საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საფრანგეთი
კავშირი საფრანგეთის რაგბის ფედერაცია
მეტსახელ(ებ)ი სამფეროვნები
ემბლემა მამალი
მოედანი სტად დე ფრანსი
მწვრთნელ(ებ)ი ფაბიენ გალთიე
კაპიტანი შარლ ოლივონი
ყველაზე მეტი კეპი ფაბიენ პელუზი (118)
ყველაზე მეტი ქულა ფრედერიკ მიშალაკი (436)
ყველაზე მეტი ლელო სერჟ ბლანკო (38)
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 8–38 ახალი ზელანდია ახალი ზელანდიის დროშა
(01-01-1906)
უდიდესი გამარჯვება
საფრანგეთი საფრანგეთის დროშა 99–7 ბრაზილიის დროშა ბრაზილია
(07-06-1974)
უარესი დამარცხება
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 61–10 საფრანგეთი საფრანგეთის დროშა
(09-06-2007)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლები 8 (პირველი 1987)
საუკეთესო შედეგი მეორე ადგილი, 1987, 1999, 2011

საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები წარადგენს საფრანგეთს რაგბიში. ისინი ყოველწლიურად ეჯიბრებიან ინგლისის, ირლანდიის, იტალიის, შოტლანდიისა და უელსის ეროვნულ ნაკრებებს ექვსი ერის ჩემპიონატში. მათ მოგებული აქვთ ჩემპიონატი თექვსმეტჯერ ღიად, ხოლო რვაჯერ - განაწილებულად. ასევე აქვს შესრულებული დიდებული შლემი.

საფრანგეთი აღიარებულია ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებად. 2013 წლის 17 მარტის მონაცემებით, იგი მეხუთე ადგილზეა მსოფლიოს მასშტაბით. ექვსი ყოფილი ფრანგი მოთამაშე მოხვედრილია საერთაშორისო რაგბის დიდების დარბაზში, აქედან ერთ-ერთი, ფილიპ სელა მოხვედრილია ასევე IRB-ის დიდების დარბაზში. საფრანგეთს ასევე აქვს საუკეთესო გამარჯვების მონაცემები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე ნაკრებებს შორის, როდესაც თამაშობდა სატესტო მატჩებს სამი ერის თასის მოწინააღმდეგეებს შორის.

საფრანგეთში რაგბი პირველად გამოჩნდა 1872 წელს, ბრიტანელების მიერ. 1906 წლის ახალი წლის დღეს ეროვნულ ნაკრებმა ითამაშა პირველი სატესტო მატჩი ახალი ზელანდიის წინააღმდეგ, პარიზში. საფრანგეთის სპორადულად თამაშობდა ბრიტანულ Home Nations-ში, მანამ სანამ შეუერთდებოდა ხუთი ერის ჩემპიონატზე (ახლა ექვსი ერის ჩემპიონატი) 1910 წელს. საფრანგეთმა ასევე მონაწილეობა მიიღო ადრეული ზაფხულის ოლიმპიადების სარაგბო ტურნირებში, რაც დასრულდა ოქროს მედლის მოგებით 1900 წელს და ორი ვერცხლის მედლის მოგებით 1920 და 1924 წლებში. საფრანგეთი ძალიან გაძლიერდა 1950-იან და 1960-იან წლებში. პირველი ხუთის ერის თასიც ამ პერიოდში, 1959 წელს, წმინდად მოიგეს. 1968 წელს მოიგებს პირველი დიდებული შლემი. 1987 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული, საფრანგეთს ყველა საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახული აქვს. მათ მიაღწიეს ფინალამდე ორჯერ. 1987 წელს წააგეს All Blacks-თან[1], ხოლო 1999 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდნენ ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებთან. საფრანგეთი გამოვიდა 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც, მსგავსად 2003 წლის ჩემპიონატისა, ნახევარფინალში დამარცხდა ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან.

საფრანგეთი ტრადიციულად თამაშობს ლურჯ მაისურებში თეთრი შორტებითა და წითელი გეტრებით და მას უბრალოდ მიმართავენ, როგორც les tricolores ან les bleus. საფრანგეთის ნაკრების ემბლემა არის ოქროს მამალი წითელი ბიბილოთი და ფონით. მათი სათადარიგო ფორმა შეთხზულია თეთრი მაისურით, ლურჯი შორტებითა და ამავე ფერის წინდებით. საერთაშორისო მატჩები ტარდება ქვეყნის სხვადასხვა არენებზე: პარიზის სიახლოვეს, სენ-დენიში მდებარე სტად დე ფრანსი გამოყენებულია ექვსი ერის ჩემპიონატის მატჩების ჩასატარებლად; ასევე ატარებენ მატჩებს ველოდრომზე, მარსელში, რაც ნაკრებისთვის მნიშვნელოვან მოგონებებს უკავშირდება. ამ სტადიონზე მათ მხოლოდ ორი წაგება აქვთ: 2004 წელს არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან, ხოლო 2009 წელს ახალი ზელანდიის ნაკრებთან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთი უელსის წინააღმდეგ, ექვსი ერის ჩემპიონატის მატჩი

რაგბი საფრანგეთში პირველად გამოჩნდა 1872 წელს, ინგლისელი ვაჭრებისა და სტუდენტების მიერ[2]. იმის მიუხედავად, რომ საფრანგეთი იყო წარდგენილი 1900 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე და მოიგეს ოქროს მედლები[3], მათი პირველი ოფიციალური ტესტ მატჩი არ ჩატარებულა 1906 წლის ახალი წლის დღემდე. ამ დღეს მათ ითამაშეს ახალი ზელანდიის ეროვნულ ნაკრებთან, პარიზში[4]. ამის შემდეგ, საფრანგეთმა დაიწყო საერთაშორისო მატჩების ჩატარება ბრიტანულ Home Nations-ში, მანამ არ შეუერთდებოდა ხუთი ერის ჩემპიონატზე (ამჟამად ექვსი ერის თასი) 1910 წელს. 1913 წელს, საფრანგეთი პირველად დაუპირისპირდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულ ნაკრებს, სადაც დამარცხდა 38-ით 5.[5]. საფრანგეთი ასევე გავიდა 1920 წლისა და 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიადებზე და ორივეგან დამარცხდა აშშ-ის ეროვნულ ნაკრებთან ოქროს მედლისთვის საბრძოლო მატჩი. ვიკი ლედონმა გაიტანა გამარჯვების ბურთი[3].

