მუშკი
იერსახე
| მუშკი | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Moschus moschiferus | |||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||
|
IUCN 3.1 Vulnerable : 13897 | |||||||||||||
| |||||||||||||

მუშკი (Moschus moschiferus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 1 მ, მასა 17 კგ აღწევს. უკანა კიდურები წინაზე გრძელია. რქები არ გააჩნია. მამალს ზედა ყბაზე უვითარდება 7-9 სმ სიგრძის ეშვები, ხოლო მუცელზე — მუშკის დიდი (6×3 სმ) ჯირკვალი, რომელიც მძაფრ სუნიან ნივთიერებას გამოყოფს. მუშკი გავრცელებულია აზიაში, ბინადრობს მთიან ტაიგაში. გვხვდება ერთეულებად, იშვიათად — მცირე ჯგუფებად. იკვებება მცენარეულობით, უმთავრესად ლიქენებით. მუშკის ხორცი იჭმება, ტყავისაგან ნატს ამზადებენ, მუცლის ჯირკვლების სურნელოვან ნივთიერებას პარფიუმერიაში იყენებენ. რეწვა შეზღუდულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 225.
