პორტალი:ახალი ამბები/2011 ივნისი 23

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიმდინარე მოვლენები 23 ივნისი, 2011 (2011-06-23) (ხუთშაბათი)
  • ტელერადიოკომპანია „თრიალეთი“ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ რეჟისორს რენი ჰარლინს, პროდიუსერებს - პაპუნა დავითაიასა და კობა ნაყოფიას სასამართლოში უჩივის. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია შენობა ”თრიალეთის” ლოგოთი, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაკეტილია და კარს ჯაჭვი ადევს. ”ჩვენი კარი არათუ დაკეტილი იყო, არამედ სწორედ ჩვენს ტელეკომპანიაში იყო განთავსებული მედიაცენტრი, საიდანაც ათეულობით ჟურნალისტი (მათ შორის მსოფლიო წამყვანი მედიასაშუალებებიდან) გადასცემდა ახალ ამბებს”, - ნათქვამია განცხადებაში. ”თუ ფილმის რეჟისორს დაკეტილი კარის გადაღება უნდოდა, მას შეეძლო, გუბერნიის შენობა გადაეღო!” - აცხადებს ტელეკომპანია ”თრიალეთი”. (რადიო თავისუფლება)
  • ამერიკა წლის ბოლომდე ავღანეთიდან 10 000-ს სამხედროს გამოიყვანს, მომავალ წელს კი - დამატებით 23 000-ს. აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან თანმიმდევრობით და სტაბილურად გამოვლენ და 2014 წელს ქვეყანაში სრული კონტროლი გადაეცემა ავღანეთის ხელისუფლებას. ამჟამად ავღანეთში 100 000 ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული. (რადიო თავისუფლება)