1932 წელს, საფრანგეთი გამოგდებული იქნა ხუთი ერის თასიდან, მიზეზი კი იყო საფრანგეთის ლიგის პროფესიონალიზმი იმ დროისთვის, როცა რაგბი იყო მკაცრად დილეტანტური[6][7]. ნაკრები იძულებული იყო, რომ ეთამაშა შედარებით სუსტ მოწინააღდეგესთან, ამიტომ საფრანგეთი გავიდა მოგებების სერიაზე; 1931 წლიდან 1936 წლამდე, ნაკრებმა ზედიზედ მოიგო ათი თამაში. ეს მოგებების სერია კვლავ საუკეთესოა საფრანგეთისთვის[8]. 1939 წელს, საფრანგეთი კვლავ მიიწვეს ხუთი ერის თასზე, თუმცა მეორე მსოფლიო ომი გა,პ. 1947 წლამდე არ გამოსულა[7].

საფრანგეთი ძლიერ გაძლიერდა 1950-იან და 1960-იან წლებში. სწორედ ამ პერიოდში მოიგეს მათ პირველი ხუთი ერის ჩემპიონატი და წარმატებულად დაასრულეს სამხრეთ აფრიკის ტური.[7]. პირველი ჩემპიონატი მოიგო 1954 წელს, როდესაც წოდება გაუზიარა ინგლისისა და უელსის ნაკრებებს (ანუ გაიმაჯრვა სამმა ნაკრებბმა)[7][9]. საფრანგეთმა პირველი ხუთი ერის თასი წმინდად (ანუ მხოლოდ მან გაიმარჯვა ჩემპიონატში) 1959 წელს მოიგეს, სამი მოგებითა და ერთი ფრით (ინგლისის წინააღმდეგ)[9].

საფრანგეთი გახდა პირველი ეროვნული ნაკრები, რომელმაც ჩაატარა სამხრეთ აფრიკის ტური სატესტო თამაშების მოგების სერიით, 1958 წელს. სპრინბოკები[10] ასევე ეწვივნენ პარიზს 1961 წელს, თუმცა სატესტო მატჩი არ ჩატერებულა მოთამაშეებს შორის მოედანზე მომხდარი ჩხუბის გამო. საფრანგეთმა ასევე ჩაატარა ტური ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში 1961 წელს, სადაც All Blacks-ის წინააღმდეგ ორივე მატჩში დამარცხდა, მაგრამ გამარჯვება მოიპოვა კენგურუების[11] წინააღმდეგ. მათ მოიგეს თავიანთი პირველი დიდებული შლემი 1968 წელს, საფრანგეთმა დაამარცხა ოთხივე მოწინააღმდეგე და მოიგო მრავალი წოდება ამ წელს.[9]

1977 წელს, ნაკრებმა მოიგო მათი მეორე დიდებული შლემი[9]. ამ წელს, მათ ასევე დაამარცხეს All Blacks ტულუზაში, მაგრამ წააგო მეორე მატჩი პარიზში[9]. ბასტილიის დღეს, 1979 წელს, მათ დაამარცხეს All Blacks პირველად ახალ ზელანდიაში, ედენ პარკში, ოკლენდი[12].

1981 წელს, საფრანგეთმა მოიგო მისი მესამე დიდებული შლემი; ტვიკენჰემის სტადიონიზე დაამარცხეს ინგლისი[9]. მათ ასევე დააგვირგვინეს დიდებული შლემი 1987 წელს, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინადრეს. ამ ტურნირში, საფრანგეთმა მოუგო ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებს ნახევარ-ფინალში და დაუპირისპირდა All Blacks-ის ფინალში, ედენ პარკში, ოკლენდი. საფრანგეთმა წააგო 29-ით 9. შემდეგ წელს, მათ გაუზიარეს ხუთი ერის თასის ჩემპიონობა უელსის. ასევე მოიგეს 1989[9].

1991 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში, საფრანგეთმა უმასპინძლა რამდენიმე სატესტო თამაშს. ამ წელს საფრანგეთს არ გაუმარლა და მეოთხედფინალიდან გამოაგდო ინგლისის ნაკრებმა, პარკ დე პრენსზე, პარიზი. 1993 წელს, ნაკრებმა მოიგო ხუთი ერის ჩემპიონატი. შემდეგ წელს, საფრანგეთმა მოიგო სატესტო მატჩი 2-0[13]. 1995 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, საფრანგეთის დამარცხდა სპრინბოკებთან და გამოეთიშა ჩემპიონატს ნახევარფინალიდან, მაგრამ მესამე ადგილისთვის მატჩში დაამარცხეს ინგლისის ნაკრები. საფრანგეთმა ითამაშა ორი სატესტო მატჩი All Blacks-ის წინააღმდეგ. პირველი მატჩი ჩატარდა ტულუზაში და გაიმარჯვა 22-ით 15, ხოლო მეორე მატჩი ჩატარდა პარიზში და დასრულდა 37-ით 12, All Black-ის სასარგებლოდ. 1997 და 1998 წლებში, საფრანგეთმა ზედიზედ ორჯერ მოიგო დიდებული შლემი. 1999 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, მათ დაამარცხეს ტურნირის ფავორიტი All Blacks, მაგრამ წააგა ფინალში კენგურუებთან[9].

