ურუგვაის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ურუგვაი
Los teros logo.png
კავშირი ურუგვაის რაგბის კავშირი
მეტსახელ(ებ)ი Teros
ემბლემა Southern Lapwing
მწვრთნელ(ებ)ი პაბლო ლემოინი
კაპიტანი სანტიაგო ვილასეკა
ყველაზე მეტი კეპი როდრიგო სანჩესი (67)
ყველაზე მეტი ქულა ფედერიკო სკიარა (261)
ყველაზე მეტი ლელო დიეგო ორმაეჩეა (33)
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
ჩილეს დროშა ჩილე 21 – 3 ურუგვაი ურუგვაის დროშა
(02-06-1948)
უდიდესი გამარჯვება
პარაგვაის დროშა პარაგვაი 6 – 102 ურუგვაი ურუგვაის დროშა
(14-05-2011)
უარესი დამარცხება
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 134 – 3 ურუგვაი ურუგვაის დროშა
(11-06-2005)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლები 3 (პირველი 1999)
საუკეთესო შედეგი მესამე ადგილი ჯგუფში, 1999

ურუგვაის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები — ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. ნაკრებს მართვს ურუგვაის რაგბის კავშირი. ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა 1948 წელს ჩილეს ნაკრებთან, რომელიც დასთმო ანგარიშით 3:21. ნაკრებმა სამჯერ მიიღო მონაწილეობა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში1999, 2003 და 2015 წლებში. 1981 წელს ურუგვაის ეროვნული ნაკრები გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც ჩემპიონი არ გამხდარა არგენტინის ნაკრები. მიუხედავად ამისა, ურუგვაელ რაგბისტებს არასოდეს არ მოუგიათ არგენტინელებისათვის ოფიციალურ მატჩებში. ურუგვაელები 19-ჯერ გახდნენ ამ ტურნირის ვერცხლის მედალოსნები და კიდევ 9 სეზონი დაამთავრეს მესამე ადგილზე. ურუგვაის ეროვნული ნაკრები თამაშობს ლურჯ-შავი ფერის ფორმებით, ხოლო სტუმრად გამოდის თეთრ-ცისფერი ფორმით. ურუგვაელები ცნობილები არიან Teros, ანუ პრანწიის მეტსახელით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]