ნამიბიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნამიბია
Logo Namibia Rugby.svg
კავშირი ნამიბიის რაგბის კავშირი
მეტსახელ(ებ)ი ველვიჩიები
ემბლემა African Fish Eagle
მწვრთნელ(ებ)ი ფილ დეივისი
კაპიტანი ჟაკ ბურგერი
ყველაზე მეტი კეპი ჯონი რედელინგუისი (50)
ყველაზე მეტი ქულა თეუნს კოტცე (344)
ყველაზე მეტი ლელო გერჰარდ მანსი (27)
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა 0 – 9 ლომები
(05-07-1955)
უდიდესი გამარჯვება
ნამიბიის დროშა ნამიბია 112 – 0 მადაგასკარი მადაგასკარის დროშა
(15-06-2002)
უარესი დამარცხება
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 142 – 0 ნამიბია ნამიბიის დროშა
(25-10-2003)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლები 5 (პირველი 1999)
საუკეთესო შედეგი ბოლო ადგილი ჯგუფში, 1999, 2003, 2007, 2011, 2015

ნამიბიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები (ინგლ. Namibia national rugby union team) — ეროვნული ნაკრები, რომელიც ნამიბიას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. სიძლიერისა და წარმატებების მიხედვით აფრიკის მეორე გუნდია სამხრეთ აფრიკის შემდეგ. მსოფლიო რაგბის კლასიფიკაციით ნამიბია მიეკუთვნება პერფომანსის ჯგუფს, ანუ ძლიერ ნაკრებს, მაგრამ მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებთან შედარებით ჯერ კიდევ სუსტს. საშინაო თამაშებს ატარებს ვინდჰუკში «ჰაგე გეინგობის სახელობის სტადიონზე», რომელიც იტევს დაახლოებით 10 ათას ადამიანს.

ნამიბიის ეროვნული ნაკრები 1999 წლიდან მონაწილეობს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ სტადიებში, მაგრამ ამ ტურნირებში არასდროს არ მოუგია არც ერთი თამაში. ნამიბიის ნაკრები ექვსჯერ გახდა აფრიკის თასის მფლობელი, უფრო მეტად ვიდრე სხვა რომელიმე ნაკრები, და ერთხელ ერთა თასის მფლობელი.

ნამიბიის ნაკრები შეიქმნა 1990 წელს თითქმის ნამიბიის დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე. მართავს ნამიბიის რაგბის კავშირი (ინგლ. Namibia Rugby Union). ეროვნული ნაკრების მოთამაშეები ტრადიციულად ასპარეზობენ ცისფერი მაისურებით, ხოლო ნამიბიის ნაკრების ყველაზე უფრო გავრცელებული მეტსახელია — «ველვიჩიები». ადრე ნაკრები ასევე ატარებდა არაოფიციალურ მეტსახელ «ბილტონგბურებს» (ინგლ. Biltongboere), მაგრამ 2007 წელს ეს მეტსახელი რასისტულად იქნა აღიარებული და მას შემდეგ აღარ გამოიყენება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნამიბიაში რაგბი პირველად გამოჩნდა 1916 წელს, ორი წლის შემდეგ მას მერე, როდესაც სამხრეთ აფრიკის კავშირის ჯარისკაცებმა დაიპყრეს კოლონიაგერმანიის სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა. მაშინ ვინდჰუკში შეიკრიბა 9 ადამიანი, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება დამარალენდის რაგბის კავშირის შექმნის შესახებ. იმავე წელს კოლონიის ტერიტორიაზე დაარსდა პირველი სარაგბო კლუბი — «იუნაიტედი». ამ გუნდმა პირველი ორი თამაში ჩაატარა ფეხბურთის ბურთით, რაგბის ბურთი კი ჩამოიტანეს კეიპტაუნიდან მხოლოდ მესამე მატჩის დროს[1]. შემდეგ ათწლეულში დამარალენდის რაგბის კავშირის ნაკრებმა, რომელშიც მოთამაშეები იკრიბებოდნენ სულ უფრო ზრდადი ადგილობრივი გუნდების რაოდენობიდან, 1925, 1929 და 1951 წლებში გამართა სამი სარაგბო ტურნე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ამას გარდა, კოლონიას ესტუმრა რამდენიმე სამხრეთაფრიკული გუნდი — სტელენბოშის უნივერსიტეტის სტუდენტები 1936 წელს და კეიპტაუნის უნივერსიტეტის სტუდენტები 1938 წელს[1].

1952 წელს დამარალენდის რაგბის კავშირს დაერქვა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის რაგბის კავშირი და მისი ნაკრები გაემგზავრა კონტინენტის სამხრეთში, სადაც ითამაშა სამი თამაში ადგილობრივი პროვინციების გუნდებთან. ორი წლის შემდეგ ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა სამხრეთაფრიკულ პროვინციალურ ჩემპიონატ ქარის თასზე (ინგლ. Currie Cup). პირველ მატჩში ნამიბიელებმა, რომლებმაც ემბლემის სახით აირჩიეს ზებრის გამოსახულება წითელ ფონზე, ჩრდილოეთ ტრანსვაალის ნაკრებთან ითამაშეს და დამარცხდნენ ანგარიშით 3-24[1]. 1955 წელს ნამიბიელი მორაგბეებმა ჩაატარეს პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი. მათი მეტოქეები იყვნენ «ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები», რომლებიც მაშინ ატარებდნენ ერთ-ერთ თავის სამხრეთაფრიკულ ტურნეს. მასპინძლები დამარცხდნენ ანგარიშით 0-9. შემდგომში ბრიტანელები კიდევ სამჯერ ესტუმრნენ კოლონიას და ყოველთვის გამარჯვებულები რჩებოდნენ, თუმცა 1974 წლის შეხვედრაში სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის ნაკრები ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ დამარცხდა მცირე ანგარიშით 16-23[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Namibia Rugby History. Namibia Rugby 1916 to present. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2017-03-03. წაკითხვის თარიღი: 2017-03-03.
  2. Historical Results 1973-1974. Lions Rugby. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2017-03-03. წაკითხვის თარიღი: 2017-03-03.