2000 წელს, ხუთი ერის ჩემპიონატი გაფართოვდა და დაემატა იტალიის ეროვნული ნაკრები, ამიტომ ეს ჩემპიონატი გახდა ექვსი ერის თასი. 2002 წელს, საფრანგეთმა მოიგო ექვსი ერის თასის დიდებული შლემი[9]. 2003 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, ავსტრალიაში, ისინი გავიდნენ ნახევარფინალამდე, სადაც დამარცხდნენ ყოფილ ჩემპიონ ინგლისთან. 2004 წელს, ნაკრებმა მოიგო მეორე ექვსი ერის თასის დიდებული შლემი, რომელსაც მოყვა 2006 წელს ჩემპიონობა და წარმატებული თავდაცვა 2007 წელს[9]. 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა საფრანგეთის 17-ით 12. მიუხედავად ამისა, საფრანგეთი მაინც გავიდა მეოთხედფინალში და დაუპირისპირდა All Blacks-ს, რომელიც 20-ით 18 დაამარცხა, შემდეგ კი, ნახევარფინალში, ინგლისთან დამარცხდა 14-ით 9. მესამე ადგილისთვის მატჩში, საფრანგეთი კვლავ დამარცხდა არგენტინასთან 34-ით 10.

მაისური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისური ტრადიციული გალური მამლის სიმბოლოთი

1912 წლამდე, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისური (უნიფორმა) იყო თეთრი ორი ბეჭდით, ერთი წითელი და მეორე ლურჯი. 1911 წლის შემდეგ, როდესაც საფრანგეთმა პირველად მოუგო შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს, საფრანგეთის კაპიტანმა, მარსელ კომუნიმ მოითხოვა, რომ მათ სიმბოლოდ აერჩიათ საფრანგეთის ისტორიული ემბლემა - coq gaullois (გალური მამალი)[14]. გალური მამალი იქნა არჩეული, რადგან იგი მიჩნეული იყო ამაყ და მებრძოლ ცხოველად, რომელსაც შეეძლო ყოფილიყო აგრესიული. ეს სიმბოლო უკვე გამოყენებული ჰქონდა ფრანგულს გუნდებს - ყოფილ ფეხბურთის მოთამაშეს, ჯინ რიგალს ეცვა უნიფორმა ამ ემბლემით, 1910 წლის მაისში[15].საწყის ეტაპზე, სიმბოლო იყო თეთრი და წითელი, მაგრამ შემდეგ შეიცვალა ფერადით. 1970 წლიდან კი საფრანგეთის ემბლემა ოქროსფერი მამალია[16].

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მიერ გამოყენებულმა ამ სიმბოლომ მოიტანა დიდი წარმატება, შემდეგ კი საფრანგეთის დელეგაციამ ითხოვა იგი 1920 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის, სადაც მამალი იჯდა ხუთ ოლიმპიურ ბეჭედზე[17]. ამის შემდეგ, მამალი გახდა საფრანგეთის სპორტული გუნდების ცნობილი სიმბოლო. ცნობილია, რომ თამაშის წინ, საფრანგეთის გულშემატკივრები მამლებს უშვებდნენ მოედანზე[18].

საფრანგეთის გუნდები ტრადიციულად თამაშობენ ლურჯ მაისურში, თეთრ შორტებში და წითელ გეტრებში. ამიტომ მათ ეძახდნენ les tricolores. იმის გამო, რომ ამჟამინდელი Nike-ის ფორმა მკაფიო ლურჯია, რაგბის გუნდს les bleus-საც (ცისფრები) ეძახიან, მსგავსად ბევრი სხვა საფრანგეთის სპორტული გუნდებისა. როდესაც საფრანგეთისა და მისი მოწინააღმდეგის მაისურები ერთმანეთის მსგავს ფერებშია, ამ დროს საფრანგეთის მორაგბეებს აცვიათ თეთრი მაისურები. ახალი მაისურები შექმნეს 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. საფრანგეთმა 2009 წლის ნოემბერშიც წარმოადგინა ახალი მაისური, რომელიც შედარებით მუქი ლურჯი მაისურისგან, თეთრი შორტებიდა და წითელი გეტრების შედგებოდა. სათადარიგო ფორმა კი თეთრი მაისურით, ლურჯი შორტებითა და ლურჯი წინდებისგან შედგება.

სტადიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთი მასპინძლობს All Blacksს სტად დე ფრანზე

ადრეული წლებში, საფრანგეთი ატარებდა საერთაშორისო მატჩებს პარკ დე პრენსსა და სტად ოლიმპიკზე, რომლებიც პარიზში[19][20]. სტად ოლიმპიკი იყო მთავარი სტადიონი 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მატჩებისათვის.[3]

უდიდესი სტადიონი, სადაც საფრანგეთი ატარებს მატჩებს, არის სტად დე ფრანსი სენ-დენიში, პარიზთან მახლობლად. ამ სტადიონზე თამაშობენ ექვსი ერის ჩემპიონატის თამაშებს. იგი იტევს 80 000 მაყურებელს[21][21]. 2005 წლიდან 2008 წლამდე სეზონებში, საფრანგეთი ასევე ატარებთა საერთაშორისო თამაშებს სტად ჟერლანზე, ლიონი; ველოდრომზე, მარსელი; სტად დე ბოჟუარზე, ნანტი; სტად ბონალზე, სოშო და ტულუზის სტადიონზე, ტულუზა[22].

მსოფლიო თასის სტადიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფის (რომელშიც შედიოდა საფრანგეთი) თამაშები იმართებოდა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში: ბეზიე, ბაიონა, გრენობლი, ტულუზა, ბრივა და აჟენი. პარკ დე პრენმა და ლილის სტადიონმა უმასპინძლა მეოთხედ ფინალებს[23]. 1999 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის მატჩები გაიმართა საფრანგეთის შემდეგ ქალაქებში: ბეზიე, ბორდო და ტულუზა. მეორე რაუნდის მატჩი გაიმართა სტად ფელიქს ბოლერტზე, ხოლო ერთი მეოთხედფინალი გაიმართა სტად დე ფრანზე.

