შინაარსზე გადასვლა

ირლანდია (კუნძული)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირლანდია
მშობ. სახელი: ირლ. Éire
ინგლ. Ireland
ლათ. Hibernia

კუნძულის სატელიტური ფოტო
გეოგრაფია
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 84 421[1] კმ²
დედაქალაქი დუბლინი
დედაქალაქი ბელფასტი
მონარქი ჩარლზ III
დემოგრაფია
მოსახლეობა 6 378 000[2]
ეთნიკური ჯგუფები ირლანდიელები

ირლანდია (ირლ. Éire, ინგლ. Ireland, ლათ. Hibernia) — კუნძული ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, დიდი ბრიტანეთის დასავლეთით, რომლისგანაც გამოყოფილია ჩრდილოეთის სრუტით, ირლანდიის ზღვითა და წმინდა გიორგის სრუტით და რომლის შემდეგაც უდიდესია ბრიტანეთის კუნძულების არქიპელაგში.

კუნძულზე ნორმანები შუა საუკუნის ადრეულ წლებში შეიჭრნენ. შუა საუკუნეების შემდგომ პერიოდში უკვე ეს კუნძული შევიდა ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში. მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში ვრცელდება პროტესტანტიზმი, იმპერია ირლანდიის კუნძულზე ავრცელებს ამ რელიგიას. კუნძულზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ კათოლიციზმის მიმდევრები. 1900 წლამდე აქ დიდ ბრიტანეთს პოზიციები მყარად ეკავა. XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო ირლანდიელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ამ ბრძოლის შემდეგ სამხრეთმა ირლანდიამ მიიღო დომინიონის სტატუსი, ჩრდილოეთი კი უშუალოდ შეუერთდა დიდ ბრიტანეთს. 1949 წელს სამხრეთი ირლანდია რესპუბლიკად გამოცხადდა. ჩრდილოეთ ირლანდიაში დაიწყო დაპირისპირება ბრიტანელებთან. ეს დაპირისპირება მიმდინარეობდა 1960-1990 წლებში, დაპირისპირება დასრულდა დიდი პარასკევის შეთანხმებით.

ფართობის მხრივ, ირლანდია მესამე კუნძულია ევროპაში და მეოცე — მსოფლიოში.[3][4] კუნძულის ძირითადი ნაწილი უკავია ირლანდიის რესპუბლიკას, თუმცა ჩრდილოეთში მდებარეობს დიდი ბრიტანეთის ტერიტორია — ჩრდილოეთი ირლანდია. აქ შედარებით მცირე სიმაღლის მთებია. ასეთი ტერიტორიები ძირითადად კუნძულის ცენტრალურ ნაწილშია მოქცეული. სწორედ აქედან იღებს მნიშვნელოვანი მდინარეები სათავეს. კუნძული უძველესი დროიდან მდიდარი იყო მწვანე საფრით, თუმცა დღეისთვის ტყეების დიდი ნაწილი გაჩეხილია. აქ ოცდაექვსი სხვადასხვა ჯიშის ძუძუმწოვარი სახლობს. მათგან აღსანიშნავია წითელი მელა, ზღარბი და მაჩვი. აქ ცხოვრობენ აგრეთვე თეთრი კურდღელი, კეთილშობილი ირემი და ტყის კვერნა. კუნძული მდიდარია ფაუნის სხვა მრავალი სახეობითაც.

ირლანდიის კუნძულზე მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 6,2 მილიონ ადამიანს. მოსახლეობის უმრავლესობა (4,6 მილიონი ადამიანი) ცხოვრობს ირლანდიის რესპუბლიკაში, ხოლო 1,8 მილიონი ადამიანი ჩრდილოეთ ირლანდიის მცხოვრებია. 2008 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად, ირლანდიის რესპუბლიკის მოსახლეობამ შეადგინა 4 422 100, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობამ - 1 775 000 ადამიანი. კუნძულზე აღწერა ჩატარდა აგრეთვე 2009 წელს. ამ წელს ირლანდიის რესპუბლიკის მოსახლეობა შეადგენდა 4 459 300 ადამიანს. ჩრდილოეთ ირლანდიაში აღწერა არ ჩატარებულა.

ირლანდიურმა კულტურამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კულტურაზე. განსაკუთრებით ცნობილია ირლანდიური ლიტერატურა და მეცნიერება. კუნძულზე მოსახლეობის უმრავლესობა საუბრობს ირლანდიურ ენაზე, თუმცა გავრცელებულია აგრეთვე ინგლისური ენა. აქ განვითარებულია სპორტული ცხოვრება. ირლანდიის რესპუბლიკას ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებები ჰყავს: რაგბიში, ფეხბურთსა და გოლფში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Nolan, William. Geography of Ireland. Government of Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 11 November 2009.
  2. Historial Population Trends – 1841 – 2011, NISRA (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-10. ციტირების თარიღი: 2013-10-20. In 2011, the population of the Republic of Ireland and Northern Ireland was 6 399 115; compromising of approximately 6 378 000 on Ireland and 21 000 on other islands.
  3. Largest Islands of the World. WorldIslandInfo. ციტირების თარიღი: 5 December 2012.
  4. Islands by Area. UN System-Wide Earthwatch. United Nations Environment Programme (1998-02-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-20. ციტირების თარიღი: 2008-08-30.