ბრაზილიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრაზილია
კავშირი ბრაზილიის რაგბის კონფედერაცია
მეტსახელ(ებ)ი Tupis (ტუპი)[1]
ემბლემა Tupi
მწვრთნელ(ებ)ი რუდოლფო ამბროზიო
კაპიტანი ნიკ სმიტი
ყველაზე მეტი ქულა დანიელ გრეგი (143)
ყველაზე მეტი ლელო დანიელ გრეგი (14)
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
ურუგვაის დროშა ურუგვაი 8 - 6 ბრაზილია ბრაზილიის დროშა
(9 სექტემბერი 1950)
უდიდესი გამარჯვება
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა 0 - 95 ბრაზილია ბრაზილიის დროშა
(10 ოქტომბერი 2006)
უარესი დამარცხება
არგენტინის დროშა არგენტინა 114 - 3 ბრაზილია ბრაზილიის დროშა
(10 ოქტომბერი 1992)
არგენტინის დროშა არგენტინა 111 - 0 ბრაზილია ბრაზილიის დროშა
(5 მაისი 2012)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლები 0

ბრაზილიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები (პორტ. Seleção Brasileira de Rugby Union) – ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. ბრაზილიის ნაკრებს არასოდეს არ მიუღია მონაწილეობა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. 2005 წლიდან რაგბის თამაშის პოპულარობა ბრაზილიაში სულ უფრო იზრდება, 2015 წლისთვის ქვეყანაში დარეგისტრირებულია დაახლოებით 10 ათასი მორაგბე. მიუხედავად ამისა, ბრაზილიის რაგბი და მისი ეროვნული ნაკრები ვერ აღწევს ისეთ წარმატებებს, როგორც მისი მეზობელი არგენტინისა და ურუგვაის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო არენაზე გავიდა 1950-იანი წლების დასაწყისში. ორი ათეული წლის განმავლობაში ბრაზილიის ნაკრები რეგულარულად ხვდებოდა არგენტინის, ურუგვაის და ჩილეს ეროვნულ ნაკრებებს. 1974 წელს ბრაზილიის ნაკრებმა ითამაშა საფრანგეთის მეორე ნაკრებთან და დიდი ანგარიშით დამარცხდა (7-99).[2] 1990-იანი წლების დაწყებამდე ბრაზილიის ეროვნული ნაკრები კვლავ უფრო მეტად ეთამაშებოდა მხოლოდ საკუთარ მეზობლებს, ასევე პარაგვაის ნაკრებს. 2000—2002 წლებში ბრაზილიის ნაკრებმა ჩაატარა 7 წაუგებელი მატჩების სერია. XXI საუკუნის პირველ ათწლეულში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მიერ ჩატარებული მატჩების უმრავლესობა მთავრდებოდა ბრაზილიელთა გამარჯვებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tupi is the new emblem of Brazil National Team=BrasilRugby.com - In Portuguese. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-23. ციტირების თარიღი: 10 May 2012.
  2. History of Rugby (in Portuguese). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 4 May 2016.