2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა საფრანგეთში, ამიტომ მატჩებისათვის გამოყოფილი იქნა ათი სტადიონი მთელი ქვეყნის გარშემო (კარდიფმა (უელსი) და ედინბურგმა (შოტლანდია) ასევე უმასპინძლეს რამოდენიემ თამაშს)[24]. საფრანგეთის ქალაქები, რომლებმაც უმასპინძლეს ჩემპიონატს, ესენია: ბორდო (შაბან-დელმა), ლანსი (სტად ფელიქს ბოლერტი), ლიონი (სტად ჟერლანი), მარსელი (ველოდრომი), მონპელიე (სტად დე ლა მოსონი), ნანტი (სტად დე ბოჟუარი), პარიზი (სტად დე ფრანსი, სენ-დენი და პარკ დე პრენსი), სენ-ეტიენი (სტად ჯეფრი-გიჩარდი) და ტულუზა (ტულუზას სტადიონი)[24]. ფინალი ჩატარდა სტად დე ფრანსზე.

ჩანაწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექვსი ერის ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ყოველწლიურად მონაწილეობს ექვსი ერის ჩემპიონატში, სადაც იგი უპირისპირდება ხუთ ევროპულ გუნდს. ესენია: ინგლისი, ირლანდია, იტალია, შოტლანდია და უელსი. საფრანგეთმა პირველად ითამაშა ტურნირში 1910 წელს, როდესაც Home Nations გახდა ხუთი ერის[25]. საფრანგეთი იქნა გაგდებული ტურნირიდან 1932 წელს, ხოლო შემდეგ კვლავ შეუერთდა 1947 წელს. მათ პირველად გაიმარჯვეს 1954 წელს და გაუზიარა გამარჯვება ინგლისისა და უელსის ეროვნულ ნაკრებებს. შემდეგ წელს საფრანგეთმა კვლავ უელსს გაუზიარა გამარჯვება, ხოლო 1959 წელს, პირველად მოიგო წმინდად.[25]. საფრანგეთის ყველაზე გრძელმა შესვენებამ შემპიონობისაგან გასტანა 37 ტურნირი (1910-1954). საფრანგეთს აქვს 16 წმინდა და 8 გაზიარებული მოგება, რითაც ჩამორჩება ინგლისსა და უელსს, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ მათთან შედარებით, საფრანგეთს 30 ტურნირით ნაკლები აქვს ნათამაშები.

  ინგლისის დროშა
ინგლისი
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
ირლანდიის დროშა
ირლანდია
იტალიის დროშა
იტალია
შოტლანდიის დროშა
შოტლანდია
უელსის დროშა
უელსი
ტურნირები 110 80 110 11 110 110
მოგება
საშინაო ერი 5 (4) - 4 (3) - 9 (2) 7 (3)
ხუთი ერი 17 (6) 12 (8) 6 (5) - 5 (6) 15 (8)
ექვსი ერი 3 5 1 0 0 2
საერთო 25 (10) 17 (8) 11 (8) 0 (0) 14 (8) 24 (11)
დიდებული შლემი 12 9 2 0 3 10
სამმაგი გვირგვინი 23 N/A 10 N/A 10 19

მსოფლიო ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმის მიუხედავად, რომ 1987 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული, საფრანგეთი ყოველ ჩემპიონატზე გადის, მათ არასდროს მოუგიათ შეჯიბრი[26]. ნაკრები ყოველ ჩემპიონატზე აღწევს მეოთხედფინალამდე. ორჯერ ფინალშიც კი გავიდა. 1987 წელს დამარცხდა All Blacks-Tan 29-ით 9[27]. 1991 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, საფრანგეთის ნაკრები გამოაგდო ინგლისის ნაკრებმა მეოთხედფინალიდან. 1995 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში საფრანეგთი გავიდა მესამე ადგილზე. მან დაამარცხა ინგლისის მესამე ადგილისსთვის მატჩში. 1999 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, საფრანგეთმა მოუგო All Blacks-ს ნახევარფინალში[28] და შემდეგ წააგო ავსტრალიასთან 35-ით 12. 2003 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, საფრანგეთი გავიდა მეოთხე ადგილზე[29]. 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, საფრანგეთმა წააგო ინგლისთან 14-ით 9. შემდეგ კი მესამე ადგილისთვის მატჩი წააგო არგენტინასთან.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები არის მესამე ადგილზე მსოფლიო ჩემპიონატში გატანილი ქულების მიხედვით, 1195 ქულით. მათ ასევე დადებული აქვთ რიგით მესამე ყველაზე მეტი ლელო, ხოლო რიგით მეორე - ყველაზე მეტი გარდასახვა[30].

საფრანგეთის ტიერი ლაროქსმა შეაგროვა ყველაზე მეტი ქულა 1995 წლის ჩემპიონატში[31], ხოლო ჯინ-ბაპტისტა ლაფონდმა დადო ყველაზე მეტი, 6 ლელო 1991 წლის ტურნირში[32].

საერთო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთს სულ ნათამაშები აქვს 635 ტესტ მატჩი, რომლის 55.66% - 354 მატჩი აქვს მოგებული[33][34]. როდესაც მსოფლიო რეიტინგი იქნა შემოღებული რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ 2003 წელს, საფრანგეთი შეაფასეს მეხუთე ადგილზე. 2003 წლის ნოემბრის განმავლობაში, საფრანგეთს ეკავა მესამე ადგილი, მანამ, სანამ ამავე წლის დეკემბერში არ ჩამოვიდოდა მეოთხე ადგილზე. 2004 წლის ნოემბერში მეხუთე ადგილზე ჩამოსვლის შემდეგ, საფრანგეთი კვლავ მეოთხე ადგილზე ავიდა, 2005 წლის აპრილში. ადრეულ 2006 წელს, საფრანგეთმა კვლავ გაიუმჯობესა მდგომარეობა და ამ წლის ივლისში მიაღწია მეორე ადგილს. 2007 წლის ივნისამდე, საფრანგეთი მეორე ადგილზე იყო, თუმცა All Blacks-თან ორჯერ დამარცხების შემდეგ დაკარგა მეორე ადგილი. 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩში, არგენტინასთან წაგების შემდეგ, საფრანგეთი ჩამოვიდა მეხუთე ადგილზე[35].

