მორფუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
მორფუ
ბერძნ. Μόρφου, თურქ. Omorfo[1]/თურქ. Güzelyurt[2]
Guzelyurt church 01.jpg
წმინდა მამანტის ეკლესია
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
შიდა დაყოფა Agia Paraskevi, Agios Georgios, Agios Mamas და Chrysiliou
კოორდინატები 35°12′00″ ჩ. გ. 32°59′00″ ა. გ. / 35.20000° ჩ. გ. 32.98333° ა. გ. / 35.20000; 32.98333
ამჟამინდელი სტატუსი 1883
ცენტრის სიმაღლე 48 მეტრი
მოსახლეობა 31 116 კაცი (2006)
ოფიციალური საიტი morphou.org.cy
მორფუ — კვიპროსი
მორფუ

მორფუ (ბერძნ. Μόρφου, თურქ. Omorfo)[1]/გიუზელიურთი (თურქ. Güzelyurt)[2] — ქალაქი კვიპროსში, მდებარეობს მორფუს ყურის ნაპირზე. 1974 წლიდან ექვემდებარება ნახევრად აღიარებული ჩრდილოეთი კვიპროსის რესპუბლიკის კონტროლს.

მოსახლეობა ქალაქის ტერიტორიაზე ანტიკური პერიოდიდან ჩნდება. თანამედროვე მორფუს ჩამოყალიბება იწყება ბიზანტიური პერიოდიდან, როდესაც წმინდა მამანტის ეკლესიის გარშემო დასახლდა არაბთა ლაშქრობებს გაქცეული მოსახლეობა. 1426 წელს მორფუ გახდა მსხვილი ანტიფეოდალური აჯანყების ცენტრი. 1883 წლიდან ბრიტანულმა ადმინისტრაციამ მორფუს ქალაქის სტატუსი მიანიჭა. 1974 წელს დაიპყრო თურქულმა ძალებმა. ახალმა ადმინისტრაციამ ქალაქს სახელი გადაარქვა და უწოდა გიუზელიურთი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 კვიპროსის ადმინისტრაციული დაყოფის თანახმად
  2. 2.0 2.1 ჩრდილოეთი კვიპროსის ადმინისტრაციული დაყოფის თანახმად
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მორფუ&oldid=2896110“-დან