სეტყვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამინდი
 
წელიწადის დროები

გაზაფხული · ზაფხული
შემოდგომა · ზამთარი

მშრალი სეზონი
ტენიანი სეზონი

შტორმი

ჭექა-ქუხილი · ტორნადო
ტროპიკული ციკლონი (ქარიშხალი)
ექსტრატროპიკული ციკლონი
ზამთრის ქარიშხალი · ქარბუქი
ყინულოვანი შტორმი

ნალექები

ნისლი · წვრილი წვიმა · წვიმა
ყინულის წვიმა · ფხვიერი ყინული
სეტყვა · თოვლი · ნალექი

თემები

მეტეოროლოგია
ამინდის პროგნოზი
კლიმატი · ჰაერის დაბინძურება

ამინდის პორტალი
      
სეტყვის მარცვლები

სეტყვაატმოსფერული ნალექი, რომელიც შედგება ყინულის სხვადასხვა ზომის (5-55 მმ; იშვიათად 130 მმ-მდე) სფერული ნაწილაკების, ან ნატეხებისაგან. სეტყვის მარცვალს შრეებრივი აგებულება აქვს - არსებობს 1 მმ სისქის გამჭვირვალე და ნახევრად გამჭვირვალე შრეები. სეტყვა, ჩვეულებრივ ელჭექისა და თავსხმის დროს იცის, უმთავრესად წლის თბილ პერიოდში (როცა ტემპერატურა 20 °C-ზე მეტია). სეტყვა მოდის გროვაწვიმის ღრუბლიდან. სეტყვის ზოლის სიგანე რამდენიმე კმ-ია, სიგრძე კი ათეული, ზოგჯერ ასეული კმ. მისი ხანგრძლივობა 5-10 წთ-დან ⅓ საათამდეა. სეტყვის დროს 1 წთ-ში 1მ2 ზედაპირზე ეცემა 500-1000 მარცვალი, მათი სიმკვრივეა 0,5-0,9 გ/სმ2.

საქართველოში სეტყვიან დღეთა საშუალო წლიური რიცხვია 2-10 (დასავლეთ საქართველოში - ბარში 0,2-2; მთაში 8-მდე. აღმოსავლეთ საქართველოში - ბარში 2-3, მთაში 10-მდე). სეტყვა დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას (საქართველოში განსაკუთრებით ზიანდება კახეთის რაიონები), ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სეტყვის საწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავებას. ცნობილია, რომ 1961 წელს ინდოეთში სეტყვამ მოკლა სპილო,ხოლო 1981 წელს ჩინეთში 10 ათასზე მეტი შენობა-ნაგებობა.