ეს არის ტესტ მატჩების ჩანაწერების ცხრილი ყველა ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგ, ვისთანაც საფრანგეთის ნაკრებს უთამაშია. 2009 წლის 22 ივნისის მონაცემები[33][36]:

მოწინააღმდეგე თამაშების
რაოდენობა
მოგება ფრე წაგება მოგების
პროცენტულობა
არგენტინის დროშა არგენტინა 41 30 1 10 73.2%
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 36 16 2 18 44.4%
ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები 1 0 0 1 0%
კანადის დროშა კანადა 7 6 0 1 85.7%
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი 2 2 0 0 100%
კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი 1 1 0 0 100%
ინგლისის დროშა ინგლისი 90 35 7 48 39%
ფიჯის დროშა ფიჯი 7 7 0 0 100%
საქართველოს დროშა საქართველო 1 1 0 0 100%
გერმანიის დროშა გერმანია 15 13 0 2 86.7%
ირლანდიის დროშა ირლანდია 84 51 5 28 60.7%
იტალიის დროშა იტალია 27 26 0 1 96.3%
იაპონიის დროშა იაპონია 2 2 0 0 100%
ნამიბიის დროშა ნამიბია 5 5 0 0 100%
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 48 12 1 35 25.5%
რუმინეთის დროშა რუმინეთი 50 40 2 8 80%
სამოის დროშა სამოა 1 1 0 0 100%
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 81 44 3 34 54.3%
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 37 11 6 20 29.7%
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ 3 1 0 2 33.3%
ესპანეთის დროშა ესპანეთი 1 1 0 0 100%
ტონგის დროშა ტონგა 3 2 0 1 66.7%
ტუნისის დროშა ტუნისი 1 1 0 0 100%
აშშ-ის დროშა აშშ 7 6 0 1 85.7%
უელსის დროშა უელსი 84 39 3 42 46.4%
დასავლეთ გერმანიის დროშა დასავლეთი გერმანია 1 1 0 0 100%
ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე 1 1 0 0 100%
საერთო 636 354 30 252 55.7%

მოთამაშეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამინდელი შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

28 ოქტობმერს, საფრანგეთმა წარადგინა თავიანთი შემადგენლობა შემოდგომის საერთაშორისო მატჩებისათვის. ტიერო დუსოტუა იქნა არჩეული ახალ კაპიტნად. ამასთან, ნაკრებს ოთხი ახალი მოთამაშე დაემატა[37]. ანტონ ბურბანი ტრავმის გამო ჩაანაცვლა ჟულიენ ბონარიმ[38]. ოდრაგო ჩაანაცვლა იბრაჰიმ დიარამ[39]. სამოასთან სატესტო მატჩში გამოჩნდა ჟულიენ პურიკელი[40].

  • გამოსვლები აღდგენილია შემოდგომის საერთაშორისო მატჩებამდე.

