იტაიპუს კაშხალი
იტაიპუს კაშხალი (გუარანი Itaipu; პორტ. Itaipu; ესპ. Itaipú) — ჰიდროელექტრო დამბა მდინარე პარანაზე, ბრაზილია-პარაგვაის საზღვარზე. სახელი „იტაიპუ“ აღებულ იქნა იმ პატარა კუნძულისგან, რომელიც ნაგებობის სიახლოვეს მდებარეობდა. გუარანის ენაზე ეს სიტყვა „ქვის ხმას“ ნიშნავს.
წლიური გამომუშავების სიმძლავრით, კაშხალი რიგით მეორეა მომუშავე ჰიდროელექტროსადგურებს შორის. 2008 წელს 94.7 TWh გამოიმუშავა, 2009 წელს 91.6 TWh,[1] მაშინ, როდესაც ჩინეთში მდებარე სანსიის კაშხალმა 2008 წელს 80.8 TWh და 2009 წელს 79.4 TWh გამოიმუშავა. კაშხლის სიმძლავრე 14 000 მეგავატია და მეორეა 22 500 მეგავატიანი სანსიის კაშხლის შემდეგ. სადგურის ოპერირებას ორი ქვეყანა — ბრაზილია და პარაგვაი ახდენენ, რადგან ის მდინარე პარანაზე ამ ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო მონაკვეთზე, ქალაქ სიუდად-დელ-ესტესთან მდებარე მეგობრობის ხიდიდან 15 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს. ნაგებობა გადაჭიმულია ბრაზილიის ქალაქ ფოს-დუ-იგუასუდან პარაგვაის ქალაქ სიუდად-დელ-ესტემდე. 2008 წელს სადგურის მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ პარაგვაიში მოხმარებული ენერგიის 90% და ბრაზილიაში მოხმარებულის 19% შეადგინა.[2] 2012 წელს სადგურის გამომუშავებულმა ენეერგიამ 98.2 ტერავატ საათი შეადგენდა.
ამჟამად დამონტაჟებულია 20 ერთეული გენერატორი, რომელთაგან ათი პარაგვაისთვის 50 ჰერცის სიხშირის ენერგიას გამოიმუშავებს, ათი კი 60 ჰერცს ბრაზილიისთვის. ორი 600 kV HVDC გადამცემი ხაზი, თითოეული 800 კმ სიგრძის, ორივე ქვეყნის ენრეგიას სან-პაულუში გზავნის, სადაც ტერმინალი მას 60 ჰერციან ენერგიად გარდაქმნის. უკანასკნელი 2 გენერატორი 2007 წელს დამონტაჟდა.
მშენებლობის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაშხლის დაპროექტება 1971 წელს დაიწყო. 1978 წელს, მიმდებარე კლდეში 150 მეტრიანი გვირაბი გაჭრეს. კაშხლის მშენებლობა 1979 წელს დაიწყო, მას შემდეგმ, რაც პარანის ძირითადი კალაპოტი დააშრეს. რეზერვუარის ავსება 1982 წლის 13 ოქტომბერს დაიწყო და ძლიერი წვიმების შემდეგ, უკვე 27 ოქტომბერს წყალგადასაშვევბებზე წყლის დონემ 100 იარდს მიაღწია. 1984 წლის 5 მაისს გაეშვა პირველი ჰიდროგენერატორი.
მშენებლობისას სულ 63,85 მილიონი მ³ მიწა და კლდე იქნა მოჭრილი, ჩაყრილი იქნა 15 მლნ მ³ გრუნტი და 12.57 მლნ მ³ ბეტონი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Itaipu Company Site (პორტუგალიური) (ინგლისური) (ესპანური)
- Introduction დაარქივებული 2004-10-20 საიტზე Wayback Machine.
- Power conversion დაარქივებული 1999-02-19 საიტზე Wayback Machine.
- Power conditioning დაარქივებული 2016-05-19 საიტზე Portuguese Web ArchiveCategory:Webarchive template other archives
- The Itaipu Transmission System
- ELC-Electroconsult დაარქივებული 2020-08-20 საიტზე Wayback Machine.
- Voith-Siemens Hydro Power Generation, one of the hydro turbines and generators manufacturer for this project
- Article on Brazil`s Thermoelectric Priority Program Author`s updated contact information დაარქივებული 2010-08-16 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.itaipu.gov.br/en/energy/energy
- ↑ Folha (2009), Itaipu bate recorde de produção de energia, mas perde participação no consumo, Folha Online, http://www1.folha.uol.com.br/folha/dinheiro/ult91u485484.shtml. წაკითხვის თარიღი: January 2, 2009