რენი ჰარლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რენი ჰარლინი
დაბ. თარიღი ლაური მორიც ჰარიოლა
15 მარტი, 1959 (1959-03-15) (57 წლის)
რიიჰიმიაკი, ფინეთი
საქმიანობა რეჟისორი
სცენარისტი
მსახიობი
პროდიუსერი
აქტიური 1980–დღემდე
მეუღლე(ები) ჯინა დეივისი (1993–1998)

რენი ჰარლინი (ფინ. Renny Harlin; დ. 15 მარტი 1959, რიიჰიმიაკი, ფინეთი) — ფინელი კინორეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერი, რომელიც მოღვაწეობს ჰოლივუდში. მისი ფილმები გამოირჩევა დაძაბულობით, მოვლენების მოულოდნელი განვითარებით, ემოციურობით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რენი ჰარლინი დაიბადა ფინეთში ექიმების ოჯახში.[1] დაამთავრა ჰელსინკის უნივერსიტეტი. 20 წლის ასაკში ორგანიზაცია გაუწია საკუთარი კომპანიის შექმნას, რომელიც მიმართული იყო მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების დადგმების მიმართ. 1979 წელს გადაიღო თავის პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „Huostaanotto“. ფილმი უჩვენეს მხოლოდ ფინურ ტელევიზიაში. 1985 წელს საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა.[2] რენი ჰარლინის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია „ამერიკელად დაბადებული“. ფინეთში აღნიშნულ კინოს ტაბუ დაადეს.[2] 1988 წლის ფილმი „ციხე“ უარყოფითდ იქნა შეფასებული. რენი ჰარლინი პოპულარული გახდა 1990 წლებში, როდესაც გადაიღო „საშინელება თელების ქუჩაზე 4: სიზმრების მბრძანებელი“, „კერკეტი კაკალი 2“ და სხვ. 1993 წელს გადაიღო ცნობილი კინოფილმი „მთამსვლელი“, სადაც მთავარი როლი სილვესტერ სტალონემ შეასრულა. 1995 წელს გადაიღო „თავზეხელაღებულთა კუნძული“, ხოლო 1996 წელს „ხანგრძლივის კოცნა ძილის წინ“. ორივე ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი ჰარლინის იმდროინდელ მეუღლეს ჯინა დეივისს ხვდა წილად. 2000-იან წლებში იღებდა მოქმედებით — „მრბოლელი“ (2001), „12 რაუნდი“ (2009) — და ჰორორ ფილმებს: „ეშმაკის განმდევნელი – დასაწყისი“ (2004), „გონებაზე მონადირენი“ (2004), „ეშმაკთან გარიგება“ (2006).

რენი ჰარლინი საქართველოში ცნობილი გახდა ფილმით „აგვისტოს 5 დღე“, სადაც ერთბაშად ჰოლივუდის მრავალმა არტისტმა მოიყარა თავი. ფილმი მოგვითხრობს რუსეთ-საქართველოს ომზე, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს დღეებში მიმდინარეობდა. ფილმის მთავარი გმირია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ენდი გარსიამ განასახიერა.

მისი ბოლო ფილმია „ჰერკულესის ლეგენდა“ (2014). უკანასკნელ წლებში ჰარლინი სატელევიზიო სერიალების ეპიზოდებს იღებს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Renny Harlin Biography (1959-)
  2. 2.0 2.1 Biography for Renny Harlin. წაკითხვის თარიღი: 2009-11-04.