მთავარი მწვრთნელი: მარკ ლივრემონტი

პოზ. მოთამაშე დთ/ასაკი გამოსვლა კლუბი
კვაჭი გილემ გირადო 17 ივნისი, 1986 (1986-06-17) (37 წლის) 2 საფრანგეთის დროშა Perpignan
კვაჭი უილიამ სერვატი 9 თებერვალი, 1978 (1978-02-09) (46 წლის) 23 საფრანგეთის დროშა Toulouse
კვაჭი დიმიტრი შვარცევსკი 26 იანვარი, 1983 (1983-01-26) (41 წლის) 38 საფრანგეთის დროშა Stade Français
ბურჯი ფაბიერ ბარსელა 27 ოქტომბერი, 1983 (1983-10-27) (40 წლის) 9 საფრანგეთის დროშა Biarritz Olympique
ბურჯი ტომას დომინგო 20 აგვისტო, 1985 (1985-08-20) (38 წლის) 4 საფრანგეთის დროშა Clermont Auvergne
ბურჯი სილვენი მარკონეტი 8 აპრილი, 1976 (1976-04-08) (48 წლის) 76 საფრანგეთის დროშა Stade Français
ბურჯი ნიკოლას მასი 23 მაისი, 1980 (1980-05-23) (43 წლის) 27 საფრანგეთის დროშა Perpignan
ბურჯი ჯინა-ბაპტისტა პუქსი 26 სექტემბერი, 1979 (1979-09-26) (44 წლის) 23 საფრანგეთის დროშა Toulouse
მხტომელი სებასტიან შაბალი 8 დეკემბერი, 1977 (1977-12-08) (46 წლის) 49 საფრანგეთის დროშა Racing Métro
მხტომელი რომან მილო-შლუსკი 20 აპრილი, 1983 (1983-04-20) (41 წლის) 10 საფრანგეთის დროშა Toulouse
მხტომელი ლიონელ ნალეტი 14 სექტემბერი, 1976 (1976-09-14) (47 წლის) 47 საფრანგეთის დროშა Racing Métro
მხტომელი პასკალ პაპე 5 ოქტომბერი, 1980 (1980-10-05) (43 წლის) 22 საფრანგეთის დროშა Stade Français
გარემარბი იბრაჰიმ დიარა 25 მაისი, 1983 (1983-05-25) (40 წლის) 1 საფრანგეთის დროშა Castres Olympique
გარემარბი ტიერო დუსოტუა (c) 18 ნოემბერი, 1981 (1981-11-18) (42 წლის) 25 საფრანგეთის დროშა Toulouse
გარემარბი ალექსანდრ ლაპანდრი 13 აპრილი, 1989 (1989-04-13) (35 წლის) 0 საფრანგეთის დროშა Clermont Auvergne
გარემარბი ფულგენს ოუდრაოგო 21 ივლისი, 1986 (1986-07-21) (37 წლის) 17 საფრანგეთის დროშა Montpellier Hérault
გარემარბი ჟულიენ პურიკელი 1 აგვისტო, 1981 (1981-08-01) (42 წლის) 2 საფრანგეთის დროშა Bayonne
რვა ნომერი ჟულიენ ბონარი 20 სექტემბერი, 1978 (1978-09-20) (45 წლის) 44 საფრანგეთის დროშა Clermont Auvergne
რვა ნომერი იმანოლ ჰარინორდოკი 20 თებერვალი, 1980 (1980-02-20) (44 წლის) 56 საფრანგეთის დროშა Biarritz Olympique
რვა ნომერი ლუი პიკამოლესი 5 თებერვალი, 1986 (1986-02-05) (38 წლის) 14 საფრანგეთის დროშა Toulouse
ჰავბეკი ჟულიენ დიუპი 19 დეკემბერი, 1983 (1983-12-19) (40 წლის) 3 საფრანგეთის დროშა Stade Français
ჰავბეკი მორგან პარა 15 ნოემბერი, 1988 (1988-11-15) (35 წლის) 9 საფრანგეთის დროშა Clermont Auvergne
პირველი მგეზავი ფრედერიკ მიშალაკი 16 ოქტომბერი, 1982 (1982-10-16) (41 წლის) 51 საფრანგეთის დროშა Toulouse
პირველი მგეზავი ფრანკოს ტრინ-დიუკი 11 ნოემბერი, 1986 (1986-11-11) (37 წლის) 12 საფრანგეთის დროშა Montpellier Hérault
ცენტრი იან დავიდი 15 აპრილი, 1988 (1988-04-15) (36 წლის) 1 საფრანგეთის დროშა Toulouse
ცენტრი იანიკ ჟოზიონი 28 ივლისი, 1978 (1978-07-28) (45 წლის) 61 საფრანგეთის დროშა Toulouse
ცენტრი დევიდ მარტი 30 ოქტომბერი, 1982 (1982-10-30) (41 წლის) 22 საფრანგეთის დროშა Perpignan
ცენტრი მაქსიმ მერმოზი 28 ივლისი, 1986 (1986-07-28) (37 წლის) 4 საფრანგეთის დროშა Perpignan
ფრთა ვინსენტ კლერკი 7 მაისი, 1981 (1981-05-07) (42 წლის) 36 საფრანგეთის დროშა Toulouse
ფრთა ბენჟამინ ფალი 29 აპრილი, 1989 (1989-04-29) (34 წლის) 0 საფრანგეთის დროშა Bayonne
ფრთა კედრიკ ჰეიმანსი 20 ივლისი, 1978 (1978-07-20) (45 წლის) 52 საფრანგეთის დროშა Toulouse
ფულბეკი მაქსიმ მედარდი 16 ნოემბერი, 1986 (1986-11-16) (37 წლის) 11 საფრანგეთის დროშა Toulouse
ფულბეკი დამიენ ტრელი 12 ივნისი, 1979 (1979-06-12) (44 წლის) 71 საფრანგეთის დროშა Biarritz Olympique

აღსანიშნავი მორაგბეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექვსი ყოფილი საფრანგეთის ნაკრების მოთამაშე წარდგენილია საერთაშორისო რაგბის დიდების დარბაზში: სერჟ ბლანკო, ანდრე ბონიფაკე, ჯო მასო, ჯინა პრეტი, ჯინა-პიერ რივსი და ფილიპე სელა[41]. სელა ასევე წარდგენილი იყო IRB-ის დიდების დარბაზში[42].

ჯინა პრეტიმ (1923-2005) დააგროვა 51 გამოსვლა საფრანგეთის მაისურში 1945 წლიდან 1955 წლამდე. იგი იყო საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი, როდესათ მათ მოუგეს პირველად უელსსა და All Blacks-ს[43]. იგი იყო ასევე საფრანგეთის კაპიტანი 1954 წელს, როდესაც მოიგეს მათ პირველი ხუთი ერის თასი (უელსთან და ინგლისთან გაზიარებით)[44].

ანდრე ბონიფაკე ასევე თამაშობდა საფრანგეთში, როდესაც მოუგეს All Blacks-ს 1954 წელს. ეს იყო მისი მხოლოდ მეორე სატესტო მატჩი. ბონიკაფემ საფრანგეთის მაისურში ითამაშო 48 სატესტო თამაში. 1966 წელს რაგბის დაანება თავი[45].

ჯო მასომ საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდა 1966-1973 წლებში, ძირითადად ცენტრში. მან ითამაშა საფრანგეთის ხუთის ერის დიდებულ შლებზე 1968 წელს[46] და ამ წელსვე იყო ტურნეზე ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში. მან ჩაატარა 25 სატესტო მატჩი საფრანგეთის ნაკრებში. ასევე თამაშობდა Barbarian F.C.-სა და მსოფლიო XV-ში, რომელბმაც მოუგეს ინგლისს 1971 წელს[47]. ამჟამად, იგი არის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მენეჯერი.

ჯინა-პიერ რივსიმ ჩაატარა 59 თამაში საფრანგეთის ნაკრებში, 1975-1984 წლებში, აქედან 34 მატჩში კაპიტანი იყო. მან ითამაშა ხუთის ერის დიდებულ შლემზე 1977 და 1981 წლებში. იგი იყო საფრანგეთის კაპიტანი მაშინ, როდესაც მოუგეს პირველად All Blacks-ს ახალ ზელანდიაში[48]. რივსი ამჟამად საერთაშორისოდ ცნობილი მოქანდაკეა.

