ედელვაისი
იერსახე
ედელვაისი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Leontopodium alpinum | ||||||||||||
|
ედელვაისი (გერმ. Edelweiß < edel — კეთილშობილი და weiß — თეთრი) (Leontopodium alpinum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყავილოვანთა ოჯახისა. დაფარულია თეთრი, სქელი ბეწვით; ყვავილედი გარემოცულია გრძელი, ბეწვიანი მფარავი ფოთლებით და თეთრ ვარსკვლავს წააგავს.
იზრდება უმთავრესად ალპებში ზღვის დონიდან 1700-2300 მ. ციმბირში გვხვდება მისი ახლო მონათესავე სახეობა - ციმბირული ედელვაისი (Leontopodium sibiricum), ხოლო ჰიმალაის მთებში — ჰიმალაიური ედელვაისი (Leontopodium himalaicum). ედელვაისს აშენებენ დეკორატიული მცენარედ ბაღჩის ქვიან კუთხეებში და „ალპურ გორაკებზე“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 27.