ივნისი 2011

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
<< ივნისი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
2011

ივნისი - 2011 წლის მეექვსე თვეა. დაიწყო ოთხშაბათს და დამთავრდა 30 დღის შემდეგ, ხუთშაბათს.

პორტალი:ახალი ამბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე მოვლენები 1 ივნისი, 2011 (2011-06-01) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 2 ივნისი, 2011 (2011-06-02) (ხუთშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 3 ივნისი, 2011 (2011-06-03) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 4 ივნისი, 2011 (2011-06-04) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 5 ივნისი, 2011 (2011-06-05) (კვირა)
მიმდინარე მოვლენები 6 ივნისი, 2011 (2011-06-06) (ორშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 7 ივნისი, 2011 (2011-06-07) (სამშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 8 ივნისი, 2011 (2011-06-08) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 9 ივნისი, 2011 (2011-06-09) (ხუთშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 10 ივნისი, 2011 (2011-06-10) (პარასკევი)
  • გერმანიაში ნაწლავური ინფექციით უკვე 29 ადამიანია დაღუპული. ამ დროისთვის გერმანიასა და ევროპის კიდევ 12 ქვეყანაში ნაწლავურმა ინფექციამ 2 750-მდე ადამიანი იმსხვერპლა. გერმანელ ფერმერთა კავშირი ევროკავშირს მიმართავს, რომ 210 მილიონი ევრო, რომელიც მათ დასახმარებლად გამოიყო, საკმარისი არ არის იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მათ გავრცელებული ინფექციის შედეგად მიადგათ. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 11 ივნისი, 2011 (2011-06-11) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 12 ივნისი, 2011 (2011-06-12) (კვირა)
მიმდინარე მოვლენები 13 ივნისი, 2011 (2011-06-13) (ორშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 14 ივნისი, 2011 (2011-06-14) (სამშაბათი)
  • რუსეთში სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ორ სკინჰედს, რომლებიც დამნაშავედ სცნო შვიდ მკვლელობაში. სკინჰედების მსხვერპლს შორის არიან სენეგალელი სტუდენტი და რუსი ანტიფაშისტი. უფლებადამცავ ორგანიზაცია „სოვას“ მონაცემებით, ულტრანაციონალისტებმა რუსეთში განვლილი წლის მანძილზე 37 ადამიანი დახოცეს და 380-ზე მეტი დაჭრეს. (რადიო თავისუფლება)
  • პარლამენტთან გაიმართა არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრი ქალების აქცია. მათ პარლამენტისგან მოითხოვეს 26 მაისის მოვლენების გამოსაძიებლად შექმნას დროებითი კომისია, რომელშიც ადამიანის უფლებათა დამცველები და დამოუკიდებელი ექსპერტებიც იმუშავებენ. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 15 ივნისი, 2011 (2011-06-15) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 16 ივნისი, 2011 (2011-06-16) (ხუთშაბათი)
  • ალ-ყაიდასთან ასოცირებული ვებ-საიტები ავრცელებენ ცნობას, რომ ოსამა ბინ ლადენის მემკვიდრე ეგვიპტეში დაბადებული აუმან ალ-ზავაჰირი გახდა. ბინ ლადენი გასულ თვეში აშშ-ს მიერ ორგანიზებული სპეც-ოპერაციის შედეგად მოკლეს. ალ ზავაჰირი, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია, 60 წლის არის. ის რადიკალურ ისლამისტურ ჯგუფებს გასული საუკუნის 70-იან წლებში შეუერთდა. ეჭვმიტანილია ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადათის მკვლელობაში. მოგვიანებით იგი ბინ ლადენთან ერთად მონაწილეობდა ალ-ყაიდის შექმნაში. ალ-ზავაჰირი საერთაშორისო ძებნილია. ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ, ის ალ-ყაიდის ლიდერის ყველაზე რეალისტურ კანდიდატად ითვლებოდა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 17 ივნისი, 2011 (2011-06-17) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 18 ივნისი, 2011 (2011-06-18) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 19 ივნისი, 2011 (2011-06-19) (კვირა)
მიმდინარე მოვლენები 20 ივნისი, 2011 (2011-06-20) (ორშაბათი)
