ფიჯის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
კავშირი | ფიჯის რაგბის კავშირი | ||
---|---|---|---|
მეტსახელ(ებ)ი | მფრინავი ფიჯელები | ||
ემბლემა | პალმა | ||
მწვრთნელ(ებ)ი | ჯონ მაკ-კი[1] | ||
კაპიტანი | აკაპუსი კერა | ||
ყველაზე მეტი კეპი | ნიკი ლიტლი (71) | ||
ყველაზე მეტი ქულა | ნიკი ლიტლი (670) | ||
ყველაზე მეტი ლელო | სანივალატი ლაულაუ (20) | ||
| |||
პირველი საერთაშორისო მატჩი | |||
სამოა 0–6 ფიჯი (18-08-1924)[2] | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
ნიუე 4–120 ფიჯი (10-09-1983)[3] | |||
უარესი დამარცხება | |||
ახალი ზელანდია 91–0 ფიჯი (10-06-2005)[4] | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლები | 7 (პირველი 1987) | ||
საუკეთესო შედეგი | მეოთხედფინალი, 1987, 2007 |
ფიჯის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები (ინგლ. Fiji national rugby union team) – ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. საშინაო შეხვედრებს მართავს «ანზ ეროვნულ სტადიონზე» (ინგლ. ANZ National Stadium), რომელზეც ეტევა დაახლოებით 15 ათასი მაყურებელი.
ფიჯის ეროვნული ნაკრები რეგულარულად მონაწილეობს ყველაზე უფრო პრესტიჟულ საერთაშორისო სარაგბო ტურნირზე — რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. ეროვნულმა ნაკრებმა ვერ გადალახა მხოლოდ 1995 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი. პირველ თავის წარმატებებს ფიჯის სარაგბო ნაკრებმა მიაღწია 1987 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც შეძლო მეოთხედფინალში გასვლა. 20 წლის შემდეგ 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებმა გაიმეორა თავისი მიღწევა — მან მოუგო უელსის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ანგარიშით 38:34 და კვლავ მოიპოვა ადგილი პლეი-ოფში. ასე რომ, ფიჯის ნაკრებმა გააღწია მსოფლიოს რვა უძლიერეს ნაკრებებს შორის. მაშინ ფიჯელებმა წააგეს მხოლოდ მომავალ ჩემპიონებთან, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან, ანგარიშით 37:20. ყოველ წელს ეროვნული ნაკრები სამოის და ტონგის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად იბრძვის წყნარი ოკეანის ერთა თასისთვის; ფიჯის ნაკრებმა ამ ტურნირზე სამჯერ გაიმარჯვა 2013, 2015 და 2016 წლებში.
ფიჯი ერთ-ერთი იმ ცოტა სახელმწიფოთაგანია, სადაც რაგბი ითვლება სპორტის ეროვნულ სახეობად. ქვეყანაში არსებობს 120 ათასზე მეტი დარეგისტრირებული მოთამაშე, როდესაც მისი მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა შეადგენს 950 ადამიანს[5]. ნაკრები ტრადიციულად თამაშობს შავ-თეთრ ფორმაში, ხოლო მისი ოფიციალური მეტსახელია — «მფრინავი ფიჯელები». 1939 წლიდან ყოველი თამაშის წინ მოთამაშეები ასრულებენ საბრძოლო ცეკვას – ზიმბი (ინგლ. Cibi).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ FRU Appoints New Flying Fijians Head Coach. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-02. ციტირების თარიღი: 2015-10-19.
- ↑ Fiji / Match results. ESPN. ციტირების თარიღი: 4 September 2015.
- ↑ Fiji's Results – 1983. ციტირების თარიღი: 1 July 2015.
- ↑ Fiji's Results – 2005. ციტირების თარიღი: 1 July 2015.
- ↑ World Rugby in Review. World Rugby გვ. P. 45. ციტირების თარიღი: 2017-06-25.