ჯონათან სექსტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონათან სექსტონი
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 11 ივლისი, 1985 (1985-07-11) (38 წლის)
დაბადების ადგილი დუბლინი, ირლანდია
სიმაღლე 189 სმ
წონა 92
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი 2015– ლენსტერი
პოზიცია მგეზავი
თამაში 53
ქულა (442)
ეროვნული ნაკრები
ნაკრები ირლანდია
თამაში 91
ქულა 814
Jonathan Sexton ვიკისაწყობში

ჯონათან სექსტონი (ინგლ. Jonathan Sexton; დ. 11 ივლისი, 1985) — ირლანდიელი მორაგბე, რომელიც თამაშობს დუბლინის კლუბ „ლენსტერიში“ და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებში. სექსტონი არის ამ ორივე გუნდის კაპიტანი. კრიტიკოსების მიერ მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო მგეზავად.

2018 წელს ის დასახელდა წლის საუკეთესო მორაგბედ და გახდა მეორე ირლანდიელი კით ვუდის (2001) შემდეგ, ვინც ეს წოდება დაისმახურა. ამ ჯილდოზე სექსტონი 2014 წელსაც იყო ნომინირებული[1].

სექსტონი გახდა 106-ე მოთამაშე, რომელმაც უკაპიტნა ირლანდიის ნაკრებს.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სექსტონი დაიბადა 1985 წლეს, დუბლინში. მან რაგბის თამაში „სენ-მერის კოლეჯში“ დაიწყო, სადაც „ლენსტერი სკაუტების“ ყურადღება მიიქცია. მისი დებიუტი „ლენსტერის“ ძირითად გუნდში შედგა 2006 წელს. რაგბის თამაშის პარალელურად სექსტონმა სწავლა განაგრძო დუბლინის უნივერსიტეტში სადაც ფინანსისტის საბაკალავრო ხარისხი მიიღო.

ლენსტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007-2008 წლების სეზონზე სექსტონი თავის პირველ ტიტულს დაეუფლა „ლენსტერთან“ ერთად — მოიგო პრო 12. სექსტონმა ძირითად გუნდში ადგილი დაიმკვიდრა 2009 წლის მაისში. 2 მაისს, ჰეინიკენის თასის ფინალში ლენსტერი ისტორულ მეტოქეს „მანსტერს“ ხვდებოდა, როდესაც სექსტონს ძირითადი მგეზავის არგენტინელი ფილიპე კონტეპომის შეცვალ მოუწვია. ის მატჩი 25/6 დამთავრდა დუბლინელთა სასარგელოდ. ამის შემდეგ ახალგაზრდა სექსტონს გუნდის დაგეზვა მოუწია სკარლეტის წინააღმდეგ, სადაც 15 ქულა მოიპოვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

სექსტონი 2011 წლის ნახევარ ფინალში

სექსტონი კარგი თამაშის წყალობით ძირითადი ათიანი ხდება, ამიტომაც, მისი შემცვლელმა არგენტინელმა კაპტონმა, მალევე დატოვა გუნდი და ფრანგულ სტად ფრანსეს შეურთდა. სექსტონმა ძირითადში თამაში დაიწყო 2009 წლის ჰეინიკენის თასის ფინალიში „ლესტერის“ წინააღმდეგ, სადაც არეკნის და გადამწყვეტი ჯარიმის გატანით გუნდს პირველად მოაპოვებინა ჩემპიონთა თასი.[2]

რასინგ 92 (2013–2015)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სექსტონი „რასინგ 92-ის შემადგენლობაში 2013 წელს

2013-2014 წლების სეზონზე სექსტონმა დატოვა ირლანდიური კლუბი და პარიზულ კლუბს რასინგ 92 შეურთდა. მისი წლიური ხელფასი საფრანგეთში 750,000 ევრო, გახდა, რამაც სექსტონი იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მორაგბედ აქცია. ამ დროისთვის ფრანგული კლუბის სამწვრთნელო შტაბს შეურთდა კიდევ ერთი ლეგენდარული ირლანდიელი მგეზავი რონან ო'გარა. სექსტონის მოღვაწეობა წარუმატებელი აღმოჩნდა გუნდისთვის, ფრანგულმა გრანდმა ვერ მოახერხა ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის გადალახვა.

ლენსტერში დაბრუნება (2015–დან)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს წარუმატებელი ფრნგული ვოიაჟის შემდეგ სექსტონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლენსტერთან 2019 წლის ნოემბრამდე.[3] 2018-2019 სეზონის დასაწყისში სექსტონი გახდა გუნდის კაპიტანი.[4]

ირლანდიის ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სექსტონი ირლანდიის ნაკრებში გამოიძახეს 2008 წლის ექვსი ერის გათამაშებისთვის თუმცა ტრავმის გამო მას ამ ტურნირში მონაწილება არ მიუღია.[5] 2009 წელს სექსტონა ითამაშა ირლანდიის A ნაკრებში, რომელთან ერთადაც ჩერჩილის თასს დაეუფლა. მისი დეუბიუტი ძირითად ნაკრებში კი შედგა 2009 წლის ნოემბერში ფიჯის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, სადაც მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება მიიღო.[6][7]

2010 წლიდან სულ უფრო ხშირად უწევდა ძირითად გუნდში თამაში. მალე მისმა კონკურენტმა ვეტერანმა რონან ო'გარამ გადაინაცვლა სათადარიგოთა სკამზე. 2011 წლის მსოფლიო თასზე პირველი ორი შეხვედრა სექსტონმა ძირითადში დაიწყო.

2018 წელს სექსტონი ნომინირებული იყო 6 ერის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე, თუმცა საბოოლოდ ექვს ნომინანტს შორის გამარჯვება მის თანაგუნდელ ჯეიკობ სოკდეილს ჰხვდა წილად.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სენტ-მერის კოლეჯი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლენსტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირლანდია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირლანდია ა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტურნე: 2 (2013, 2017)
  • მოგებათა სერია: 1 (2013)
  • ფრეთა სერია: 1 (2017)

მსოფლიო რაგბის პრიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2018 წლის საუკეთესო მორაგბე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.irishtimes.com/sport/rugby/ireland-s-johnny-sexton-named-world-player-of-the-year-1.3710265
  2. Leicester 16 Leinster 19. ercrugby.com (23 May 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ოქტომბერი, 2009. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2009.
  3. Johnny Sexton confirms Leinster return.
  4. „Johnny Sexton named new Leinster captain“. rte.ie. 7 August 2018. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  5. Sexton to miss Six Nations opener. RTÉ (21 January 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 May 2009. ციტირების თარიღი: 8 მარტი 2008.
  6. „Sexton to make debut for Ireland“. BBC Sport. 17 ნოემბერი, 2009. ციტირების თარიღი: 17 November 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  7. RTÉ. (21 ნოემბერი, 2009) Matchtracker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ნოემბერი, 2009. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2009.