შინაარსზე გადასვლა

გერმანიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გერმანია
კავშირი გერმანიის რაგბის ფედერაცია
მეტსახელ(ებ)ი German National Team
მწვრთნელ(ებ)ი გერმანიის დროშა რუდოლფ ფინსტერერი
კაპიტანი იენს შმიდტი
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 30 - 5 გერმანია გერმანიის დროშა
(17 აპრილი 1927)
უდიდესი გამარჯვება
სერბეთის და ჩერნოგორიის დროშა სერბეთი და ჩერნოგორია 0 - 108 გერმანია გერმანიის დროშა
(12 ნოემბერი 2005)
უარესი დამარცხება
რუსეთის დროშა რუსეთი 89 - 6 გერმანია გერმანიის დროშა
(16 აპრილი 2000)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლები 0

გერმანიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები – ეროვნული ნაკრები, რომელიც გერმანიას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. IRB-ის კვალიფიკაციით განეკუთვნება მესამე იარუსის გუნდებს, რომელთაც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება არ აქვთ. გერმანიის ნაკრები ასპარეზობს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ნაკრებს არასოდეს არ უთამაშია. მათი პირველი საერთაშორისო თამაში გაიმართა 1927 წელს, როდესაც მათი მეტოქე იყო საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები. გერმანიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სისტემატურად მონაწილეობს ევროპის ერთა თასის გათამაშებაში, თუმცა რაიმე სერიოზული წარმატებისათვის მას ჯერ არ მიუღწევია. გერმანიის ეროვნული ნაკრები იმართება გერმანიის რაგბის ფედერაციის მიერ.

ევროპის ერთა თასის 2007/08 წლების სეზონზე გერმანიის ნაკრები გახდა დივიზიონ «2A-ს» გამარჯვებული, რამაც მას საშუალება მისცა მომდევნო სეზონში მონაწილეობა მიეღო პირველი დივიზიონის მატჩებში. მაგრამ გერმანელებისათვის ახალ ტურნირში კონკურენცია აღმოჩნდა საკმაოდ ძნელი, მათ დათმეს ყველა ორთაბრძოლა და სეზონის საბოლოო შედეგების მიხედვით გავარდნენ საუკეთესო ნაკრებების რიგებიდან[1]. საფრანგეთის კლუბებში მოასპარეზე რამდენიმე მორაგბის გარდა ნაკრების მოთამაშეთა უმრავლესობას მოყვარულის სტატუსი აქვს.[2]

გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ვერცხლის მედლების მოპოვება პარიზის 1900 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების რაგბის ტურნირზე.

ნაკრების ხელმძღვანელობა აცხადებდა უკვე 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში მონაწილეობის შესახებ,[3] მაგრამ შემდეგ ნაკრებმა მიზნად დაისახა იაპონიის 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა.[4]

  1. Deutschland steigt ab / Finsterer tritt zurück დაარქივებული 2020-04-29 საიტზე Wayback Machine. Rugby-Journal, published: 20 March 2010. Retrieved: 20 March 2010
  2. German champagne on ice დაარქივებული 2012-09-30 საიტზე Wayback Machine. IRB website – Report after the Netherlands game (2008). Retrieved: 10 January 2009
  3. Germany launch quest to reach 2015 World cup დაარქივებული 2012-04-07 საიტზე Wayback Machine. worldcupweb.com, published: 15 April 2008. Retrieved: 27 December 2008
  4. Der DRV-Arbeitsplan “Rugby auf dem Weg nach Olympia 2016” (გერმანული) totalrugby.de, author: Claus-Peter Bach, published: 19 October 2009. Retrieved: 27 March 2010