობაში. ლავანდის ზეთი შედის პრეპარატ ლავიანში, რომელიც აეროზოლის სახითაა და არის წყლულების, დამწვრობის სამკურნალო საშუალება. მცენარე გამოიყენება ჰომეოპათიაში, კოსმეტოლოგიასა და პარფიუმერიაში. შუა საუკუნეების ევროპელები ლავანდს თვლიდნენ სიყვარულის ბალახად. ფიჭვის, სოჭის, ეთერზეთს აქვთ ანალეპტიური, სედაციური, ანტისეპტიკური და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება გამოიყენება ბრონქიტებისა და სხვა დაავადებების კომპლექსური მკურნალობისას. სამკურნალო პროცესში რეჰანის და ლავანდის ეთერზეთების ჩართვა ამაღლებს იმუნიტეტს. გვირილა ხსნის დაძაბულობას, ლიმონი მატონიზირებელ მოქმედებას ახდენს.

მრავალი ფირმა უმატებს ეთერზეთების მცირე რაოდენობას კრემებში, საპონში, მალამოებში. ილანგ-ილანგის, სანდალოზის ხის, ჟასმინის, როზმარინის, ღვიის ეთერზეთების დამატებით. ფირმა “Body Shop” აწარმოებს ნატურალურ პროდუქციას. ეთერზეთები ადვილად აქროლადი ნივთიერებებია, ამიტომ სურნელების დიდხანს შესანარჩუნებლად მათ ემატება სურნელების ფიქსატორები, კერძოდ სტირაქსი. სურნელების ფიქსაციისათვის იყენებენ აგრეთვე ბალზამს. კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება ცხოველური წარმოშობის პროდუქტები ამბრა და მუსკუსი, ასევე სინთეზური გზით მიღებული ბუნებრივი ნაერთების ანალოგიური, ან ახალი ნივთიერებები. კოსმეტიკური საშუალებებისათვის ძირითადი გამხსნელი წყალია. იმისათვის, რომ გაიზარდოს ორგანული ნივთიერების წყალში ხსნადობა, მას მცირე რაოდენობით უმატებენ წყალში ხსნად ორგანულ გამხსნელს - სპირტს და გლიცერინს.

სპირტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოსმეტიკაში სპირტებიდან გამოიყენებენ ეთილის სპირტს, რომელიც კარგად ასუფთავებს კანს და ახდენს დეზინფექციას. ამავე მიზნით, გამოიყენება აგრეთვე, სხვა სპირტებიც, კერძოდ პროპილის, იზოპროპილის და ბუტილის. ლაქებში გამხსნელად გამოიყენებენ აცეტონს.

კოსმეტიკურ საშუალებებში ხშირად იყენებენ პიგმენტებს და საღებავებს. კერძოდ, პიგმენტებად იყენებენ მეტალთა ოქსიდებს და მარილებს. პიგმენტები და საღებავები არ უნდა აღიზიანებდეს კანს, არ უნდა იყოს მომწამლავი და არ უნდა იწვევდეს ალერგიას.

თიხა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოსმეტიკაში ნიღბებისთვის ხშირად იყენებენ თიხას. თიხა შეიძლება იყოს

  • თეთრი
  • ცისფერი
  • მწვანე
  • წითელი
  • ყვითელი
  • ნაცრისფერი

თიხის ფერი განპირობებულია მასში შემავალი მიკროელემენტებითა და მინერალებით. თითოეული ფერისა და სახეობის თიხას აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებები.

ყველაზე სასარგებლოდ მიჩნეულია ცისფერი თიხა. მას უმატებენ ნებისმიერ ნიღაბს. პროცედურების შემდეგ სახის კანი იწმინდება, ხდება ხავერდოვანი, გლუვი. თიხა კარგად წმენდს ფორებს, ხელს უწყობს ანთებითი პროცესების ჩაქრობას, კანის რეგენერაციას და აუმჯობესებს მის ელასტიკურობას.

