ფერეთა (მდინარე)
ფერეთა | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
ქალაქები | ვანი |
სათავე | 42°02′42″ ჩ. გ. 42°44′25″ ა. გ. / 42.0451056° ჩ. გ. 42.7403583° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | საკვერნისტყის ქედი |
სათავის სიმაღლე | 750 მ |
შესართავი |
რიონი 42°06′26″ ჩ. გ. 42°39′28″ ა. გ. / 42.1073889° ჩ. გ. 42.6579611° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | ზეინდარი, საქართველო |
შესართავის სიმაღლე | 62 მ |
სიგრძე | 12,7 კმ |
აუზის ფართობი | 50,4 კმ² |
— სათავე, — შესართავი |
ფერეთა — მდინარე ვანის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი. მთა-ბარის ტიპისაა, კალაპოტი ქვა-ქვიშიანლამიანი. სიგანე საშუალოდ 6-7 მეტრი. სიღრმე — 60 სმ. მდინარის სათავეებთან გაშენებული იყო ამჟამად ნასოფლარები: ბაბოთი და ბაგინეთი, ხოლო შუა წელს ქვემოთ მსხვილი სოფლები: ფერეთა, ზედა გორა, შუა გორა, ზეინდარი.
მდინარე სათავეს იღებს ბაბოთ-ბაგინეთის სამხრეთით, საკვერნისტყის ქედის ჩრდილო კალთებზე, 750 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. გზად შეირთავს ამავე ქედიდან მომდინარე სხვა მცირე მდინარეებს, ნელ-ნელა ივაკებს და სოფელ ზეინდართან შეერთვის ეგრეთ წოდებულ რიონის შტოს, რომელიც სოფელ დიდველიდან მოყოლებული გამოყოფილია რიონის ძირითადი ნაწილიდან და პარალელურად მიედინება, გზად ფერეთას და სხვადასხვა მცირე შენაკადების გარდა შეირთავს ბანურას, კორისწყალს, კვინისწყალს და ამაღლების სიახლოვეს რიონის სხვა რამდენიმე ნაკადში იხლართება.
ფერეთას მთავარი შენაკადია მდინარე ჯამსარეცხელა, მცირე სწრაფი მდინარე, რომელიც სოფელ სალომინაოს თავზე ჭიბნათის მთის ფერდობებზე იღებს სათავეს, გზად ამავე მთის ფერდობებიდან მომდინარე მცირე ღელე-მდინარეებს იერთებს და მარჯვნიდან უერთდება ფერეთას რიონის შესართავამდე რამდენიმე ათეულ მეტრში.
სარეწაო მნიშვნელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარე დაბალსენსიტიურია. ძირითადი ფუნქცია სატოფე-სანასუქოა. ბინადრობს 6 სახეობის თევზი.
სახეობა | ლათინური სახელი | ტოფობის პერიოდი | |
---|---|---|---|
1 | კოლხური ტობი | Chondrostoma colchicum | აპრილიდან სექტემბრამდე |
2 | კოლხური წვერა | Barbus tauricus escherichii | ივნისიდან სექტემბრამდე |
3 | კავკასიური ქაშაპი | Leuciscus cephalus orientalis | აპრილიდან ივლისამდე |
4 | სამხრეთული ფრიტა | Alburnoides bipunctatus fasciatus | მაისიდან აგვისტომდე |
5 | ჩვეულებრივი გველანა | Cobitis taenia | მაისიდან აგვისტომდე |
6 | კავკასიური მდინარის ღორჯო | Neogobius cephalarges constructor | მაისიდან აგვისტომდე |