სადაფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
NautilusCutawayLogarithmicSpiral.jpg

სადაფიორსაგდულიანებისა და მუცელფეხიანების ნიჟარის შიგა შრე, რომელსაც გამოყოფს მანტია. სადაფი შედგება არაგონიტის (კალციუმის კარბონატის სახეობა) თხელი ფირფიტებისაგან, რომლებიც ნიჟარის ზედაპირის პარალელურადაა განლაგებული. არსებობს სადაფის ზღვისა და მტკნარი წყლის სახესხვაობები, რომლებსაც სხვადასხვა მოლუსკის ნიჟარიდან იღებენ. სადაფისგან აკეთებენ სამკაულებს, ღილებს და სხვა ნივთებს. მისი განსაკუთრებული სახესხვაობაა მარგალიტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]