ერთხელ გამოყენებული თიხის ხელმეორედ გამოყენება არ შეიძლება კოსმეტიკური თიხა კოსმეტიკური ნიღბების ერთ-ერთი გავრცელებული ინგრედიენტია.

ცისფერი თიხა რეკომენდირებულია ცხიმიანი კანისთვის. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ასუფთავებს და ადეზინფიცირებს, აქრობს ანთებებს, ხელს უშლის მუწუკების წარმოქმნას და აქრობს ცხიმიან ბზინვარებას. ცხიმიან ადგილებზე წასმისას თიხა გაათანაბრებს კანის 79 მდგომარეობას. იგი ხელს უშლის მიმიკური ნაოჭების წარმოქმნას. ცხელ და მზიან დღეებში იცავს კანს ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების წარმოქმნისაგან. მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით, აზოტით, ფოსფატით, და რადიუმით.

შავი კოსმეტიკური თიხა უმკლავდება ცხიმიანი კანის პრობლემებს, თუმცა ეფექტურია ყველა ტიპის კანისთვის. მისი მალამოები ავიწროვებს ფორებს, აქრობს ბზინვარებას, ასუფთავებს კანს. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, სტრონციუმს, რკინას, კვარცს.

ყვითელი თიხა აქრობს ცხიმიან ბზინვარებას, ავიწროვებს ფორებს, აუმჯობესებს უჯრედების რეგენერაციას. იგი გეხმარებათ ცელულიტთან ბრძოლაში. მწვანე თიხა ეხმარება ცხიმის გამოყოფას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ავიწროვებს ფორებს, აქრობს ანთებას, რეკომენდირებულია პრობლემური, ფერიმჭამელებით დაავადებული კანისთვის. შეიცავს ვერცხლს, კალციუმს და თუთიას.

თეთრი თიხა რეკომენდირებულია ცხიმიანი და შერეული კანისთვის, აშრობს კანს, ამცირებს ბზინვარებას, აუმჯობესებს კანის ფერს. მას აქვს მათეთრებელი ეფექტი.

წითელი თიხა დაუბრუნებს ახალგაზრდობას ასაკოვან ქალს. მისი მოხმარება ამდიდრებს უჯრედებს ჟანგბადით, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს გაახალგაზრდავების პროცესს, ამშვიდებს ქავილს.

ვარდისფერი თიხა აახალგაზრდავებს და აჯანსაღებს კანს, ასწორებს პატარა მიმიკურ ნაოჭებს და რეკომენდირებულია ყველა ტიპის კანისთვის.

თიხის ეს თვისებებია გამოყენებული სამკურნალო მედიცინაში და კოსმეტოლოგიაში და შექმნილია მრავალი საკურნალო კოსმეტიკური საშუალება, რომელიც წარმატებით იყიდება ფარმაცევტულ ბაზარზე

საქართველოში მოქმედი ზოგიერთი სამკურნალო კოსმეტიკური ფირმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში მოქმედი სამკურნალო კოსმეტიკური საშუალებების შემომტანი ფირმების რიცხვი თითქმის ყოველთვიურად იზრდება. მათი პროდუქცია მრავალფეროვანია. აფთიაქებში მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. აუცილებელია, რომ ფარმაცევტებმა და მათმა თანაშემწეებმა საკმაოდ კარგად შეისწავლონ სააფთიაქო ქსელში არსებული პარაფარმაცევტული საშუალებები. მათი მოქმედების თავისებურებანი, უკუჩვენებები, განსხვავებები, სხვადასხვა ფირმის პროდუქციას შორის, რაც ზრდის კონკურენციას მათ შორის ქართულ ბაზარზე.

განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი, გავეცნოთ მათ პროდუქციას. სადღეისოდ, საქართველოს სააფთიაქო ქსელში ფართოდაა წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ბრენდები.

