კოტ-დ’ივუარის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოტ-დ’ივუარი
Rugby Logo Cote dIvoire.png
კავშირი კოტ-დ’ივუარის რაგბის ფედერაცია
მეტსახელ(ებ)ი სპილოები
მწვრთნელ(ებ)ი საფრანგეთის დროშა მიშელ ჯიაკომინი
კაპიტანი ედგარ ბაბოუ
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე 22 - 9 კოტ-დ’ივუარი კოტ-დ’ივუარის დროშა
(5 მაისი 1990)
უდიდესი გამარჯვება
კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი 83 - 3 მავრიკი მავრიკის დროშა
(26 ივნისი 2013)
უარესი დამარცხება
კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი 0 - 89 შოტლანდია შოტლანდიის დროშა
(26 მაისი 1995)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლები 1 (პირველი 1995)
საუკეთესო შედეგი ბოლო ადგილი ჯგუფში, 1995

კოტ-დ’ივუარის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ((ფრანგ. Équipe de Côte d'Ivoire de rugby à XV), მეტსახელად სპილოები (ფრანგ. Les Éléphants)) — ეროვნული ნაკრები, რომელიც კოტ-დ’ივუარს წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. ეროვნული ნაკრები პირველად შეიქმნა 1990 წელს. გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობს აფრიკის თასის გათამაშებებში და მსოფლიო რაგბის კილასიფიკაციით აღიარებულია მესამე იარუსის გუნდად. 2011 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ეროვნული ნაკრები ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც ჩაატარა ორი მატჩი ნამიბიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, პირველი შინ ფრედ დამთავრდა, ხოლო მეორე სტუმრად წააგო. კოტ-დ’ივუარს მხოლოდ ერთხელ – 1995 წელს აქვს მონაწილეობა მიღებული რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს. რაგბი უფრო მეტად პოპულარულია კოტ-დ’ივუარის სკოლის მოსწავლეებს შორის, მაგრამ ქვეყანაში მორაგბეთა საერთო რაოდენობა საკმაოდ მცირეა: სულ დარეგისტრირებულია საასპარეზო ასაკის მხოლოდ 14 კლუბი და 470 მორაგბე[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ivory Coast. International Rugby Board. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-01-17. წაკითხვის თარიღი: 7 December 2010.