ჟოლო
იერსახე
ჟოლო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Rubus idaeus L., 1753 | |||||||||||||||
|
ჟოლო (ლათ. Rubus idaeus) — მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ბუჩქბალახია, მისი სიმაღლეს 1-3 მ აღწევს. მიწისქვეშა ნაწილი მრავალწლოვანი ფესურაა, მიწისზედა — ერთ- და ორწლოვანი მწვანე, წითელი ან იისფერი ყლორტია, რომელიც დაფარულია სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ქაცვებით. ფოთოლი სამყურა ან ფრთისებრ რთულია, ყვავილი — ორსქესიანი, თეთრი, ნაყოფი — კენკრა, ფერად ყვითელი, წითელი ან მუქი მეწამული.
მრავლდება თესლით (ახალი ჯიშის მისაღებად) და ვეგეტატიურად. ცნობილია ჟოლოს 120-ზე მეტი სახეობა. ფართოდაა გავრცელებული ყველგან. იყენებენ საჭმელად — ნედლად და გადამუშავებულს. მედიცინაში გამხმარი ნაყოფის ნახარში ოფლმდენი საშუალებაა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 255.