  • Zaya Roc
  • Vichy
  • Chikovita
  • Segreti di Natura
  • Faberlic
  • Avon
  • Doliva
  • Envita
  • Uriage
  • La Roche Posay

VICHY[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანია VICHY-ის ისტორია შორეულ წარსულში, ჯერ კიდევ 1931 წელს დაიწყო. მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჟორჟ ჰერენმა გადაწყვიტა კოსმეტოლოგიაში გამოეყენებინა თერმული წყლის საოცარი თერაპიული თვისებები. მან და მისმა თანამოაზრე პროსპერ ალლერმა გადაწყვიტეს რომ კოსმეტიკური საშუალებების შექმნა შეუძლებელი იქნებოდა სერიოზული მეცნიერული გამოკვლევების გარეშე. მათ შექმნეს ე.წ. VICHY-ის ლაბორატორიები, რომელიც სპეცილიზირდება სახისა და ტანის მოვლის ჰიპოალერგიული საშუალებების შექმნაზე. VICHY-ის მთელი გამა შექმნილია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, დერმატოლოგიის, კოსმეტოლოგიისა და ბიოქიმიური მიღწევების საფუძველზე. ასეთი მკაცრი კონტროლით მიიღწევა კოსმეტიკა ”VICHY”-ის მთავარი პრინციპი — უსაფრთხოება.

კომპანიის ფრიად სერიოზულ ნაბიჯს წარმოადგენდა სხვადასხვა ტიპის კანისთვის განკუთვნილი დამცავი მკვებავი და დამატენიანებელი თვისებების მქონე საშუალებების შექმნა. Secrets de Vichy (ვიშის საიდუმლო) მარკით გამოსულ კრემებს ფენომენალური წარმატება ხვდა წილად და მსოფლიოსთვის ცნობადი გახდა მათი ემბლემა: კამიუს სკულპტურა მარმარილოს ქალი წყაროსთან.

”VICHY”-ის პროდუქციის განსაკუთრებულ კომპონენტს წარმოადგენს წმინდა ლუკას წყაროს თერმული წყალი. VICHY-ის თერმული წყალი ყველაზე მაღალმინერალიზირებული წყალია საფრანგეთში, უშუალოდ წყაროდან გამოსვლისას მისი ტემპერატურა 27,3°С-ია. ეს წყალი 17 მინერალსა და 13 მიკროელემენტს შეიცავს და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა კანის მეტაბოლიზმის პროცესში.

LA ROCHE-POSAY[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

LA ROCHE-POSAY – საფრანგეთის შუაგულში, ბერრის, ტურინისა და პუატუს პროვინციების საზღვარზე განლაგებული პატარა, მყუდრო ქალაქია. იგი ცნობილია თავისი თერმული წყაროებით რომლის წყალიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სელენს შეიცავს — მიკროელემენტს, რომელსაც მრავალრიცხოვანი თერაპიული და დერმატოლოგიური თვისებები გააჩნია.

არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად შუა საუკუნეებში, თერმულ წყაროსთან ბერტრან დიუ ჰესკლენი შეჩერებულა წყურვილის მოსაკლავად. ეგზემით დაავადებული ცხენი წყალში შესულა და განკურნებული გამოსულა წყლიდან. XVII საუკუნეში ლუი XIII-ის ექიმი, მიერ მელონი ლა როშ-პოუზეში გამგზავრებულა ”სასწაულმოქმედი” წყლის შემადგენლობის გამოსაკვლევად.

XIX საუკუნეში ეგვიპტიდან მომავალმა ნაპოლეონმა LA ROCHE-POSAY-ში დააარსა ”თერმული ჰოსპიტალი ”, რომელშიც მისივე ჯარისკაცები მკურნალობდნენ სხვდასხვა დაავადებებს.

1904 წელს ” LA ROCHE-POSAY ”-ში გაიხსნა პირველი დერმატოლოგიურ-თერმული ცენტრი.

