ემბლემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ემბლემა (ძვ. ბერძნ. ἔμ-βλημα) — იდეის პირობითი გამოსახულება ნახატით და პლასტიკით, რომელსაც გააჩნია ესა თუ ის აზრი.

ალეგორიისგან ემბლემა განსხვავდება იმით, რომ ის შესაძლებელია გამოვიყენოთ მხოლოდ პლასტიკურ ხელოვნებებში, სიმბოლოსგან კი იმით, რომ მისი ფარული აზრი დაფიქსირებულია და არ ექვემდებარება განხილვას.

История[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემბლემა, 1620 წელი
ურობოროსის გამოსახულება (გველი, რომელიც კბენს საკუთარ კუდს) ალქიმიურ ტრაქტატში 1478 წელი, ავტორი — თეოდორ პელესკანოსი

ძველ საბერძნეთში ტერმინი „ἔμβλημα (ემბლემა)“ — „ჩამატებული ნაწილი“ ნიშნავდა მორთულობებს, შეიარაღების აქსესუარებს, თავდაცვის საშუალებებს (ფარი, მუზარადი და ასე შემდეგ), ასევე მარმარილოს კაპიტელების ზედნადებ დეტალებს და მოოქროვილი ბრინჯაოს ორნამენტულ ფრიზებს არქიტექტურაში. უკვე ძველ რომში emblema (ლათინურად) გახდა განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც მიუთითებდა გარკვეულ კლასთან, თანრიგთან, ლეგიონთან კუთვნილობაზე, ასევე მოზაიკური ჩანართი შენობის კედლების გაფორმებაში.

ემბლემა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს გარკვეული და უბრალო, მნახველმა მასში უნდა ნახოს ის, რაც სურდათ მისთვის ეთქვათ; სიმბოლოში კი პირიქით, მასში ჩადებულია შინაარსი, რომელიც შესაძლებელია იყოს სრულიად დამოუკიდებელი მხატვრის სურვილებისაგან. სიმბოლო არის იდეის რეალიზაცია, ემბლემა — პირობითი ნიშანი, მისი შემცვლელი, მისი იეროგლიფი. სიმბოლოში გამოხატულია გადატანილი შთაბეჭდილებების მერყევი, განუსაზღვრელი ჯგუფი, რომელიც თვით მხატვრისათვისაც აბსტრაქტული განზოგადების სახით არ არსებობს, რადგანაც მხატვარი აზროვნებს შთაგონებით და არ იგონებს მათ ფარული აზრობრივი იდეების გამოსახატავად. იქ კი, სადაც გართობა გადაიქცევა ფარული აზროვნების გამოხატვის ფორმად, ჩვენ გვაქვს ემბლემა: ეს არ არის სიმბოლო, ხოლო ალეგორია — პროზაიკული სქემა, რეალურ სახედ შემოსილი მზა იდეაა.

ამიტომ მიქელანჯელო ბუონაროტის „ღამე“ ან ივანე ტურგენევის მიერ გამოხატული ბარელიეფი პროზაში „Necessitas-Vis-Libertas“ — ემბლემები კი არ არიან, არამედ სიმბოლოებია, რომლებიც იძლევიან აზრთა მოძრაობას. სიტყვა έμβλήμα ბერძნებისთვის და რომაელებისთვის ნიშნავდა სხვა ნივთისგან გაკეთებულ საგანზე არსებულ რელიეფურ მორთულობას, მაგალითად ვერცხლის ფიგურას ბრინჯაოს ვაზაზე, ასევე ყველანაირ ასაწყობ მხატვრულ-ხელოსნურ ნაკეთობებს, როგორც, მაგალითად, მოზაიკური იატაკები, სხვადასხვა ჯიშის და მრავალფეროვანი მასალისგან დამზადებული ავეჯი, დეკორატიული საგნების ჯგუფები კედლების მხატვრობაში, ავეჯის მორთულობა და ბევრი სხვა მისი მსგავსი.

თავისი თანამედროვე მნიშვნელობა სახელწოდება ემბლემა-მ მიიღო მხოლოდ XVI — XVII საუკუნეებში, როდესაც ალეგორიები საკმაოდ პოპულარულები იყო და როდესაც ემბლემა-ში ასახავდნენ ცოდნის ყველა დარგებს, ღვთისმსახურებიდან ფიზიკამდე, პოლიტიკიდან გრამატიკამდე. ბიბლიოგრაფია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ემბლემების ბევრ კრებულს, როგორც წესი საუკეთესოდ გამოცემულებს და დეკორატიული ხელოვნების ისტორიისთვის საინტერესოებს. განსაკუთრებით პოპულარული იყო მილანელი ჯოვანი ალჩიატოს (იტალ. Giovanni Andrea Alciati, Alciato, 1531 წელი) „ემბლემები“,[1] რომელიც 1781 წლამდე ევროპის ბევრ ქვეყანაში 130-მდე გამოიცა. სხვადასხვა დანიშნულებით ემბლემების კრებულები გამოყენებით ხელოვნებაში დღესაც გამოიცემა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Barker, William; Mark Feltham; Jean Guthrie. (1995-10-26) Alciato's Book of Emblems: The Memorial Web Edition in Latin and English. ციტირების თარიღი: 2009-05-29. This page states that "Andrea Alciato's [Emblemata] had enormous influence and popularity in the 16th and 17th centuries".