ბელგიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელგია
კავშირი ბელგიის რაგბის ფედერაცია
მეტსახელ(ებ)ი Zwarte Duivels (შავი ეშმაკები)
მწვრთნელ(ებ)ი რიჩარდ მაკკლინტოკი
კაპიტანი ნილ ენდრიუ
ყველაზე მეტი ქულა ალან უილიამსი (451)
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
ბელგიის დროშა ბელგია 6 - 6 ნიდერლანდები ნიდერლანდების დროშა
(13 მარტი 1932)
უდიდესი გამარჯვება
ბელგიის დროშა ბელგია 3 - 94 არაბთა გაერთიანებული საამიროები არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა
(8 დეკემბერი 2012)
უარესი დამარცხება
ესპანეთის დროშა ესპანეთი 77 - 0 ბელგია ბელგიის დროშა
(8 დეკემბერი 1996)

ბელგიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები — ეროვნული ნაკრები, რომელიც ბელგიას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. განეკუთვნება მესამე იარუსის გუნდებს, რომელთაც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება არ აქვთ. ეროვნული ნაკრების მმართველი ორგანოა ბელგიის რაგბის ფედერაცია. მათი პირველი საერთაშორისო თამაში გაიმართა 1932 წელს და მას შემდეგ ისინი ვერ ახერხებენ მიაღწიონ წარმატებას და ითამაშონ მსოფლიო ჩემპიონატზე. ბელგიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟაკ როგე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელგიის ეროვნული ნაკრების პირველი მატჩი გაიმართა 1932 წლის 13 მარტს ნიდერლანდების მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან და დამთავრდა ფრედ ანგარიშით 6-6. შემდეგ ეს გუნდები ერთმანეთს ყოველწლიურად ხვდებოდნენ ხუთი წლის განმავლობაში, სადაც ყოველთვის ნიდერლანდელები იმარჯვებდნენ. 1937 წელს ბელგიის ნაკრებმა გამართა მატჩები გერმანიის და იტალიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან, სადაც ორივეში დამარცხდა.

1950-იან წლებში ბელგიელები აგრძელებდნენ შეხვედრებს ნიდერლანდების ნაკრებთან, ასევე მართავდა მატჩებს ესპანეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან. 1960-იან წლებში ბელგიის ნაკრებმა წინა წლებთან შედარებით უფრო წარმატებული თამაში აჩვენა: ბელგიის ნაკრებმა შეძლო ფრედ ეთამაშა პორტუგალიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან. შემდეგ ათწლეულში ნაკრები უფრო მეტად იგებდა, აფართოებდა საკუთარი მეტოქეების წრეს, სიტუაცია ანალოგიურად ვითარდებოდა 1980-იან წლებშიც. 1980-იანი წლების ბოლოს ბელგიის ნაკრებმა გამართა მოგებული ექვსმატჩიანი სერია. მაშინ ბელგიის ნაკრები ხშირად ხვდებოდნენ თავიანთ პრინციპულ მოწინააღმდეგეებს. 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბელგიის ნაკრებმა ითამაშა არგენტინის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან, ხოლო 2008 წლის გაზაფხულზე გამართა შეხვედრა «ბარბაროსების» საერთაშორისო ნაკრებთან.

ბელგიის ნაკრები თამაშობს რაგბი ევროპის ჩემპიონატის 1A დივიზიონში, რომელიც ევროპის ერთა თასის პირველი დივიზიონია და ექვსი ერის ჩემპიონატის უმაღლესი დონის გათვალისწინებით ევროპული რაგბის მეორე დივიზიონია. ექვსი ერის ჩემპიონატში არმონაწილე საუკეთესო ნაკრებების რიცხვში მოხვედრა შედგა 2010/2012 წლების სეზონის შედეგების მიხედვით. ახლა უკვე ბელგიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდება ისეთ ნაკრებებს, როგორებიც არიან საქართველო, რუმინეთი, ესპანეთი, პორტუგალია და რუსეთი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]