სერჟ ბლანკომ ჩაატარა 93 სატესტო მატჩი საფრანგეთის ფორმაში, 1980-1991 წლებში. ხუთის ერის დიდებული შლემი მოიგო 1981 და 1987 წლებში, და თამაშობდა ფულბეკის პოზიციაზე. 1987 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ავსტრალიის ნაკრებთა, ბლანკომ დადო მატჩის მომგები ლელო[49]. ამჟამად იგი არის საფრანგეთის ეროვნული პროფესიონალური ლიგის პრეზიდენტი.

ფილიპე სელამ ჩაატარა 111 მატჩში საფრანგეთის მაისურში 1982-1995 წლებში, რაც თავის დროზე რეკორდი იყო, რომელიც შემდეგ ფაბიერ პელუსმა გააუმჯობესა. 1986 წელს, მან მიაღწია იშვიათ გმირობას: ყოველი ხუთი ერის მატჩში დებდა ლელოს[50][51][52].

ინდივიდუალური რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის ნაკრებში გატანილი ქულების რეკორდი დამყარებულია ქრისტოფ ლამეისონის მიერ. მის ანგარიშზე 380 ქულაა[53]. ასევე მას აქვს დამყარებული რეკორდი 60 გარდასახვით[53]. საფრანგეთის მაისურში ყველაზე მეტი, 118 მატჩი ჩაატარა ფაბიერ პელუსიმ[53]. ყევლაზე მეტი, 38 ლელო აქვს დადებული სერჟ ბლანკოს[53].

წვრთნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟან დესკლოქსის მწვრთნელოს დროს, 1973-1980 წლებში, საფრანგეთის გუნდის მთავარი გავლენა 1970-იანი წლების ბოლოს იყო კაპიტანი ჟაკ ფოროქსი. ფოროქსიმ თამაშობდა ჰავბეკის პოზიციაზე და იყო საფრანგეთის კაპიტანი 1977 წლის ხუთი ერის გრანდ სლემზე, როდესაც საფრანგეთი თამაშობდა ძალიან შემტევ-ორიენტირებულ რაგბის[54] Although the style of Fouroux's Gang was successful, it was criticised because it contrasted with the traditional open attacking style of French rugby.[54]. ფოროქსი გახდა დესკლოქსის მემკვიდრედ 1981 წელს, 33 წლის ასაკში. მან გააგრძელა შემტევ-ორიენტირებული სტილის თამაში და მისი მწვრთნელობის პერიოდში, საფრანგეთმა მოიგო ექვსი ხუთი ერის თარის წოდება, მათ შორის ორი დიდებული შლემი. დაახლ. 10 წლის მწვრთნელობის შემდეგ, იგი გადადგა 1990 წელს, რომინეთთან წაგების შემდეგ[55].

ფოროკსის შემდეგ მოვიდა დანიელ დუბროკა, რომელიც იყო გუნდის მწვრთნელი 1991 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დროს[56].

დუბროკას მწვრთნელობის პერიოდი დიდ ხნას არ გაგრძელებულა და გადადგა მსაჯთან, დევიდ ბიშოპთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ[56][57]. დუბროკა ჩაანაცვლა პიერ ბერბიზერიმ, რომელმაც გაწვრთნა საფრანგეთის ნაკრები 1995 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრებამდე[58]. ბერბიზერიმ ჩაანაცვლა ჟან-კლოდ სკრელამ, რომელიც გახლთად საფრანგეთის მწვრთნელი 1997 და 1998 წლების ხუთის ერის დიდებული შლემის დროს[59]. იგი ოფიციალურად გადადგა 1999 წელს, როდესაც გუნდი დამარცხდა 1999 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ავსტრალიასთან. სკრელა ჩაანაცვლა ბერნარდ ლაპორტიმ[60]. ლაპორტი უძღვებოდა საფრანგეთს 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში. იგი გადადგა და ჩაანაცვლა მარკ ლივრემონტიმ, რომელიც ამჟამად საფრანგეთის მწვრთნელია[61].