1913 წელს ” LA ROCHE-POSAY ”-ის თერმული წყარო ოფიციალურად იქნა აღიარებული როგორც ბალნეოლოგიური ცენტრი.

1975 წელს ” LA ROCHE-POSAY ”-ის დერმატოლოგიურ-თერმული ცენტრის ბაზაზე დაარსდა ლაბორატორია, რომელიც, ამჟამად, სამკურნალო კოსმეტიკის მწარმოებელ ერთ-ერთ ცნობილ ბრენდს წარმოადგენს. მრავალრიცხოვანი დერმატოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური გამოკვლევების წყალობით ” LA ROCHE-POSAY ”- კოსმეტიკური საშუალებები ადაპტირებულია, როგორც ჯანმრთელი კანის, აგრეთვე ალერგიის, სიმშრალის, აკნესა და გაღიზიანებისადმი მიდრეკილი კანის მოსავლელად. აღნიშნული კოსმეტიკური საშუალებები შეიცავს კომპონენტების ოპტიმალურ რაოდენობას, არ გააჩნიათ კომედოგენური ეფექტი, უზრუნველყოფენ მაქსიმალურ ეფექტურ ზემოქმედებას კანის ღრმა შრეების დონეზე.

URIAGE[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანგული სამკურნალო კოსმეტიკა „ურიაჟი“ შეიქმნა 1992 წელს. ურიაჟის კოსმეტიკური საშუალებების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს თერმული წყალი. URIAGE-ს თერმული წყალი სათავეს შუაგულ ალპებში იღებს. თავისი შემადგენლობით, იგი ბუნებრივი იზოტონური წყაროს წყალია და სრულ ოსმოსურ წონასწორობაშია ეპიდერმისის უჯრედებთან. იგი გაჯერებულია მინერალებითა და მიკროელემენტებით. ელემენტების საშუალო შემადგენლობა 1ლ წყალზე:

  • სულფატები 2860მგ
  • ქლორიდები 3500მგ,
  • კალციუმი 600მგ,
  • ბიკარბონატები 390მგ,
  • ნატრიუმი 2360მგ,
  • მაგნიუმი 125მგ,
  • კალიუმი 45,5მგ,
  • თუთია 160მკგ,
  • მანგანუმი 154მკგ,
  • სპილენძი 75მკგ,
  • რკინა 15მკგ.

ურიაჟის თერმულ წყალს გააჩნია დამატენიანებელი, ანტისეპტიკური, დამარბილებელი და შემახორცებელი თვისებები. მას გააჩნია ფიზიოლოგიური pH და ტემპერატურა 27°С. მძლავრი თერაპიული თვისებების გამო იგი ძლიერ ეფექტურია ეგზემის, ფსორიაზის, სხვადასხვა დერმატოზების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის. აღნიშნული თვისებები განაპირობებს URIAGE-ს თერმულ წყალსა და საუცხოო მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებული კოსმეტიკური საშუალებების თერაპიულ ეფექტს.

ანტიკური დროიდან ცნობილი ურიაჟლებენის თერმული წყალი, მისი ქიმიური შემადგენლობა და უებარი თვისებები კოსმეტიკური ბრენდის ფართო ცნობადობას, ხარისხს და რაც მთავარია ერთგულ მომხმარებელს განაპირობებს. მინერალებისა და ვიტამინების პარალელურად ურიაჟის კოსმეტიკა გამდიდრებულია მცენარეული კომპონენტებით: მწვანე ჩაის, წითელი ყურძნის, ღიღილოს, გარგლის, ჟოლოს, ჟენშენის, ედელვაისის, ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტები. წყალმცენარეები მდიდარია მინერალებითა და ოლიგოელემენტებით, რომელთაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ კანისთვის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кольгуненко И. И. Косметика для всех. М., 1965
  • Справочник по косметике / Под ред. М. А. Розентула. М., 1964

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]