გვირილა
| გვირილა | |
|---|---|
|
გვირილას ყვავილები პეპლებთან ერთად | |
| აღწერა | |
| მცენარეთა რამდენიმე გვარის კრებითი სახელი | |
| სახელის სტატუსი | |
| არ არის განსაზღვრული | |
| მშობლიური ტაქსონი | |
| ყვავილოვანი მცენარეები | |
| გვარები | |
გვირილა — რთულყვავილოვანთა ოჯახის რამდენიმე გვარის მცენარეთა კრებითი სახელწოდება. უფრო მეტად ამ სახელწოდებით ცნობილია Pyrethrum-ის გვარი, რომლის 100-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპისა და აზიის ზომიერ ზონაში და ნაწილობრივ ჩრდილოეთ ამერიკაში, უმრავლესობა კი კავკასიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიის ქვეყნებში.
საქართველოში 24 სახეობაა, მათგან 10 სახეობა კავკასიის ენდემია, 3 - საქართველოსი. იზრდება მთის ქვემო სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე მდელოებსა და მაღალბალახეულში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებში, ქვიან და კლდოვან კალთებზე, ჩამონაზვავებზე და სხვა.
ზოგი სახეობა სათიბ-საძოვრების სარეველაა, ზოგი სამკურნალოა (ბალზამური გვირილა - Pyrethrum balsamita): ინსექტიციდურ და ჰერბიციდულ ნივთიერებებს (პირეტრინსა და ცინერონს) შეიცავს ფართოდ მოსენებული დალმაციური გვირილა (Pyrethrum cinerarifolium) და წითელი ანუ კავკასიური გვირილა (Pyrethrum roseum). Pyrethrum parthenium-ს დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ, ხოლო (ეგრეთ წოდებული კალუფერი ანუ კანუფერი) ლიქიორების არომატიზაციისათვის.
Doronicum-ის გვარიდან გვირილის სახელით ცნობილია ყვითელი გვირილა (Doronicum orientale), რომელიც უმთავრესად გავრცელებულია კოლხეთში, ნაწილობრივ კი ქართლში მთის შუა და ზემო სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში, Leucanthemum-ის გვარიდან - მინდვრის გვირილა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 148.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Chamomile (Matricaria recutita, Chamaemelum nobile) medical and therapeutic information on MedlinePlus (ინგლისური)
- Chamomile fact sheet, NIH National Center for Complementary and Integrative Health (ინგლისური)
- Roman chamomile დაარქივებული 2009-05-10 საიტზე Wayback Machine. , the National Cancer Institute (ინგლისური)
- PLANTS Profile: Anthemis tinctoria L. (golden chamomile) დაარქივებული 2013-05-01 საიტზე Wayback Machine. , USDA (ინგლისური)
- . ენციკლოპედია ამერიკანა. 1920. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|HIDE_PARAMETER15=,|HIDE_PARAMETER13=,|HIDE_PARAMETER2=,|HIDE_PARAMETER21=,|HIDE_PARAMETER8=,|HIDE_PARAMETER17=,|HIDE_PARAMETER20=,|HIDE_PARAMETER5=,|HIDE_PARAMETER7=,|HIDE_PARAMETER4=,|HIDE_PARAMETER22=,|HIDE_PARAMETER16=,|HIDE_PARAMETER19=,|HIDE_PARAMETER18=,|HIDE_PARAMETER6=,|HIDE_PARAMETER9=,|HIDE_PARAMETER10=,|HIDE_PARAMETER11=,|HIDE_PARAMETER1=,|HIDE_PARAMETER23=,|HIDE_PARAMETER14=,|HIDE_PARAMETER3=, და|HIDE_PARAMETER12=(დახმარება) (ინგლისური)