შინაარსზე გადასვლა

პორტალი:ახალი ამბები/2011 ივნისი 14

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 14 ივნისი, 2011 (2011-06-14) (სამშაბათი)
  • რუსეთში სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ორ სკინჰედს, რომლებიც დამნაშავედ სცნო შვიდ მკვლელობაში. სკინჰედების მსხვერპლს შორის არიან სენეგალელი სტუდენტი და რუსი ანტიფაშისტი. უფლებადამცავ ორგანიზაცია „სოვას“ მონაცემებით, ულტრანაციონალისტებმა რუსეთში განვლილი წლის მანძილზე 37 ადამიანი დახოცეს და 380-ზე მეტი დაჭრეს. (რადიო თავისუფლება)
  • პარლამენტთან გაიმართა არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრი ქალების აქცია. მათ პარლამენტისგან მოითხოვეს 26 მაისის მოვლენების გამოსაძიებლად შექმნას დროებითი კომისია, რომელშიც ადამიანის უფლებათა დამცველები და დამოუკიდებელი ექსპერტებიც იმუშავებენ. (რადიო თავისუფლება)