ვაშლოვანი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ვაშლოვანი | |
კოშკი „სალხინო“ | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | ბორბალო |
კოორდინატები | 41°37′01″ ჩ. გ. 44°44′33″ ა. გ. / 41.61694° ჩ. გ. 44.74250° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 820 მ |
მოსახლეობა | 770[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ვაშლოვანი — სოფელი საქართველოში (შიდა ქართლის მხარე), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ბორბალოს ადმინისტრაციული ერთეული).[1]
მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 820 მ სიმაღლეზე. ქალაქ თეთრიწყაროდან დაშორებულია 35 კილომეტრით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვაშლოვანი წყაროებში იხსენიება XVI საუკუნიდან. სოფელში შემონახულია ორბელიანების სასახლის ნანგრევი და საცხოვრებელი კოშკი. წარწერის თანახმად, აუშენებია რუსეთის ჯარის გენერალს, თამაზ ორბელიანს 1811 წელს (მშენებელი გიორგი ოსტატი).
სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში, ხევის პირას, დგას თლილი ქვით შემოსილი წინანაურის ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია. იგი XI–XII საუკუნეებში უნდა იყოს აგებული და გვიანდელ ფეოდალურ ხანაში შეკეთებული. სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში XVII–XVIII საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიაა. მის მახლობლად, სამხრეთით, წმინდა მარინეს შუა საუკუნეების პატარა ეკლესიის ნანგრევებია.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 770 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 812 | 410 | 402 |
2014[1] | 770 | 391 | 379 |
ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ღვთისმშობლის ეკლესია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 331.
- ვაშლოვანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II