სახელი პერიოდი
ჟან პრეტი 1964–1968
ფერნანდ კაზენავი 1968–1973
ჟან დესკლოქსი 1973–1980
ჟაკ ფოროქსი 1981–1990
დანიელ დუბროკა 1990–1991
პიერ ბერბიზერი 1991–1995
ჟან-კლოდ სკრელა 1995–1999
ბერნარდ ლაპორტი 1999–2007
მარკ ლივრემონტი 2007-დღემდე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ახალი ზელანდიის ნაკრების მეტსახელი
  2. Rugby union: Defeated France has the blues | World news | The Observer. Guardian. ციტირების თარიღი: 2009-03-14.
  3. 3.0 3.1 3.2 Rugby at the 1924 Olympics. Rugby Football History. ციტირების თარიღი: 2007-03-04.
  4. 8th All Black-ის ტესტი: 88-ე All Black-ის. allblacks.com. ციტირების თარიღი: 2007-03-30.
  5. South აფრიკა საფრანგეთის წინააღმდეგ> ნათამაშები მატჩები. rugbydata.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2007-05-17.
  6. 2/3/4/5/6 Nations Winners. Rugby World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-06. ციტირების თარიღი: 2007-03-04.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 „Six Nations history“. BBC Sport. 28 January 2002. ციტირების თარიღი: 2007-04-02.
  8. France > Most Wins in a row. rugbydata.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-05-17.
  9. 9.00 9.01 9.02 9.03 9.04 9.05 9.06 9.07 9.08 9.09 „Six Nations roll of honour“. BBC Sport. 2007-12-18. ციტირების თარიღი: 2007-04-02.
  10. სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეტსახელი
  11. ავსტრალიის ნაკრების მეტსახელი
  12. 184th All Black Test : 753rd All Black Game. allblacks.com. ციტირების თარიღი: 2007-04-02.
  13. 1994 France in New Zealand. allblacks.com. ციტირების თარიღი: 2007-04-02.
  14. (ფრანგული) 2 janvier 1911: la naissance d’une Nation French. Rugby-nomades.qc.ca. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-20. ციტირების თარიღი: 2007-03-04.
  15. Le coq dans le sport French (PDF). Crdp.ac-bordeaux.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-15. ციტირების თარიღი: 2007-03-04.
  16. Le coq sportif French (PDF). Crdp.ac-bordeaux.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-14. ციტირების თარიღი: 2007-03-04.
  17. Ecusson en forme de coq, devenu emblème national French. Musee du Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-10. ციტირების თარიღი: 2007-03-04.
  18. Owen, James (2006-03-02). „Bird Flu Strikes at French Identity, Cuisine“. nationalgeographic.com. ციტირების თარიღი: 2007-06-25.
  19. Parc des Princes. 2rugby.com. ციტირების თარიღი: 2007-04-02.
  20. Stade Colombes. 2rugby.com. ციტირების თარიღი: 2007-04-02.
  21. 21.0 21.1 Stade de France. rbs6nations.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-23. ციტირების თარიღი: 2007-04-02.
  22. An archive of international results can be found at rugbydata.com დაარქივებული 2009-03-18 საიტზე Wayback Machine.
  23. 1991 Rugby World Cup Results. worldcupweb.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2007-09-16.
  24. 24.0 24.1 Destination France. rugbyworldcup.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-27. ციტირების თარიღი: 2008-06-24.
  25. 25.0 25.1 „Six Nations roll of honour“. bbc.co.uk. 2004-01-29. ციტირების თარიღი: 2007-05-03.
  26. „France“. Rugby News. 38 (9). 2007. p. 50.
  27. 231st All Black Test: 871st All Black Game. allblacks.com. ციტირების თარიღი: 2007-05-03.
  28. 335th All Black Test: 1053rd All Black Game. allblacks.com. ციტირების თარიღი: 2007-05-03.
  29. 381st All Black Test: 1101st All Black Game. allblacks.com. ციტირების თარიღი: 2007-05-03.
  30. Team Statistics. rugbyworldcup.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-05. ციტირების თარიღი: 2008-06-24.
  31. Player Statistics. rugbyworldcup.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-16. ციტირების თარიღი: 2008-06-24.
  32. Player Statistics. rugbyworldcup.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-16. ციტირების თარიღი: 2008-06-24.
  33. 33.0 33.1 International Teams > France > Teams Played. rugbydata.com (2007-09-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-06-22.
  34. Statistics exclude the match played against New Zealand Māori as this is not a full international side.
  35. Ranking archives can be found at the IRB website; www.irb.com
  36. Overall record excludes France's match against the New Zealand Māori
  37. Four new faces for France. PlanetRugby.com (2009-10-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-01. ციტირების თარიღი: 2009-10-28.
  38. France recall for Bonnaire. SkySports.com (2009-11-04). ციტირების თარიღი: 2009-11-04.
  39. France flanker Ouedraogo out of South Africa test. Uk.Reuters.com (2009-11-07). ციტირების თარიღი: 2009-11-09.
  40. Picamoles out of Samoa clash. PlanetRugby.com (2009-11-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-22. ციტირების თარიღი: 2009-11-19.
  41. Gallagher, Brendan (2005-11-17). „Joining the legends an added bonus for Wood“. telegraph.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-08. ციტირების თარიღი: 2007-06-29.
  42. „IRB Hall of Fame Welcomes Five Inductees“. International Rugby Board. 2008-11-23. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-24. ციტირების თარიღი: 2008-11-23.
  43. Jean Prat. rugbyhalloffame.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-05. ციტირების თარიღი: 2007-06-29.
  44. „Heroes of French rugby“. The Observer. 2006-02-05. ციტირების თარიღი: 2007-06-29.
  45. André Boniface. rugbyhalloffame.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-08. ციტირების თარიღი: 2007-06-29.
  46. Leaping for joy at Grand Slam glory. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-08. ციტირების თარიღი: 2010-01-16.
  47. Jo Maso. rugbyhalloffame.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-04. ციტირების თარიღი: 2007-06-29.
  48. Jean-Pierre Rives. rugbyhalloffame.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-11. ციტირების თარიღი: 2007-06-29.
  49. Serge Blanco. rugbyhalloffame.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-10. ციტირების თარიღი: 2007-06-29.
  50. Philippe Sella. rugbyhalloffame.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-12. ციტირების თარიღი: 2007-06-29.
  51. Philippe Sella - Simply the best. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-08. ციტირების თარიღი: 2010-01-16.
  52. Sella's record of 111 test caps was overtaken by Fabien Pelous
  53. 53.0 53.1 53.2 53.3 Records French. ffr.fr. ციტირების თარიღი: 2007-04-10.
  54. 54.0 54.1 Dine (2001), pg 155.
  55. Dine (2001), pg 160.
  56. 56.0 56.1 Brine (2001), pg 172–173.
  57. Patel, Tara (1992-03-19). „French, in Anglo-Saxon Game, Can No Longer Rest on Latin Laurels“. International Herald Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-10-26. ციტირების თარიღი: 2007-05-06.
  58. „Berbizier launches Laporte attack“. bbc.co.uk. 2007-01-29. ციტირების თარიღი: 2007-05-06.
  59. „Sport: Rugby Union Skrela steps down as French coach“. bbc.co.uk. 1999-11-16. ციტირების თარიღი: 2007-05-06.
  60. „Laporte gets France job“. bbc.co.uk. 1999-11-22. ციტირების თარიღი: 2007-05-06.
  61. „Lievremont appointed France coach“. bbc.co.uk. 2007-10-24. ციტირების თარიღი: 2007-10-25.