  • რამდენიმე ათასი დემონსტრანტი გამოვიდა მაროკოს უდიდეს ქალაქ კასაბლანკაში უფრო მეტი უფლების მოთხოვნით. მაროკოში, „არაბული გაზაფხულის“ გავლენით ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ საპროტეტსო გამოსვლებს აქვს ადგილი. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 21 ივნისი, 2011 (2011-06-21) (სამშაბათი)
  • რუსეთში 44 ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა ავიაკატასტროფის შედეგად, რომელიც ჩრდილოდასავლეთში მდებარე ქალაქ პეტროზავოდსკთან მოხდა. თვითმფრინავმა დაჯდომა სცადა პეტროზავოდსკის აეროპორტიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, საავტომობილო გზაზე, მაგრამ ჩამოვარდა და ცეცხლში გაეხვია. ცნობების თანახმად, თვითმფრინავი ავტომანქანას დაეცა, მანქანაში მყოფი ადამიანების რიცხვის, ან მათი ბედის შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან. გამომძიებლების განცხადებით, დაწყებულია მუშაობა ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 22 ივნისი, 2011 (2011-06-22) (ოთხშაბათი)
  • ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში, ღაზნის პროვინციაში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ პოლიციის საკონტროლო პუნქტს. მოკლულია 6 ავღანელი პოლიციელი. რადიო თავისუფლება
  • რუსეთში, პეტროზავოდსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. კატასტროფისას მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა 9 წლის ანტონ ტერეხინი. ანტონის დედა ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა, 14 წლის და კი გადარჩა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 23 ივნისი, 2011 (2011-06-23) (ხუთშაბათი)
  • ტელერადიოკომპანია „თრიალეთი“ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ რეჟისორს რენი ჰარლინს, პროდიუსერებს - პაპუნა დავითაიასა და კობა ნაყოფიას სასამართლოში უჩივის. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია შენობა ”თრიალეთის” ლოგოთი, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაკეტილია და კარს ჯაჭვი ადევს. ”ჩვენი კარი არათუ დაკეტილი იყო, არამედ სწორედ ჩვენს ტელეკომპანიაში იყო განთავსებული მედიაცენტრი, საიდანაც ათეულობით ჟურნალისტი (მათ შორის მსოფლიო წამყვანი მედიასაშუალებებიდან) გადასცემდა ახალ ამბებს”, - ნათქვამია განცხადებაში. ”თუ ფილმის რეჟისორს დაკეტილი კარის გადაღება უნდოდა, მას შეეძლო, გუბერნიის შენობა გადაეღო!” - აცხადებს ტელეკომპანია ”თრიალეთი”. (რადიო თავისუფლება)
  • ამერიკა წლის ბოლომდე ავღანეთიდან 10 000-ს სამხედროს გამოიყვანს, მომავალ წელს კი - დამატებით 23 000-ს. აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან თანმიმდევრობით და სტაბილურად გამოვლენ და 2014 წელს ქვეყანაში სრული კონტროლი გადაეცემა ავღანეთის ხელისუფლებას. ამჟამად ავღანეთში 100 000 ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 24 ივნისი, 2011 (2011-06-24) (პარასკევი)
  • სტიქიამ კვლავ სერიოზულად დააზარალა კახეთის რეგიონი. ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში გაანადგურა ვენახები, სიმინდის ნათესები, საზამთროს ბაღჩები და ხეხილის ბაღები. (რადიო თავისუფლება)
  • ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სირიის 1500-ზე მეტმა მკვიდრმა მიაშურა მეზობელ თურქეთს სამხედრო ოპერაციების გამო, რომლებსაც სირიის არმია ახორციელებს საზღვრის მიმდებარე რეგიონში საპროტესტო აქციებისათვის ბოლოს მოსაღებად. თურქეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო ანატოლიის ცნობით, 11 700-ს მიაღწია დროებით თავშესაფრებში მყოფი სირიელების რიცხვმა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 25 ივნისი, 2011 (2011-06-25) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 26 ივნისი, 2011 (2011-06-26) (კვირა)
მიმდინარე მოვლენები 27 ივნისი, 2011 (2011-06-27) (ორშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 28 ივნისი, 2011 (2011-06-28) (სამშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 29 ივნისი, 2011 (2011-06-29) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 30 ივნისი, 2011 (2011-06-30) (ხუთშაბათი)