შინაარსზე გადასვლა

კაშხალი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუვერის კაშხალი

კაშხალი — ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელიც გადატიხრავს მდინარეს (ან სხვა წყალსადინარს) დინების ზემო ნაწილში წყლის დონის ასაწევად, ნაგებობის მდებარეობის ადგილზე წყლის დაწნევის გასაზრდელად ან/და სხვადასხვა დანიშნულების წყალსაცავის შესაქმნელად. ძველად კაშხალს უმეტესად სარწყავად აშენებდნენ. ამჟამად კი კაშხლები გამოიყენება როგორც სარწყავი წყლის დასაგროვებლად, ასევე ჰესებისათვის, წყალდიდობისგან დაცვის მიზნით და სხვა.

კაშხლის მშენებლობის შესახებ ცნობები დაცულია ეგვიპტეში (ძველი წელთაღრიცხვის 4000), ინდოეთში (ძველი წელთაღრიცხვის 4000), ჩინეთში და სხვ. ძველად მას უმთავრესად მიწისგან ან ხისგან აგებდნენ და მცირე სიმაღლე ჰქონდა. კაშხლების მშენებლობა ფართოდ გაიშალა ახალი წელთაღრიცხვის XVI-XVII საუკუნეებში, განსაკუთრებით კი — XIX საუკუნის II ნახევრიდან, როდესაც დაიწყეს ჰიდროელექტროსადგურების აგება.[1]

დანიშნულების მიხედვით არსებობს წყალსაცავი და წყალსაწევი კაშხლები. არის აგრეთვე ყრუ და წყალგადასაშვები კაშხლები. ძირითადი საშენი მასალის მიხედვით კაშხალი შეიძლება იყოს მიწის, ქვის, შერეული, ბეტონის, რკინაბეტონის და სხვა.

  • მიწაყრილი კაშხალი – უძველესია და ყველაზე ფართოდაა გავრცელებული.
  • ქვის კაშხალი – შენდება ქვის, ღორღის ან ხრეშის დაყრით.
  • შერეული ტიპის კაშხალი – ქვაყრილისა და გრუნტის, ან ქვაყრილისა და ბეტონისაგან შედგება.
  • ბეტონისა და რკინაბეტონის კაშხალი – შეიძლება იყოს 3 ტიპის: გრავიტაციული, თაღოვანი და კონტრფორსებიანი.
  • ხის კაშხალი – ჩვეულებრივ წყალგადასაშვები ხასიათისაა.

ხშირად მდინარეზე შენდება მცირე სიმაღლის (ანუ დაბალზღურბლიანი) წყალსაშვიანი დასაშლელი კაშხლები.[1]

საქართველოში არსებული კაშხლებიდან აღსანიშნავია ენგურის თაღოვანი კაშხალი.

კაშხლებზე მომხდარი უმსხვილესი კატასტროფები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თარიღი კაშხალი ადგილი დაღუპულები სურათი
1928 წელი სენტ-ფრენსისი კაშხალი აშშ დაახლ. 600 ადამიანი
კაშხალი კატასტროფამდე.
ბეტონის ნაგლეჯი კატასტროფის ადგილიდან.
1941 წელი
1943 წელი
დნეპროჰესი უკრაინა ათასობით ადამიანი
დნეპროჰესი, 1942.
ჰესის აფეთქების შემდეგ.
1959 წელი მალპასეს კაშხალი საფრანგეთი 423 ადამიანი
კაშხლის ნარჩენები.
1963 წელი ვაიონტის კაშხალი იტალია 2500 ადამიანი
კაშხლის კონსტრუქცია.
ქალაქი ლონგარონე კატასტროფის შემდეგ.
1975 წელი ბაინციაოს კაშხალი ჩინეთი 171 ათასი ადამიანი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • მოსტკოვი მ., ჰიდროტექნიკური ნაგებობანი რკინიგზის ტრანსპორტზე., თბ., 1960;
  • მოწონოლიძე ნ., ჰიდროტექნიკური ნაგებობანი, ნაწ., 1, თბ., 1977;
  • Ничипорович А. А., Плотины из местных материалов, М., 1973;
  • Производство гидротехнических работ, М., 1970.
  1. 1.0 1.1 მამრაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 443-444.